Jump to content
Planeta.Ge

პროტესტი ყვითელ ავტობუსებს

Recommended Posts

ვისაც წაკითხვა ეზარება...განრისხებული მგზავრი უარს ამბობს ბილეთი იყიდოს სანამ სიტუაცია არ გამოსწორდება

თქვენ გეშინიათ გამქრალი ავტობუსების კონტროლიორების?

მე არ მეშინია გამქრალი ავტობუსების კონტროლიორების.

იცით ალბათ თბილისში რომ საოცარი ამბები ხდება. ერთ-ერთი ასეთი საოცარი ამბავი ყვითელი ავტობუსების უეცარი გაქრობაა. რამაც იმდენად აღმაშფოთა, რომ არ შემიძლია პროტესტი არ გამოვთქვა. ბოლოს და ბოლოს სულაც რომ არ ვმგზავრობდე ავტობუსით, უბრალოდ ჩემი მოქალაქეობრივი ვალია, თუნდაც იმიტომ, რომ მერე მე მომადგებიან და აღარავინ იქნება ხმა რომ ამოიღოს.

ერთ ამბავს მოგიყვებით და რამდენიმეს დავურთავ კიდევ, კარგად რომ მიხვდეთ რაშია საქმე.

დავიწყებ იქიდან, რომ მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებიც ავტობუსებში ბილეთს არ იღებენ. სალარო აპარატის დადგმის პირველივე დღეს ავირე ბილეთი და მას მერე ავტობუსში ყოველი ასვლისას ვირებდი. ერთადერთხელ იყო შემთხვევა, როცა ხურდები არ აღმომაჩნდა და ჩემივე ნებით დავაჯარიმებინე თავი კონტროლიორს.

ყოველთვის, როცა ავტობუსებში კონტროლიორები ამოდიოდნენ და უბილეთო მგზავრები ჩხუბს უწყებდნენ, საშინლად ვბრაზდებოდი. ვბრაზდებოდი იმაზეც, რომ კონტროლიორები არ აჯარიმებდნენ უბილეთო მგზავრებს და მხოლოდ ბილეთის აღებისკენ მოუწოდებდნენ.

მაგრამ ერთ არამშვენიერ დღეს ყველაფერი შეიცვალა. მე მაპატიეთ, რომ ყვითელ ავტობუსებში ბილეთს ყოველთვის ვიღებდი!

როგორც ყველამ ვიცით, თითზე ჩამოსათვლელი დატოვეს ავტობუსების რაოდენობა ქალაქში. რამაც ძალიან გამაღიზიანა. მე სტუდენტი ვარ და არც ბევრი ფული მქვს და არც ბევრი დრო. დღეში რამდენიმე ადგილას მიწევს მისვლა და ყველგან ტაქსით რომ მივიდე საშუალოდ 30-40 ლარი დამჭირდება დღეში, რაც რა თქმა უნდა არ მაქვს და რომც მქონდეს უფრო გონივრულად დავხარჯავდი. ამიტომ, ჩემი ძირითადი ტრანსპორტი დღემდე ყვითელი ავტობუსი იყო (ვაკეში “მარშუტკები” არ დადიან.)

კი, დიდი სიამოვნებით ვივლიდი ყველგან ფეხით, მაგრამ საწუხაროდ თუ საბედნიეროდ მოცლილი არ ვარ და არ მაქვს იმის ფუფუნება რომ ფეხით ვიარო. ავტობუსების და ცემი ამბავი კი აი როგორია:

ერთ დილას, როგორც ყოველთვის დილის 8 საათზე გავიღვიძე, დავლიე ყავა, მოვწესრიგდი და 9-ის ნახევარზე გავედი სახლიდან, რომ 9ზე ლექციაზე ვყოფილიყავი. როგორც წესი ჩემი სახლიდან უნივერსიტეტის მექვსე კორპუსამდე მისასვლელად ავტობუსს საშუალოდ 10 წუთი ჭირდება. გაჩერებაზე ხანგრძლივი და უშედეგო ლოდინის სემდეგ დავრეკე ავტობუსების ცხელ ხაზზე და ვიკითხე როდის გამოვიდოდა ცემთვის სასურველი ნომერი ავტობუსი. მიტხრეს რომ 3 წუთში და 3 წუთის მერე ვიცადე დიდ ხანს. 45 თუ 55 წუთს. ავტობუსი რა თქმა უნა არ მოვიდა. ლექციაზე, რომელზე დაგვიანებასაც სიკვდილი მირჩევნია, მივედი ნახევარი საათის დაგვიანებით.

რატომ? ჩემი ბრალია?

