Jump to content
Planeta.Ge

ირაკლი წერეთელი პრეზიდენტად დავით გამყრელიძეს გვთავაზობს.


Recommended Posts

2006 წელს ნატოს გენმდივანი, იააპ დე ჰოოპ სხეფერი ამბობდა, საქართველო ალიანსის წევრი გახდებაო. 2007 წელს, იგივე სხეფერი ადასტურებდა, საქართველო ნატოს წევრი აუცილებლად გახდებაო. 2008 წელს ამბობდა, მიუხედავად ომისა, საქართველო ნატოს წევრი გახდებაო. 2009 წელს ანდერს ჰოგ რასმუსენი ამბობდა, საქართველოსთვის ნატოს კარი ღიააო, 2010 წელს იგივე რასმუსენმა თქვა, საქართველო ნატოს წევრი გახდებაო... ამ რეჟიმით, 2080 წელს, ალბათ, ასეთ ფრაზას გავიგონებთ _ "საქართველოს აქვს შანსი, ნატოს წევრი გახდეს".

 

თუმცა ჩვენს ქვეყანაში, ალბათ, მხოლოდ ერთ კაცს სჯერა, რომ აუცილებლად შევალთ ნატოში. საქართველოს დეოკუპაციის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი წერეთელი, "ჯორჯიან თაიმსთან" საუბარში არ ცხრება და საკუთარ იდეებს პრეზიდენტსაც უზიარებს.

 

ირაკლი წერეთელი: როცა პრეზიდენტის სახელზე ოფიციალური განცხადება იწერება, არსებული განაწესის მიხედვით, მასში უნდა ჩაიწეროს საკითხი, რატომ მსურს პრეზიდენტთან შეხვედრა. რადგან ეს არ დამიკონკრეტებია, ალბათ, ჩემმა წერილმა ადრესატამდე ვერ მიაღწია, მაგრამ მასთან შეხვედრას რომ ვითხოვ, ბუნებრივია, იცის.

 

თქვენი ძალიან პოპულარული გაზეთის მეშვეობით, ამას უთუოდ გაიგებდა. არ ამიჩემებია, გინდა თუ არა, შემხვდეს-მეთქი, რადგან თავმოყვარე კაცი ვარ და, თუნდაც პრეზიდენტის კისერზე ჩამოკიდებას არ ვაპირებ. მთავარია, მან დეოკუპაციის საკითხზე ჩემი პოზიცია იცოდეს.

 

ჩვენ აქცია გავმართეთ, მოვითხოვეთ საქართველოს უპირობო დეოკუპაცია და ზუსტად ვიცით, რომ ეს შედეგს მოიტანს. მე არ მინდა, ლისაბონის სამიტი ისე დაიშალოს, რომ საქართველოს სრული დეოკუპაციის საკითხი არ გადაწყვიტონ. მიმაჩნია, რომ საქართველომ იმდენი რამ გააკეთა, ნატოში შესვლას ყველანაირი "მაპის" და "ვაპის" გარეშე იმსახურებს.

 

არანაირი პირობები ჩვენ არ გვჭირდება. ნატოში მიღების ორი მთავარი პირობა არსებობს _ სამართლიანობა და თავისუფლება. ქართველმა ერმა კი ამისთვის ბევრი იბრძოლა. თუ ვერ მიიღო ეს სამართლიანობა, მე და შენ არ უნდა დავიჩაგროთ ამ ხელისუფლების უკუღმართობის გამო, რადგან ჩვენ დავიმსახურეთ ნატოში შესვლა და ვინც არ დაიმსახურა, ნუ შევა.

 

ეს ხელისუფლება რომ მთელ რიგ შეცდომებს უშვებს, ამას ადრეც ვამბობდი, მაგრამ სამართლიანი კაცი ვარ და ხელისუფლების სასიკეთო საქმეებსაც ვხედავდი. არ მიყვარს მოვლენების ცალმხრივად შეფასება, რადგან არ არსებობს ორგანიზმი, რომელსაც ჰქონდეს მხოლოდ თავი. ყველა ორგანიზმს აქვს უკანალიც. დღევანდელ ხელისუფლებას აქვს დადებითიც და უარყოფითიც.

