Jump to content
Planeta.Ge

მოლაპარაკებები მალე დაიწყება


Recommended Posts

newstudio

და ალასანიამ გადაუხვია იმას რაც თქვა?
.

:givi: :givi: კარგი რა ..

 

newstudio

ირაკლი ალასანია: “საკუთარი სიცოცხლის ფასად დავიცავთ თითოეულ ხმას, რომელსაც მოსახლეობისგან მივიღებთ”

 

 

 

ია ანთაძე

 

გასულ კვირას “რადიო თავისუფლების” ვებგვერდზე განთავსებულ ია ანთაძის ბლოგს სტუმრობდა გაერთიანების – “ალიანსი საქართველოსთვის” – ლიდერი ირაკლი ალასანია.

 

ბლოგის კომენტატორების მიერ წინასწარ, რეიტინგით შერჩეული კითხვები სტუმარს “რადიო თავისუფლების” ეთერში ია ანთაძემ დაუსვა. შემდეგ კი ირაკლი ალასანია ბლოგს ეწვია, სადაც პირდაპირი საუბრის რეჟიმში სამსაათნახევრის განმავლობაში პასუხობდა კომენტატორების შეკითხვებს. “რადიო თავისუფლება” “რეზონანსს” მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და მის მკითხველებს სთავაზობს ამ ორი ინტერვიუს შემოკლებულ ვერსიას.

 

 

ია ანთაძე: ბატონო ირაკლი, პირველი შეკითხვა ეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. მას სამი ავტორი ჰყავს. წავიკითხავ პირველი ავტორის მიერ კითხვის ფორმულირებას: როგორ აპირებთ თბილისის მერობისთვის ბრძოლას იმ ფონზე, რომ ხელისუფლებას აქვს “მორგებული” საარჩევნო სისტემა, ცესკოს თავმჯდომარე მასთან დაახლოებული პირია და ამჟამინდელი მერი ახალ-ახალი პროექტებით ატყვევებს თბილისის მოსახლეობას. აქვე ნაწყვეტი მეორე ავტორის შეკითხვიდან: დავრწმუნდი, რომ ოპოზიციას არაფერი აქვს, რასაც დაუპირისპირებდა ხელისუფლების მიერ რეკლამირებულ ამ ლამის “აღმაფრთოვანებელ” სიმარტივეს – ძალა მაქვს და გავიმარჯვებ. და ფრაზა მესამე ავტორის შეკითხვიდან: არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, მზად ხართ თუ არა, დაიცვათ თქვენი ამომრჩევლის ხმა და იქნებ კაცურად გვითხრათ, როგორ?

 

ალასანია:

- დიდი მადლობა მოწვევისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენთვის სიახლე არ არის, რომ ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს, რათა არ შედგეს რეალურად დემოკრატიული არჩევნები. არის ორი მიმართულება, რითიც ამ არჩევნების სტრატეგიის აგებას ვაპირებ: პირველი, ჩვენი ყველა საერთაშორისო პარტნიორი, საერთაშორისო ორგანიზაციები უკვე ინფორმირებული გვყავს, რა ნაბიჯები გადადგა ხელისუფლებამ, რა დაპირებები არ შეასრულა და, კონკრეტულად, ბოლო ეტაპზე – საარჩევნო კომისიის ასეთი ხელმძღვანელის არჩევით – როგორ გამოააშკარავა საკუთარი გეგმა, რომ არჩევნები მაქსიმალურად კონტროლირებადი უნდა იყოს მათი მხრიდან. ასევე, ხელისუფლებას სურს კონტროლის მიღწევა შედეგებზე, მაგრამ ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობას, დამკვირვებლებს მუდმივად სწორ ინფორმაციას ვაწოდებთ შექმნილი ვითარების შესახებ.

