Jump to content
Planeta.Ge

მოლაპარაკებები იწყება!


Recommended Posts

Blaugranator

 

იმის შიში თუ გაქვს რომ ალასანიას ჭუაში აჯობებენ, ცდები..და არც არავის არ აქვს ილუზია, რომ ხელისუფლება რაიმე მაიმუნობას არ შეეცდება...

 

ისე და შენ რატომ გგონია ის, რომ ალასანია ჯობნას აპირებს.

ალასანია რასაც ვხედავ იმათ თამაშს თამაშობს. უაზრო და არაფრის მომცემ გარემო, რომელზედაც ბოლოს დათანხმდებიან. ამასობაში კი დროს გაიწელება.

ხო და რომ დათანხმდებიან, ალასანიას გარანტირებული ქენება ადგილი პარლამენტში. დანარჩენები გარეთ დარჩებიან.

ხო და რა ზეიმი იქნნება ბიჯოოოოოოოს :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

აი ეგ ვერ გავაგებინე და გადავირიე რა. ჩემთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო მაგის სარკე და მაგის მერე უკვე ცხადზე ცხადია, რომ საუკეთესო შემთხვევაში ალასანია აშშ-ს ზაპასკაა და სანამ მიშა აწყობთ მანამდე მიშას თამაშს ათამაშებენ და როცა აღარ დაევასებათ მერე შეეცდებიან ამის ბარხატნად შემოცოცებას, შიძლება ძალით და რევოლუციითაც კი და აღარ მინდა ეს სხვების დასმული ტიპები რა...სანამ ეგეთები იჯდებიან მანამდე არაფერი დალაგდება ამ ქვეყანაში იმიტო რო ხალხის მაგივრად იმ ქვეყნის ინტერესებზე იფიქრებენ. ეს არის 2 X 2 = 4 ჩემთვის და რას მიმტკიცებენ ღმერთი რჯული ვერ გავიგე რა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

ადამიანო, არის ერთი გზა... რასაც ალასასანია მიყვება...

 

კი ბატონო, ერფორუმს სხვა გზა აქვს, მარა რო მიჩუმდნენ არა უშავს?! ბევრი ბაქი-ქუქის შემდეგ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ალასანია რასაც ვხედავ იმათ თამაშს თამაშობს.

ხო და რომ დათანხმდებიან, ალასანიას გარანტირებული ქენება ადგილი პარლამენტში

ხოდა ალასანიას ხალხი მაგას ჩალიჩობს თორე სუ კიდიათ მაგათ, მიშა იქნება თუ ვალოდია :) რა არის აქ გაუგებარი? თარგამაძეს ხალხიც იგივეს ჩალიჩობს, გუბაზაც იგივეს და ასე :)

იმიტო არ აწყობთ ფიშტოს გავარდნა არცერთს, იციან რო ის ფიშტო მაგათაც ისევე მოხვდებათ, როგორც მიშას და თარგამაძეს. არა ეხლა სუ საქართველსო დარდი აქვთ იკაკოს და თარგამაძეს :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

აი ეგ ვერ გავაგებინე და გადავირიე რა. ჩემთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო მაგის სარკე და მაგის მერე უკვე ცხადზე ცხადია, რომ საუკეთესო შემთხვევაში ალასანია აშშ-ს ზაპასკაა და სანამ მიშა აწყობთ მანამდე მიშას თამაშს ათამაშებენ და როცა აღარ დაევასებათ მერე შეეცდებიან ამის ბარხატნად შემოცოცებას, შიძლება ძალით და რევოლუციითაც კი და აღარ მინდა ეს სხვების დასმული ტიპები რა...სანამ ეგეთები იჯდებიან მანამდე არაფერი დალაგდება ამ ქვეყანაში იმიტო რო ხალხის მაგივრად იმ ქვეყნის ინტერესებზე იფიქრებენ. ეს არის 2 X 2 = 4 ჩემთვის და რას მიმტკიცებენ ღმერთი რჯული ვერ გავიგე რა.