 

_ ერთ მშვენიერ დღეს გაიღვიძოთ და აღმოაჩინოთ, რომ ნატოში შესვლის იდეა ისეთივე უტოპიაა, როგორც ზოგიერთებს ეჩვენებათ და თანაც, დსთ-ს მსგავსად, ვერც ამან გაამართლოს, მაშინ რას იტყვით?

 

_ სანამ ცოცხალი ვარ, ასეთი დილა არ იქნება. ნატოში შესვლა უტოპია არაა. ნატოში გაწევრიანების პროცესი ჯერ ედუარდ შევარდნაძის, შემდეგ კი სააკაშვილის ხელისუფლებამ დააბრკოლა.

 

_ როცა საქართველო დსთ-ში შედიოდა, მაშინაც იყო აღტყინება და მერე აღმოჩნდა, რომ თურმე ეს გაერთიანება გვღუპავდა.

 

_ კარგით, რა, დსთ-ში საქართველო შევარდნაძემ ძალით შეიყვანა. თუ ნატოში შესვლით ჩვენი ქვეყანა წააგებს, მაშინ ჩვენი ბრალი ყოფილა. შეუძლებელია, საუკეთესოსთან ურთიერთობაში იმედები გაგიცრუვდეს.

 

_ ამდენი ქართველი ახალგაზრდა იხოცება ავღანეთში საქართველოს მხრიდან და რით ვერ დავიმსახურეთ ნატოში შესვლის პატივი?

 

_ რაც საომარი პროცესები მიმდინარეობს, სულ 12 კაცი დაიღუპა მაშინ, როცა იმავე ავღანეთში, როცა რუსეთი ომობდა, ქართველებს ასი კაცი დაეღუპათ. არ არის განსხვავება? დავიწყოთ იმით, რომ იქ არავინ იღუპება. ბრძოლაში დაცემული ჯარისკაცი დაღუპული არაა. დაღუპული არის დღევანდელი ოპოზიცია. დაღუპულია ბევრი მონა ქართველი, რომელმაც ვერ გაიგო თავისუფლების ფასი. ოპოზიცია ისეთი ჭრელია, რომ ქართველ ერს უნდა ეყოს გემოვნება, დაინახოს, ვინ რისი გამკეთებელია და ამოარჩიოს ღირსეული.

 

_ ასეთ ღირსეულ ძალას ხედავთ?

 

_ კი, "ახალი მემარჯვენეები" ასეთი ძალაა. ვისაც არ უნდა ირაკლი წერეთელი პრეზიდენტად, აირჩიოს დავით გამყრელიძე. ამაზე მომზადებულ, ერუდირებულ, აკადემიურ პოლიტიკოსს იშვიათად შეხვდებით. სხვა შემთხვევაში, მთელმა ოპოზიციამ დაყვინთა. მეეჭვება, ამ ეტაპზე ირაკლი ალასანია ქართული პოლიტიკის ჰერკულესად იქცეს. რაც ერმა უყურადღებოდ დამტოვა, მას შემდეგ წელში გამართვა არ ეღირსა და, როცა ცენტრალური ლიდერი ვიყავი, ყველაფერი კარგად იყო.

 

უჩემოდ კისერს მოიტეხს ეს საზოგადოება. სხვა ჰერკულესს პოლიტიკაში ვერ დაგისახელებთ, მაგრამ პოლიტიკის ანაკონდად კი, ჯერჯერობით, პრეზიდენტი რჩება. ამ ხელისუფლების მოშორებას სჭირდება თავგანწირვა. ჯერ არ მომიხდენია ოპოზიციური ძალების გენერალური დათვალიერება, მაგრამ მეეჭვება, რომ რომელიმე ძალას ეს თავგანწირვა ჰქონდეს.