მეორე მიმართულება იქნება ჩვენს მოსახლეობასთან, ამომრჩევლებთან პირდაპირი, ხშირი ურთიერთობა და შეთავაზება. დღემდე ოპოზიციის ძირითადი ნაწილის პრობლემა ის იყო, რომ, რა თქმა უნდა, აკრიტიკებდნენ ხელისუფლებას, მაგრამ არ უხსნიდნენ, თავად რას გააკეთებდნენ ხელისუფლებაზე უკეთესად. დღეს ვითარება თვისობრივად შეიცვალა. ის გამოცდილება, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში მე და ჩემმა პოლიტიკურმა ძალამ მივიღეთ, სწორედ ამაზე მიანიშნებს, რომ უნდა ვიყოთ და ვართ უკვე მზად, ნათლად შევთავაზოთ ჩვენს მოსახლეობას გადაწყვეტილებები ყველა მტკივნეულ საკითხზე, დაწყებული ჯანდაცვითა და განათლებით; ასევე ავუხსნათ, როგორ ვაპირებთ საშუალო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობას, რომ სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობები გაჩნდეს ჩვენს ქვეყანაში. ეს იქნება თემატური, პროგრამული შეთავაზებები, რასაც მოსახლეობა, დარწმუნებული ვარ, სწორად, სამართლიანად ელოდება და ეს კარგად ჩანს იმ ყოველდღიური შეხვედრების დროს, რომლებსაც მათთან ვატარებ. პირველად სწორედ ამას გვეკითხებიან, თქვენ რას გაგვიკეთებთ უკეთესადო. ეს შეთავაზებები იქნება ჩვენი კამპანიის მთავარი ღერძი და, ასევე, ნიჰილიზმის დამარცხება. მოსახლეობას მინდა, მივმართო, რომ ჩვენ ყველამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიგოთ – ჩვენი მომავალი ჩვენს ხელშია. პირველად 20 წლის განმავლობაში უნდა დავიჯეროთ საკუთარი ძალის და მივიდეთ არჩევნებზე ერთადერთი განწყობით – მოვუსმინოთ შინაგან ხმას; მხარი დავუჭიროთ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც დაგვარწმუნებს, რომ მას შეუძლია არამარტო კარგი პროგრამის შეთავაზება, არამედ არჩევნების შემდეგ ეკონომიკურად დასაბუთებულად მოქმედება და საკუთარი პროგრამის ხორცშესხმა.

რაც შეეხება გაყალბებას. პირველი, რაც გაყალბების წინააღმდეგ უნდა გაკეთდეს, საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირება და ჩართულობაა; მეორე, მოსახლეობის მხრიდან საჭიროა დიდი პოლიტიკური აქტიურობა. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ რაც შეიძლება მეტმა თანამოქალაქემ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. ამ შემთხვევაში, განეიტრალდება ხელისუფლების მხრიდან არჩევნების გასაყალბებლად ან მისი შედეგების შესაცვლელად გადადგმული თითქმის ყველა ნაბიჯი.

 

 

ია ანთაძე: თქვენ გულისხმობთ აქტიურობას მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობის კუთხით, თუ აქტიურობას საკუთარი ხმების დასაცავადაც?

 

ალასანია:

 

- პირველი ეტაპი არის არჩევნებში მონაწილეობა. ვაპირებთ, სიების შეჯერებით, გამოქვეყნებით, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მოსახლეობას ვაჩვენოთ, რას აკეთებს ხელისუფლება: როგორ რთავს არჩევნებში პოლიციას, უსაფრთხოების სამსახურებს. მეორე მხრივ, მე პირდაპირ და, როგორც მსმენელი გვეკითხება, კაცურად, მინდა, ვუთხრა და მივმართო ყველას, რომ საკუთარი სიცოცხლის ფასად დავიცავთ მეც და ჩემი პოლიტიკური ძალის ყველა წარმომადგენელი თითოეულ ხმას, რომელსაც მოსახლეობისგან მივიღებთ. ეს არ არის თამაში, ამ არჩევნებზე საქართველოს ბედი წყდება და მთელი მსოფლიოც არ უყურებს მას, როგორც მხოლოდ ადგილობრივ არჩევნებს. ეს არის რეფერენდუმი საქართველოს დემოკრატიულობაზე, იმის გასარკვევად, შეგვწევს თუ არა ჩვენ ძალა, დემოკრატიული არჩევნების გზით წავიყვანოთ ქვეყანა წინ.

