Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ”ისტორიული” ვიზიტი

სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 ნოე.'10 / 23:57

 

უვიზო რეჟიმის შეთანხმება ხელმოწერილია;

ირანის საკონსულო ბათუმში;

მოთაქი: ეს ორი მოვლენა ვიზიტს ’ისტორიულს’ ხდის;

ვაშაძე: ’ურთიერთობებში უნდა იყოს ნული პრობლემები’;

ვაშაძის კომენტარი ირანის ბირთვულ პროგრამაზე

 

თბილისის და თეირანის ”მყარი გადაწყვეტილებაა” ქონდეთ ორმხრივი თანამშრომლობა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ, თბილისში 3 ნოემბერს თავის ირანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ.

 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მანუჩარ მოთაქიმ, საქართველოში ორდღიანი ვიზიტი 3 ნოემბერს დაიწყო. მან ოთხშაბათს საღამოს თავის ქართველ კოლეგასთან ერთად ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. 4 ნოემბერს ის ბათუმში მიემგზავრება სადაც ირანის საკონსულოს გახსნის.

 

თავის ქართველ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ეს ვიზიტი ”ისტორიული და დაუვიწყარია”, რადგან ვიზიტი აღინიშნება ორი მნიშვნელოვანი მოვლენით - სავიზო რეჟიმის გაუქმება და ბათუმში საკონსულოს ხელახლა აღდგენა - მისი თქმით ბათუმში ირანის საკონსულო მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან არსებობდა, თუმცა ის 1927 წელს დაიხურა.

 

”ჩვენ გვქონდა ძალიან კონსტრუქციული და ნაყოფიერი მოლაპარაკებები... ჩვენ განვიხილეთ, როგორც ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები, ასევე რეგიონალური და საერთაშორისო საკითხები,” განაცხადა მოთაქიმ, ვაშაძესთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

 

”გადაწყვეტილი გვაქვს რომ გავაფართოვოთ ეკონომიკური თანამშრომლობა და თუ ჩვენ მოვიშველიებთ სტატისტიკას ვნახავთ, რომ გასულ წლებთან შედარებით ეს ორმხრივი ურთიერთობები სხვადასხვა დარგებში არის გაორმაგებული,” განაცხადა მან.

 

„საქართველო უნდა იყოს ირანისთვის და ირანი საქართველოსთვის და ასე დაუკავშირდება შავი ზღვა სპარსეთის ყურეს, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ კავშირებს,” დასძინა მოთაქიმ.

 

”მინდა ხაზი გაუსვა, რომ ორივე ქვეყანას მტკიცედ სჯერა, რომ მეზობლების ურთიერთობაში უნდა იყოს ნული პრობლემები და აგრეთვე უნდა ავღნიშნოთ ის, რომ საქართველო–ირანის ურთიერთობებმა ეკონომიკურ სფეროში ბოლო დროს დიდი ნახტომი გააკეთა,” განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

ირანი საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორებს შორის არ შედის. სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და ირანს შორის, 2008 წელთან შედარებით, 2009 წელს 41.5%–ით შემცირდა და 36.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. "საქსტატის" ინფორმაციით, 2010 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებით, ამ მაჩვენებელმა 41.4 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.

 

როდესაც ვაშაძეს კითხეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პოლიტიკურ ასპექტებზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა: ”ჩვენი მყარი გადაწყვეტილებაა რომ გვქონდეს ორმხრივი თანამშრომლობა; ეს თანამშრომლობა არის კარგი საქართველოსთვის, კარგია ირანისთვის, კარგია მთელი რეგიონისთვის და ზოგადად პოლიტიკური კლიმატისთვის.”

 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თეირანისთვის კავკასიაში მიმდინარე პროცესები ”ძალიან მნიშვნელოვანია” და რომ ირანი ამ პროცესებს ”მგრძნობიარედ ეკიდება”.

 

”ტერიტორიული მთლიანობა ეს არის ერთ–ერთი პრონციპი ქვეყნებს შორის თანამშრომლობის და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ რეგიონში არსებული პრობლემები მშვიდობიანი გზებით მოგვარდება,” განაცხადა მოთაქიმ.

 

”ირანი ყოველთვის გამოთქვავს თავის მზადყოფნას შეასრულოს როლი რეგიონში არსებული პრობლემატიკის გადაწყვეტაში,” დასძინა მან.