რატომ უნდა დააგვიანოს სტუდენტმა ლექციაზე თბილისის მერიის გამო??

დავანებოთ თავი ჩემ პრობლემას, მე შორს არ ვცხოვრობ და ფეხითაც რომ წავიდე, მაინც მალე მივალ უნივერსიტეტამდე, ბოლოს და ბოლოს ტაქსიც 2 ლარს გამომარტმევს მხოლოდ. მაგრამ წარმოიდგინეთ სტუდენტი, რომელიც ცხოვრობს ავჭალაში, მუზინში, თემქაზე, ვარკეთილში, ვაზისუბანში ან სხვა რომელიმე უბანში, რომელიც ახლოს არ არის ჭავჭავაძის პროსპექტთან. და ეს სტუდენტი სწავლობს თსუში. ამ ადამიანმა უნდა გაიღვიძოს სულ მცირე დილის 6 საათზე, 7ზე გამოვიდეს სახლიდან (დადიან 7 საათზე ავტობუსები? რომლებიც ისედაც წელიწადში ერთხელ დადიან) ეს სტუდენტი როგორმე უნდა მივიდეს ბარათაშვილის ქუჩაზე (როგორც თქვეს იქ ოუწევტო გადაჯდომა), იქ უნდა დაელოდოს ვაკის ავტობუსს, რომელიც საუკუნეში ერთხელ დადის და თუ ძალიან გაუმართლა ეს სტუდენტი ლექციაზე არ დააგვიანებს.

მაპატიეთ, მაგრამ საკუთარი მოქალაქეების დროის, ნერვების და ღირსების ფეხქვეშ გათელვა თუ გახსოვთ ეწერა თბილისის მერს წინასაარჩევნო პროგრამაში?

თუ არ გინახავთ პროგრამა და ისე მიეცით ხმა? ჩემდა სამარცხვინოდ ვაღიარებ, რომ მე პროგრამას არ გავცნობივარ. ჰოდა ესეც სასჯელი. ასე აღარ მოვიქცევი.

ახლა ის ამბავი, დრეს რაც დამემართა.

მე და ჩემი მეგობარი დაახლოებით 20 წუთი ველოდეთ ავტობისს, მოვიდა უკიდეგანოდ აღსავსე, ხალხით. სხვა გზა არ გვქონდა, კიდევ 45 წუთი მეტისმეტად ბევრი დროა იმისთვის, რომ ავტობუსს ელოდო, მითუმეტეს, რომ გარანტია იმისა, რომ ისევ სავსე არ მოვა, 0%-ია. ორივეს გვქონდა ხურდებიც და თანხაც სამგზავრო ანგარიშზე. მაგრამ მე კატეგორიულადმაქვს გადაწყვეტილი სანამ ავტობუსების პრობლემას არ მოაგვარებენ, ბილეთი არ ავიღო. ჰოდა, მას შემდეგ, რაც მუცელში ვიღაცამ იდაყვი, მუხლი, თუ რომელიღაც კიდურის რომელიღაც ნაწილი სივიწროვის გამო შემთხვევით მითავაზა და სიმწრისგან კინაღამ სული აღმომხდა, დანიშნულების ადგილამდე მივაღწიეთ და გაჩერებაზე კონტროლიორებიც შევნიშნეთ. ბილეთის აღება რა თქმაუნდა აზრადაც არ მომსვლია, ზუსტად ვიცოდი, რომ არ უნდა ამეღო.

შეკითხვა: რომ მდომოდა ბილეთის აღება, საინტერესოა ავტობუსის ურიცხვ მგზავრს შორის ისე როგორ უნდა გავმძვრალიყავი, რომ სალარომდე მიმეღწია?

მოკლედ ჩამოვედით ავტობუსიდან და კონტროლიორებს განვუცხადე პატრულში დაერეკათ, ჩვენ ხომ უბილეთო მგზავრები ვიყავით.

მერე მინი აქცია ჩავატარეთ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში მოქალაქეებს პატივს არ სცემენ და შესაბამისად აღარც ჩვენ უნდა ვცეთ პატივი ასეთ სახელმწიფოს. მერე ვიღაც ქალბატონებმა ჩვენი დაცვა გადაწყვიტეს სიტყვებით “არ გრცხვენიათ?” “ბავსვებს აჯარიმებთ?” ამაზე სულ გავცხარდი, მაგრამ თავი აღარ მქონდა იმ ქალბატონებისთვის ამეხსნა, რომ დიახაც, უნდა დააჯარიმონ კონტროლიორებმა უბილეთო მგზავრები, მაგრამ მე იმის გამო კი არ ვიყავი უბილეთო, რომ კანონდამრრვევი, ძუნწი და უპასუხისმგებლო მოქალაქე ვარ, არამედ იმის გამო, რომ პროტესტს ვაცხადებ პატივი ვცე სახელმწიფოს, რომელიც მე არ მცემს პატივს!