ამიტომაც არის ასეთი საყურადღებო და საპასუხისმგებლო ეს არჩევნები. არაერთი შეხვედრა მქონდა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების როგორც არასამთავრობო, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მათი პოზიცია ასეთია, რომ არავითარ შემთხვევაში გაყალბებულ არჩევნებს ლეგიტიმურად არ გამოაცხადებენ. დანარჩენი ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად დავარწმუნებთ საზოგადოებას, რომ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც, რასაც დავპირდებით მოსახლეობას, შევუსრულებთ.

 

ია ანთაძე: მეორე თემაზე გადავდივართ და აქ ორი შეკითხვაა. პირველი: უკრაინაში მიმდინარე პროცესებში საქართველოს მონაწილეობა სერიოზულ კითხვებს ბადებს. საქართველოდან გაგზავნილ დამკვირვებელთა რაოდენობა, მათი კომპეტენცია, და ბოლოს, გივი თარგამაძის კომენტარები არ ჰგავს ჩვენს მეგობარ ქვეყანაში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების მხარდაჭერას. აპირებთ თუ არა, ხმამაღლა გამოხატოთ თქვენი პოზიცია, თუ ვერაფერს ხედავთ საჩოთიროს? და მეორე შეკითხვის ბოლო წინადადებას წაგიკითხავთ: არის თუ არა ეს სახელმწიფო დანაშაული?

 

ალასანია:

- ვაპირებ, პოლიტიკური პოზიცია გამოვხატო უახლოეს პერიოდში, მაგრამ დღესვე შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო პოლიტიკურად აბსოლუტურად წინდაუხედავი და არასწორი ნაბიჯი, საქართველოს ხელისუფალის მხრიდან გადადგმული. დამკვირვებლების გაშვება, რა თქმა უნდა, ნებადართულია, მაგრამ წინასწარი განწყობა, დამოკიდებულება კანდიდატების მიმართ არ უნდა ყოფილიყო ასე ღიად გამოხატული. საერთოდ არ უნდა ვერეოდეთ ჩვენ მეზობელი, მეგობარი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ სამზარეულოში. ეს, რა თქმა უნდა, დიდ პრობლემებს შეუქმნის ჩვენს ქვეყანას ორმხრივ ურთიერთობებში, თუკი ხელისუფლების მხარდაჭერის არმქონე კანდიდატი გაიმარჯვებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ პრობლემის განეიტრალებას ორმხრივი ურთიერთობებით მოვახერხებთ. ქართველი და უკრაინელი ხალხების მეგობრობის ისტორია იმდენად ძლიერია, რომ, დარწმუნებული ვარ, ამ ვითარების ნორმალიზებას იმ შემთხვევაშიც კი შევძლებთ, თუ, ვთქვათ, იანუკოვიჩი გაიმარჯვებს. მაგრამ პირდაპირ მინდა, ვთქვა და მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ ჩვენი ამოცანაა, მხარი დავუჭიროთ და პატივი ვცეთ უკრაინელი ხალხის არჩევანს.

 

 

ია ანთაძე: ბოდიშს ვიხდი, არ შემიძლია, არ ჩაგეკითხოთ. როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტმა დამოუკიდებლად მიიღო ეს გადაწყვეტილება, თუ შესაძლოა, რაიმე არაფორმალური შეთანხმების საფუძველზე? ეს იყო მისი პირადი, თუ სადღაც სხვაგან, უფრო “მაღალ დონეზე” მიღებული გადაწყვეტილება?