 

ყველაზე გაუგებარი არის ის, რომ ამათა არ ადარდებთ წყობა. არა ადარდებთ ის რომ წყობა დარჩება.

 

ხო და რა მოგება ხალხისთვის??????????????????????????

 

0000000000000000000000000000000000000000+0000000000000000000000000000000000=0

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

 

მალე იქნება ყველაფერი (ამ თვეში). მიჩუმდნენ იმიტომ, რომ ბოლო საორგანიზაციო სამუშაოები მიდის. ფაფის ჭამა ხო არაა ამ ყველაფრის გაკეთება?

 

ჰოდა მაგას გეუბნები ალასანია რასაც აკეთებს ეგ არ არის საერთოდ გზა. ეგ არის მრავალჯერ ნანახი და უკვე ყველასათვის ნაცნობი Y-ობა, რომელიც მხოლოდ მიშას გაპრავებას ემსახურება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რამოდენიმე შეკითხვა იკაკოსტანში; ვინ არის ალასანია ???????????????????????????????

 

რატომ აკეთებთ განსხვავებს ალასანიას, ბურჯანაძეს, ნოღაიდელს და ოქრუაშვილს შორის????????????

ერთი გუნდის წევრები იყვნენ და რით სჯობია, იმით რომ რუსეთში არ ჩასულა? :)

 

კიდევ ერთხელ, ვინ არის ალასანია და რატომ უნდა დავიჯეროთ ალასანიასი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

მალე იქნება ყველაფერი (ამ თვეში). მიჩუმდნენ იმიტომ, რომ ბოლო საორგანიზაციო სამუშაოები მიდის. ფაფის ჭამა ხო არაა ამ ყველაფრის გაკეთება?

ვნახოთ, ისიც ფაქტია, რომ შუა მოლაპარაკებაზე ვერ გამოვარდებიან... დაველოდოთ შედეგებს...

 

ჰოდა მაგას გეუბნები ალასანია რასაც აკეთებს ეგ არ არის საერთოდ გზა. ეგ არის მრავალჯერ ნანახი და უკვე ყველასათვის ნაცნობი Y-ობა, რომელიც მხოლოდ მიშას გაპრავებას ემსახურება.

ან მიშას საბოლოო გაბანძებას...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

 

ან მიშას საბოლოო გაბანძებას...

კი. ასეთი ერთი "გაბანძებული" მემუარებს სწერს რეზიდენციაში. ალაბთ 2013 წლისთვის თავისუფალი იქნება რეზიდენცია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

მოკლედ ხელისუფლება დღეს თუ დეიძინებს და ხვალ დილით აღარ გამეიღვიძებს, თორე სხვა საშველი არაა :givi:

ლოცვები უნდა გავაძლიეროთ :givi:

სხვა საშველი არ არის და...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რამოდენიმე შეკითხვა იკაკოსტანში; ვინ არის ალასანია ???????????????????????????????

 

რატომ აკეთებთ განსხვავებს ალასანიას, ბურჯანაძეს, ნოღაიდელს და ოქრუაშვილს შორის????????????

ერთი გუნდის წევრები იყვნენ და რით სჯობია, იმით რომ რუსეთში არ ჩასულა? :)

 

კიდევ ერთხელ, ვინ არის ალასანია და რატომ უნდა დავიჯეროთ ალასანიასი?

ვერავინ ვერ იტყვის ალასანიაზე რომ კორუფციულ გარიგებებში იყო შემჩნეული, ელემენტარულად თანამდებობა არ ჰქონდა სათანადო,

ის დიპლომატი იყო და არანაირი კავშირი არ ჰქონია აღმასრულებელი ან საკანონმდებლო ხელისუფლების იმ შტოსთან რომელიც ფინანსებს განაგებდა,

ალასანიას წამოსვლა ხელისუფლებიდან არანაირ კავშირში არ იყო შიდა ნაცმოურ დაპირისპირებასთან და ეს პიროვნება არც ყოფილა ნაცმოძრაობის წევრი

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთად-ერთი ღირსეული განცხადება გუშინწინ შარტავასაგან გავიგონე - კი ბატონო, მოლაპარაკებაზე მიდიხართ მიდიხართ, მაგრამ ეგება იმ უდანაშაულო ადამიანის განთავისუფლების საკითხი მაინც დაგეყენებინათ წინაპირობად, ფაქტიურად ჩემს გამო რომ ზის ალალ-მართალი კაცი ციხეშიო...