 

როგორ წარიმართება ამ ისტორიულიუ შეთანხმების შემდგომი ქრონიკა

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირანს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისადმი მისი პოზიციის გამო.

 

ირანის ბირთვულ პროგრამაზე საუბრისას, ვაშაძემ განაცხადა, რომ თეირანს აქვს ლეგიტიმური უფლება გამოიყენოს ბირთვული ენერგია მშვიდობიანი მიზნებისთვის, თუმცა მან იქვე დასძინა, რომ ამ უფლებასთან ერთად, ირანს ვალდებულებებიც გააჩნია.

 

”ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ნორმების და პროცედურების თანახმად, ნებისმიერი ბირთვული ობიექტი - არა მარტო ამ რეგიონში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში - უნდა იყოს ამ სააგენტოს მკაცრი კონტროლის ქვეშ,” განაცხადა ვაშაძემ.

 

იგი მიესალმა ნოემბრის შუა რიცხვებში 5+1-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების შესაძლო დაწყების პერსპექტივას და განაცხადა, რომ მოლაპარაკებები იქნება კარგი ირანისთვისაც, საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც და მთელი ამ რეგიონისთვისაც.

 

5+1 ფორმატი მოიცავს გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრს - ბრიტანეთი, რუსეთი, აშშ, ჩინეთი, საფრანგეთი - და გერმანიას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე არ ვიცი რა წერია მაგ სტაიაში,თავი არა მაქვს წაკითხვის და თუ ეს ყველაფერი არ არის შეთანხმებული ძია სემთან,ვიღაცას გადაკუზავენ და თუ არ გადაკუზავენ,ზნაჩიტ იცოდნენ. :) წავედი დავიძინე.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საუკუნოვანი მეგობრობა არ იყო ნახსენები? :pupuza:

http://s014.radikal.ru/i329/1011/3a/370433b977e3.jpg

http://s011.radikal.ru/i315/1011/35/6f4e67dece5f.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საუკუნოვანი მეგობრობა არ იყო ნახსენები?

რა არა? :givi: ნადირშაჰს ინდოეთში რო ვახლდით ლაშქრობაში არ იცი? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამერიკული "The Los Angeles Times"-ის მტკიცებით, ირანის ახალი პოლიტიკა საქართველოსთან მიმართ მაშინ, როდესაც ამ ქვეყანას ევროპის, აშშ-ს და რუსეთის სანქციები ემუქრება , "უკანა ეზოში" მეგობრების პოვნის განწირულ მცდელობას ჰგავს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მთელი ათწლეული თეირანი კავკასიის იგნორირებას ახდენდა და ორიენტირებული იყო მუსულმანურ სამყაროზე, არაბულ ქვეყნებზე და შუა აზიაზე და შედეგად ის კავკასიის საჭადრაკო დაფის გეოპოლიტიკური თამაშიდან ამოვარდა, სადაც თურქეთი და რუსეთი დომინირებდნენ.

`სანქციებითა და ქვეყნის შიგნით არსებული ვითარებით შეშინებული ირანი საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან ახალ ურთიერთობებს აყალიბებს, აფართოებს სავაჭრო ურთიერთობებს და იმედოვნებს, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში აშშ-ს ბაზების არ განლადგებიან და ის ამ რეგიონში თავის გავლენას გააძლიერებს, - აღნიშნავს გაზეთი.

გამოცემა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ თეირანმა თბილისს ჰესის მშენებლობაში დახმარებას დაპირდა, თბილიში საკონსულო გახსნა და საქართველოში 15 ათასი ტურისტი გაგზავნა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოში აშშ-ს საელჩო ირან-საქართველოს ურთიერთობების დათბობაზე, ჯერ არანაირ კომეტარს არ აკეთებს და შესაძლოა, ამის მიზეზი ისიც იყოს, რომ ირან-საქართველოს სავაჭრო ბრუნვა საქართველოს იმპორტის მხოლოდ 1%-ს შედგენს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მანუჩეჰრ მოთაქის ვიზიტის ფარგლებში, გაიხსნა ირანის გენერალური საკონსულო და ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულება გაფორმდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე არა მგონია ეს ჩვენთვის ცუდი იყოს,

რაც უფრო მეტი დიდი ქვეყანა შემოვა მით უფრო დაბალანსდება აქ სიტუაცია.

წაიღო ტვინი მხოლოდ პროამერიკულმა და პროთურქულმა ორიენტაციებმა. ევროპაც ამერიკულზე ცეკვავს.