http://fsyche.wordpress.com/2010/11/06/ვის-ეშინია-გამქრალი-ავტო/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მანქანა მყავს, ხოდა რაც ნაკლები ავტობუსი მომიშლის გზებზე ნერვებს, მით უკეთესი ჩემთვის. უგულავასთვის ხმა არ მიმიცია, ასე რომ ჩემი სინდისი აქაც სუფთაა.

აი ვინც უგულავას მისცა ხმა, ახლა იდგეს გაჩერებებზე, წეროს და იკითხოს. თანაც რატომღაც მგონია რომ ამ ტექსტის ავტორი სტუდენტი შემდეგ არჩევნებამდე შეეჩვევა გაჩერებებზე დგომას და ისევ გიგის მისცემს ხმას.

მორალურად მართალი პოზიციაა, თუმცა პრაგმატულობას მოკლებული.

იმედია მალე გაგვიჩნდება ქართველებს სოლიდარობის აუცილებლობის აღქმა.

უგულავას ან 10 ლარით მოსყიდულმა მისცა ხმა, ან იდიოტმა და ან კონფორმისტმა. 10 ლარიანისადმი ნიშნისმოგებით საუბარი უზნეობაა ალბათ, იდიოტი ისედაც იდიოტია და რაც არ უნდა მოხდეს დარჩება იდიოტად, ამიტომ ეს მიდგომა არც ამ კატეგორიის მიმართ არის სწორი, აი კონფორმისტების მიამრთ კიდე ნაკლებად იმოქმედებს, ვინაიდან კონფორმისტები იმიტომ არიან რომ ყვითელი ავტობუსებით არ იარონ.

ამიტომ შენი რევანშისტული მიდგომა, თუმცა მთელი გულით და სულით მესმის, მაინც გონებრივად ვხვდები, რომ არ არის სწორი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იმედია მალე გაგვიჩნდება ქართველებს სოლიდარობის აუცილებლობის აღქმა.

:user:

გათითოკაცებულია საქართველო, ეს განცდა საერთოდ არარ გააჩნია უმეტესობას

McLaren

მანქანა მყავს, ხოდა რაც ნაკლები ავტობუსი მომიშლის გზებზე ნერვებს, მით უკეთესი ჩემთვის. უგულავასთვის ხმა არ მიმიცია, ასე რომ ჩემი სინდისი აქაც სუფთაა.

აი ვინც უგულავას მისცა ხმა, ახლა იდგეს გაჩერებებზე, წეროს და იკითხოს. თანაც რატომღაც მგონია რომ ამ ტექსტის ავტორი სტუდენტი შემდეგ არჩევნებამდე შეეჩვევა გაჩერებებზე დგომას და ისევ გიგის მისცემს ხმას

მე არ მიმიცა ხმა გიგისთვის - მეც ამის ღირსი ვარ მანქანა რომ არ მყავს? :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

McLaren

მანქანა მყავს, ხოდა რაც ნაკლები ავტობუსი მომიშლის გზებზე ნერვებს, მით უკეთესი ჩემთვის. უგულავასთვის ხმა არ მიმიცია, ასე რომ ჩემი სინდისი აქაც სუფთაა.

აი ვინც უგულავას მისცა ხმა, ახლა იდგეს გაჩერებებზე, წეროს და იკითხოს. თანაც რატომღაც მგონია რომ ამ ტექსტის ავტორი სტუდენტი შემდეგ არჩევნებამდე შეეჩვევა გაჩერებებზე დგომას და ისევ გიგის მისცემს ხმას.

ვაახ, კაცო

იქნებ იმ ბებოს, გაჩერებაზე რომ დგას, არ მიუცია ხმა გიგილოსათვინა?!

ნუ, ეტყობა დღეს მინუსების წერა მომისაჯა გამჩენმა :givi:

და კიდო

:სხვისიჭირიღობესჩხირისმაილიკი:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Grig

იქნებ იმ ბებოს, გაჩერებაზე რომ დგას, არ მიუცია ხმა გიგილოსათვინა?!

მე ვარ ის ბებო :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ვარ ის ბებო :user:

kisa

დაბადების დღეზე შენც ჩემსავით განცდები გაქვს გატყობ :D, დღეს ერთი წლით გაიზარდე ხო :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

მე ვარ ის ბებო :user:

ჰოდა, მერე ამ მოდერის მანქანას რომ წაათრევს (ჯვარი წერია)სიტიპარკი, ის "ბებოც" იტყვის, ასე უნდა მაგას, რას აძლევდა გრიშას ხმასაო.