 

ალასანია:

 

- საერთოდ, გადაწყვეტილების მიღების პროცესიც და მექანიზმებიც ჩვენს ქვეყანაში, ჩვენდა სამწუხაროდ, აბსოლუტურად არაინსტიტუციური, არაგამჭვირვალეა და, ხშირ შემთხვევაში არ ემყარება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა პირადი განწყობებიდან გამომდინარე მიიღო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ერთადერთი შეფასება, რაც შეიძლება გაკეთდეს, ამგვარია: ეს იყო უპასუხისმგებლო და წინდაუხედავი ნაბიჯი, შეცდომა, რომლის გამოსწორებასაც გარკვეული დრო დასჭირდება მომავალში.

ია ანთაძე: მესამე შეკითხვა ძალიან მოკლეა. რას ფიქრობთ პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ სამხედრო-პატრიოტულ აღზრდასთან დაკავშირებით და იქნებ მისი მილიტარისტული რიტორიკაც შეაფასოთ.

- შემაშფოთებელია, რომ ბოლო კვირების განმავლობაში პრეზიდენტი აქტიურ სამხედრო რიტორიკას დაუბრუნდა. ჩემი აზრით, ხელისუფლის პირდაპირი მოვალეობაა, საზოგადოება, მოქალაქეები დააწყნაროს, დაამშვიდოს, გაუჩინოს მათ სტაბილურობის, დაცულობის განცდა და არა – პირიქით. რასაც დღეს სააკაშვილი აკეთებს, ეს არის პირდაპირი გავლენის მოხდენა მოქალაქეებზე, რათა მათ მომავალი საფრთხის განცდა შეუქმნას. ეს, რა თქმა უნდა, არ არის სწორი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, პრეზიდენტი ყველაფერს უნდა აკეთებდეს, რომ საკუთარი საზოგადოება დაცულობაში დაარწმუნოს. რაც შეეხება პატრიოტული აღზრდის ახალ სტილს, ჩემი ღრმა რწმენით, პატრიოტიზმი და ქართული თვითშეგნება იმ დონეზეა, რომ არ სჭირდება სპეციალური პროექტი, რაღაც ახალი ხელოვნური ფორმის გამოგონება. ჩემთვის მთავარია, ახალგაზრდას მივცეთ სწორი განათლება, რომლითაც ის იქნება კონკურენტუნარიანი ქვეყანაშიც და ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. განათლების პრობლემებზე საუბარი ახლა, რა თქმა უნდა, ძალიან შორს წაგვიყანს.

 

 

ია ანთაძე:

 

ვინ გესახებათ “ალიანსის” შესაძლო მოკავშირედ ოპოზიციური სპექტრიდან?

 

ალასანია:

 

 

- ძალიან კარგი და სწორი, კორექტული ურთიერთობები გვაქვს ეროვნულ ფორუმთან. რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს კონსულტაციები და ვაპირებთ, რომ შეთანხმებული საქმიანობა დავაფუძნოთ ერთიან ღირებულებებს – როგორი თბილისი, როგორი საქართველო გვინდა ავაშენოთ, როდესაც ხელისუფლებაში მოვალთ. ამგვარი შეთანხმების შესაძლებლობა ბევრ პოლიტიკურ ძალასთან არის, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენთვის აუცილებელია, საკუთარი გზა გამოვკვეთოთ. თებერვლიდან ვიწყებთ მოსახლეობასთან ურთიერთობის ძალიან აქტიურ კამპანიას. შევთავაზებთ იმას, რასაც პირველ რიგში გასატარებელ ღონისძიებებად ვთვლით ქვეყანაშიც და ქალაქშიც, რათა საქართველო სტაბილური განვითარების გზას დაუბრუნდეს. მოკავშირეები გამოჩნდებიან, დარწმუნებული ვარ.

 

ია ანთაძე: ფორუმმა შეიძლება მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში?