ირანი დაუმოკლებს მაგათ ხელებს. რუსეთთანაც თუ აღვადგინეთ ურთიერთობა ჩვენთვის მთლათ უკეთესი,

იჭიდაონ ერთმანეთში. ჩვენს ეკონომიკაზე ეს დადებითად აისახება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ირანული დემოკრატიის გამოცდილება არ გვაწყენდა

ნამდვილად...

 

განსაკუთრებით სახალხო გაროზგვა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძლივს რაღაცა სწორი გააკეთა ამ კვერცხმა. ეგრე რა კაცო, რა გეამერიკება, შეეკარი ირანს და გადავბუგოთ ერთად ამერიკა და ისრაელი :) Edited by DonCaredo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

მანუჩეჰრ მოთაქის ვიზიტის ფარგლებში, გაიხსნა ირანის გენერალური საკონსულო და ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულება გაფორმდა.

ისადა, უვიზო რეჟიმი თუ დადგინდა ეს გენ.საკუნსულო ვის რა ჯანდაბად ჭირდება? :D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ესაა ალბათ ის მაპზე უკეთესი და ამით შევდივართ ხო ნატოზე უკეთესში? :givi: :givi: :givi:

 

სულ კარდუს გენიალური ფრაზა მახსენდება, რომელსაც კვერს უკრავს მთელი ფორუმ-ელიტა:

 

მე მხარს ხელისუფლებას კი არა იმ კურსს ვუჭერ, რომელიც ხელისუფლებას აქვს არჩეულიო.

 

P.S. ვინც არ იცით: პასპორტში ერთი შტამპი მაინც თუ გაქვს ირანის, ვეღარასოდეს შეხვალ აშშ-ში. :)

Edited by analgin
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

პასპორტში ერთი შტამპი მაინც თუ გაქვს ირანის, ვეღარასოდეს შეხვალ აშშ-ში

ერთი ის კაცი მაჩვენა ვინც შენ ამ ზღაპრებს გიყვება :(

 

ე.ი. ატომური ობიექტების შესამოწმებლად რომ ჩავიდნენ ექსპერტები ირანში, იმათ აშშ-ში აღარ შეუშვებენ ხომ? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

 

აი მე მაჩვენა ის გამოთაყვანებული ვინც შენ გითხრა რომ ეს ოდესმე შეიძლება მოხდეს:

 

ატომური ობიექტების შესამოწმებლად რომ ჩავიდნენ ექსპერტები ირანში :)) :))

 

მე ჩვეულებრივ ადამიანებზე მაქვს ლაპარაკი და არა გამონაკლისებზე და თან ეს არის არაოფიციალური შეზღუდვა. არის უამრავი ასეთი არაოფიციალური შეზღუდვები და ამ ჩემს უგვანოს თუ არც დაიჯერებ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

აი მე მაჩვენა ის გამოთაყვანებული ვინც შენ გითხრა რომ ეს ოდესმე შეიძლება მოხდეს:

 

ატომური ობიექტების შესამოწმებლად რომ ჩავიდნენ ექსპერტები ირანში

ეს უკვე მოხდა ტავარიშჩ მოდერატორ

 

Иран допустил международных экспертов на ядерный реактор

 

опубликовано 28/08/2009

 

Иранский президент Махмуд Ахмадинежад 28 августа 2009

 

Иран допустил международных экспертов на ядерный реактор в городе Арак и отчасти снизил производство низкообогащенного урана. Об этом говорится в опубликованном в пятницу отчете МАГАТЭ, на основе которого 2 сентября шестерка международных посредников проведет "консультации" по иранской ядерной проблеме.

 

http://www.rfi.fr/acturu/articles/116/article_4060.asp

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

 

ხო ეგეთ საჩვენებელ სპექტაკლებზე სადამასაც დაყავდა ნაროდი ერაყში. ჩვენს შორის განსხვავება ის არის, რომ შენ ყოველთვის სიტყვების, დოკუმენტების და მტკიცებულებების ფორმებს დასდევ, რაც წერია და რაც ჩანს და მე შინაარსს. :) იგივე ატომურ ობიექტებში შენ ბირთვულ რეაქტორსაც გულისხმობ და მე მაგალითად რაკეტებს, რომლებშიც ბირთვული ქობინებია მოთავსებული. ;)

თვარა ეგეთი ბირთვული რეაქტორი ეგერ გვერდზე მეზობელ სომხებსაც კი აქვთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...