და ა.შ.

Edited by Grig
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტაშიი

დაბადების დღეზე შენც ჩემსავით განცდები გაქვს გატყობ :D, დღეს ერთი წლით გაიზარდე ხო :D

იმდენი წლის ვარ, რომ უკვე ეგეც აღარ მაქ :))

Grig

ჰოდა, მერე ამ მოდერის მანქანას რომ წაათრევს (ჯვარი წერია)სიტიპარკი, ის "ბებოც" იტყვის, ასე უნდა მაგას, რას აძლევდა გრიშას ხმასაო.

დაყავი და იბატონე პოლიტიკაა, ყველა ტავისას დაეძებს- მთავარ მიზეზსს კი არავინ ებრძვის, ხოდა გასდის

უარესის ღირსები ვართ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ მოდერის მანქანას რომ წაათრევს

რატომ უნდა წაათრიოს? არ დააყენებს იმ ადგილას მანქანას, სადაც დაყენება არ შეიძლება და არავინ არ ერჩის. ჩემი მანქანა მაგალითად არავის არ წაუთრევია არსად და არც ჯარიმა არ მაქვს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მანქანა მყავს, ხოდა რაც ნაკლები ავტობუსი მომიშლის გზებზე ნერვებს, მით უკეთესი ჩემთვის. უგულავასთვის ხმა არ მიმიცია, ასე რომ ჩემი სინდისი აქაც სუფთაა.

აი ვინც უგულავას მისცა ხმა, ახლა იდგეს გაჩერებებზე, წეროს და იკითხოს. თანაც რატომღაც მგონია რომ ამ ტექსტის ავტორი სტუდენტი შემდეგ არჩევნებამდე შეეჩვევა გაჩერებებზე დგომას და ისევ გიგის მისცემს ხმას.

კაი ბოვშის შთაბეჭდილება დატოვა, რას ერჩი :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Sаturn

რატომ უნდა წაათრიოს? არ დააყენებს იმ ადგილას მანქანას, სადაც დაყენება არ შეიძლება და არავინ არ ერჩის. ჩემი მანქანა მაგალითად არავის არ წაუთრევია არსად და არც ჯარიმა არ მაქვს.

ჰო, მეც მაგას ვკითხულობ - რატომ უნდა წაათრიოს? რა სერვისს სტავაზობს კეზერაშვილის სიტიპარკი პუბლიკას, რომ სანაცვლოდ თითოეული მძღოლისგან 5 თუმანს იღებს? ან რომელ ტენდერში გაიმარჯვა კეზერამ, რომ სხვისი მანქანების წათრევის უფლება მიიღო? რამდენი ბიდ-ი იყო იმ ტენდერში? რა პირობები? თუ გინდა გავხსნათ ცალკე ტემა და განვიხილოთ ეს საკითხები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

დაყავი და იბატონე პოლიტიკაა, ყველა ტავისას დაეძებს- მთავარ მიზეზსს კი არავინ ებრძვის, ხოდა გასდის

რაც მე საერთო საქმისთვის მიტინგზე მივლია. უბრალოდ ავტობუსების ამბავი რატომ უნდა გავაპროტესტო ვერ ვხვდები. ვისაც რეალურად ჭირდება ის ავტობუსი, ის ჩუმადაა.

კარგი, ვთქვათ ასაკოვან ხალხს სხვა საქმეც აქვს და არ სცალია. სტუდენტს რაღა მიზეზი აქვს? თუ მართლა ლექციაზე ვერ ახერხებენ მისვლას, რატომ არ აპროტესტებენ ამას? არასვეცკურია ხო? აი ფეისბუქზე სტატიების წერა სვეცკურია. ხოდა წერონ და იკითხონ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

McLaren

რაც მე

:* პირადად შენ არავინ გერჩის

უბრალოდ ძალიან გავრცელებული აზრი გამოთქვი

არ მეხება - მკიდია

ეს მხოლოდ ავტობუსებს არ ეხება - ყველაფერში ესე ვართ, ამის წინებზე ფბ-ზე წავაწყდი ერთი ჩემი ამერიკელი მეგობრის ფოროალბომს - არჩევნებს ეხებოდა

და აი ეს სურათი ვნახე

პინჰედები არ უნდა ვიყოთ - ესაა ჩემი მთავარი მესიჯი

post-4406-009116600 1289136812_thumb.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...