 

 

- ჩვენ ვლაპარაკობთ მხოლოდ ზოგადი ღირებულებების თანხვედრაზე. რაც შეეხება ფორუმს, ამ ეტაპზე მისი პოზიციაა, რომ არჩევნებში არ მონაწილეობს. მაგრამ ჩვენ გვაქვს შეხების წერტილები იმ პრინციპებზე, რომლებზეც შემდგომი ურთიერთობები უნდა აიგოს.

 

 

 

კიდე ცოცხალია ხო,მე როგორ ვიცი.. :givi: :givi:

Edited by გიორგი68
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი68

რაც შეეხება გაყალბებას. პირველი, რაც გაყალბების წინააღმდეგ უნდა გაკეთდეს, საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირება და ჩართულობაა; მეორე, მოსახლეობის მხრიდან საჭიროა დიდი პოლიტიკური აქტიურობა. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ რაც შეიძლება მეტმა თანამოქალაქემ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. ამ შემთხვევაში, განეიტრალდება ხელისუფლების მხრიდან არჩევნების გასაყალბებლად ან მისი შედეგების შესაცვლელად გადადგმული თითქმის ყველა ნაბიჯი.

პირველი ზუსტად თქვა

- პირველი ეტაპი არის არჩევნებში მონაწილეობა. ვაპირებთ, სიების შეჯერებით, გამოქვეყნებით, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მოსახლეობას ვაჩვენოთ, რას აკეთებს ხელისუფლება: როგორ რთავს არჩევნებში პოლიციას, უსაფრთხოების სამსახურებს. მეორე მხრივ, მე პირდაპირ და, როგორც მსმენელი გვეკითხება, კაცურად, მინდა, ვუთხრა და მივმართო ყველას, რომ საკუთარი სიცოცხლის ფასად დავიცავთ მეც და ჩემი პოლიტიკური ძალის ყველა წარმომადგენელი თითოეულ ხმას, რომელსაც მოსახლეობისგან მივიღებთ. ეს არ არის თამაში, ამ არჩევნებზე საქართველოს ბედი წყდება და მთელი მსოფლიოც არ უყურებს მას, როგორც მხოლოდ ადგილობრივ არჩევნებს. ეს არის რეფერენდუმი საქართველოს დემოკრატიულობაზე, იმის გასარკვევად, შეგვწევს თუ არა ჩვენ ძალა, დემოკრატიული არჩევნების გზით წავიყვანოთ ქვეყანა წინ.

აი მეორეს რაც შეეხება... მინუსად ვუთვლი რომ არჩევნების შემდეგ ეგრევე არ გაახმოვანა რა დარღვევები მოხდა და როგორ აპირებს ბრძოლას... თუმცა ნელნელა საჯარო პოლიტიკოსი ხდება და...

 

თორემ არჩევნების დამთავრებისთანავე...შეხვედრა შეხვედრაზე ქონდა უცხოელ დიპლომატებტან და ანახებდა როგორ ჩატარდა არჩევნები, საჭირო ოყო ხელისუფლებაზე ზეწოლა, რათა საარჩევნო გარემო შეიცვალოს (მარტო კოდექსი არა, კომისიები, სასამართლოები და ა,შ.)

 

ამის შემდეგ იყო ამ 8 პარტიის შეთანხმება და პროექტის შეთავაზება ხელისუფლებისთვის, ვნახოთ რა გამოვა

 

შეიძლება კიდევ ერთხელ ვიძახი, მცდარი გზა აქვს არჩეული... გამოჩნდება... მაგრამ რო იბრძვის ამ სისტემის წინააღმდეგ რაც დღესაა, დამერწმუნე რომ ეგრეა!

 

და კიდევ... ეგრევე გამოვარდნა და "მიშა მოვდივართ: მხოლოდ მაშIნაა ეფექტური, როდესაც პოლიტიურად მომწიფებულია სიტუაცია...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...