ხოდა, დაველოდები, ვინც მართლა ისე დაიწყებს მოლაპარაკებებს ნაც-ბანდასთან რომ ამ საკითხს ულტიმატუმის ფორმით არ დასვამს, ის იქნება ბოზი (ისედაც არ მაქვს ამ "პერეგავორშიკებზე" დიდი წარმოდგენა და თუ კატეგორიულად არ მოითხოვენ დილეგში ჩაგდებული ადამიანის დახსნას, მაშინ ეს სიტყვაც ალალია მათზე და კიდო ბევრი სხვაც !)!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ვერავინ ვერ იტყვის ალასანიაზე რომ კორუფციულ გარიგებებში იყო შემჩნეული, ელემენტარულად თანამდებობა არ ჰქონდა სათანადო,

არ არის მთლად ასე.ალასანია 2002-2004 წლებში უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო და პანკისის ტერორისტებისგან გაწმენდაში გადამწყვეტი როლი შეასრულა.მთელი ნარკოტრაფიკი მაში პანკისზე გადიოდა და სურვილის შემთხვევაში დიდი ფულის შოვნა შეეძლო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბიჯოს... ვგიჟდები რა.

და რა გიხარით მიშას მოცილების მსურველნო არ იტყვით?

ნუთუ კიდევ დარჩა ამ ქვეყანაში ადამიანი რომელიც რეალურად გადაყლაპავს ამ სატყუარას?

ვინმეს იცნობთ ირგვლივ ასეთს? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კახა შარტავა - დავით ბაქრაძის ირიბად დაფიქსირებული სურვილი მოლაპარაკებების დაწყებას არ ნიშნავს ბეჭდვა ელფოსტა

kaxa_31.jpg"პირველი"

 

ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ბოლოს და ბოლოს გაგვარკვიოს, იქნება თუ არა რეალური მოლაპარაკებები და ვიმსჯელებთ თუ არა ქვეყანაში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე, - ამის შესახებ განცხადება "ეროვნული ფორუმის" ლიდერმა კახა შარტავამ დღეს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" "ქართული აკადემიისა" და რვა ოპოზიციური პარტიის შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.

 

შარტავას განცხადებით, ერთადერთი საჯარო რეაქცია, რაც ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის შეთავაზებაზე იყო, პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის ირიბად დაფიქსირებული სურვილია, რომ დაწყებულიყო ქვეყანაში დიალოგის პროცესი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, თუმცა შარტავა მიიჩნევს, რომ ეს არ ნიშნავს მოლაპარაკების პროცესის დაწყებას.

 

"ეროვნული ფორუმის" ლიდერის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე „ქართული აკადემიის“ წევრებს და საზოგადოების წარმომადგენლებს, ოპოზიციური პარტიის ლიდერები ჩააბარებენ ერთგვარ ანგარიშს, თუ როგორ აპირებენ ისინი ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყებას ქვეყანაში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.

 

შარტავას განცხადებით, თუ ამ პროცესებში საზოგადოების ჩართვა მოხდება, ყველაფერი უფრო პროგრესულად და კარგად წარიმართება.

 

8 ოპოზიციურ პარტიას შორის, რომლებიც ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოს შეცვლის თემაზე კონსულტაციებს გეგმავენ, არიან "ახალი მემარჯვენეები", "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", "თავისუფალი დემოკრატები", "ეროვნული ფორუმი", "საქართველოს გზა", "ხალხის პარტია", "კონსერვატიული პარტია" და "რესპუბლიკური პარტია". ხელისუფლების წარმომადგენლებმა დიალოგისთვის მზადყოფნა უკვე გამოთქვეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...