 

 

http://geotimes.ge/index.php?m=home&newsid=28984

 

 

 

 

 

 

 

ადრე არ მომწონდა გამყრელიძე, მაგრამ ვაფასებ მის პროდასავლურ პოზიციას და ვაფასებ იმას რომ არ არის პრორუსი. მაინტერესებს თქვენი აზრი ამ იდეის შესახებ. მე მიუხედავად იმისა რომ ირაკლის და ირაკლის აზრს უდიდეს პატივს ვცემ, გამყრელიძე ... მაინც ... რა ვიცი ... ამ გარუსებულ ოპოზიციას ნამდვილად ჯობია

Edited by shamili
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ირაკლი წერეთელი პრეზიდენტად დავით გამყრელიძეს გვთავაზობს.

:givi: :givi:

თუ კიდე რამე აზრი მოუვა ,აუცილებლად შეგვატყობინე..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გამყრელიძეს თუ დანიშნავენ პრეზიდენტად თორემ არჩევნებში მაგას ხმას არავინ არ აძლევს როგორც წესი.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კაროჩე რა როცა უნდათ კაგებეს აგენტი და მოღალატეა ეს გამყრელიძე, როცა უნდათ პროდასავლელი და პატრიოტი. გავარტყი ორივე იმისჯის პირველ ნაწილს! მარა ეს ხო მართლა კიკაა რა. რატომ უნდა მოვუსმინო საერთოდ ამ კიკას ვინმემ მითხრას (დაჯერებაზე ბაზარიც არაა), ჭკვიანია, სხვაზე მეტად წესიერია და თუ სხვაზე მეტად შესტკივა გული საქართველოზე?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

გამყრელიძეს თუ დანიშნავენ პრეზიდენტად თორემ არჩევნებში მაგას ხმას არავინ არ აძლევს როგორც წესი.

მერე ჩვენი პოლიტიკის მამა და უხუცესი ირაკლი წერეთელი დანიშნავს.. :givi: :givi:

 

ისე რამდენი იკაკოა ამ ქართულ პოლიტიკაში.. :givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგრამ სამართლიანი კაცი ვარ და ხელისუფლების სასიკეთო საქმეებსაც ვხედავდი.

 

ერთი მაინც დაესახელებინა, მიკიბულ-მოკიბულს ვერ ვიგებ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

ირაკლი წერეთელი პრეზიდენტად დავით გამყრელიძეს გვთავაზობს.

 

ჰმმ..

ნამდვილად არ მოველოდი ამისგან იმის პრეზიდენტობაზე საუბარს..

არადა არსებული სამი ძალიდან ის ერთ-ერთია დღესდღეისობით, ვინც მესიმპატიურება ქართულ ოპოზიციაში, მაგრამ ამას ეგ როგორ მოუვიდა თავში ვერ წარმომიდგენია :)

 

მარა ვერ გახდება ის პრეზიდენტი, გამორიცხულია..

Saturn

გამყრელიძეს თუ დანიშნავენ პრეზიდენტად თორემ არჩევნებში მაგას ხმას არავინ არ აძლევს როგორც წესი.

მართალია აი კაძახი..

 

არადა პირადად მე, უკეთესი კანდიდატი არ მეგულება :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

ირაკლი წერეთელი პრეზიდენტად დავით გამყრელიძეს გვთავაზობს.

ისე, მIშას თუ არ მერჩივნოს რა :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ისე, მIშას თუ არ მერჩივნოს რა

როგორც პრეზიდენტი, პირადად მე, ალასანიასაც მირჩევნია და რა დასამალია და გუბაზისაც oO

 

მაგრამ საქართველოში გამყრელიძე და მისთანები ვერასოდეს ვერ გახდებიან პრეზიდენტები.. ძარღვი არ ეჭიმებათ ყვირილისას :)

Edited by SSDK
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

 

ისე, მIშას თუ არ მერჩივნოს რა :givi:

 

მიშას დაჟე იკაკო მირჩევნია პრეზიდენტად. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...