Jump to content
Planeta.Ge

,,ეროვნული'' ფორუმის დაუმორჩილებლობის რადიკალიზმი პიკს აღწევს

Recommended Posts

მომეჩვენა თუ რა იყო, ზღულაძე გამოვიდა და ახალი საარჩევნო კანონი უნდა შეიქმნას და

ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა მიიღოსო მონაწილეობა, იმდენჯერაა გადაკეთებული დოჯუმენტის სახე დაკარგაო,

ზღულაძე რა შუაშია? :what: თუ ზღულაძე არ იყო, გეგას ცოლი არ არის ეგა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არეულობა და ქაოსი არც მე მინდა,მაგრამ ამ ხელისუფლებას არ ესმის ნორმალური ლაპარაკი.რამდენჯერ უნდა დაელაპარაკონ და რამდენჯერ უნდა გადააგდონ ეს არ მესმის პროსტა.

ან საერთოდ გაჩუმდნენ,ან კიდევ უარი სთქვან ესეთ უაზრო განცხადებებზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აღდგომა და ხვალეო. მეც ინტერესით ვუყურებ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, ოღონდ ერთი განსხვავებით, სახუმაროდ და სასაცილოდ ვერ ვხედავ საქმეს. ფაქტიურად აღარ არსებობს ქვეყანა...

სასაცილოა და მაგიტომ ვიცინი. სასაცილოა ის რომ სააკაშვილის გაპრეზიდენტების დღიდან ვერ ჩამპოაყალიბეს ეროვნული სამოქმედო გეგმა იმის შესახებ თუ რითი არიან სააკაშვილზე უკეთესები. სასაცილოა ის რომ სააკაშვილის გადასაგდებლად მიტინგზე მეპატიჟება პარტია და პოლიტიკანები რომლებსაც ერთი სიტყვითაც არ მოუთხოვიათ რუსის ჯარის გაყვანა და ერთი სიტყვით არ მიუმართავთ მსოფლიოსთვის საქართველოს დეოკუპაციის მოთხოვნით, აი მეც და ძალიან ბევრს ეჭვი გვაქვს რომ ფორუმი არის პრორუსული ძალა, დადგნენ და გადაგვარწმუნონ და საპირისპირო დაგვანახონ, გვანახონ გაწერილი საგარეო პოლიტიკური ხედვა მიკიბვ მოკიბვის გარეშე და დაანახონ ერს საკუთარი ქმედებით რომ წარმოადგენენ ანტისაოკუპაციო, ანტირუსულ, ანტიიმპერიალისტურ ძალას და დაგვანახონ საკუთარი ქმედებითა და გაწერილი საგარეო პოლიტიკური ხედვით რომ ხელისუფლების მოსვლის შემთხვევაში გაატარებენ სააკაშვილზე გაცილებით რადიკალურ ანტისაოკუპაციო, ანტირუსულ, ანტიიმპერიალისტურ პოლიტიკას რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ და მაგ შემთხვევაში მე პირადად დავუდგებოდი გვერდში.

სასაცილოა ის რომ პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც არ დგამს ჩემს მიერ ჩამოთვლილ ნაბიჯებს და საკუთარ თავს უწოდებს ეროვნულს და უმაღლეს ღირებულებად და დანიშნულებად სააკაშვილის ხელისუფლების დამხობა მიაჩნია.

ტრაგიკომიკურია ის რომ ამგვარ პოლიტიკური გაერთიანებებს ოვაციებით ეგებებიან საქართველოს რიგ დასახლებულ პუნქტებში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

.რამდენჯერ უნდა დაელაპარაკონ და რამდენჯერ უნდა გადააგდონ ეს არ მესმის პროსტა

ერთი შევარდნაძე იყო, რუსებთან ყოველი მოლაპარაკების შემდეგ რომ მოტყუებული გამოდიოდა და მეორე მიშას ოპოზიცია, რომელიც სულ მოტყუებულია.

ან აწყობთ და ტყუვდებიან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

პირად საუბრებში მოლაპარაკება და ალასანია კი არა, ისეთები აქვთ ნათქვამი ჩემთან

"კავკასიაზეც" :yes:

ნათქვამი ისეთები აქვთ, რომ სააკაშვილს კი არა რომ მოინდომონ ობამას მოასრიალებენ აშშ-ში (სიტყვიერად) :givi:

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

საგარეო პოლიტიკური ხედვა მიკიბვ მოკიბვის გარეშე

საგარეო პოლიტიკური ხედვა როგორც ვიცი არ არის "რუსეთუმე", არამედ "ლაითად" რუსეთზე ორიენტირებული, ნატოზე კატეგორიული უარი და მისთანები (ზუსტად ვერ დავდებ თავს)..

ისე ამ ახალგაზრდას რა მოუვიდა ხალხნო?

რაღაც ამ ბოლო დროს სხვანაირად ალაპარაკდა და უკეთესობისკენაა მისი საქმე ჩემის აზრით :)

ვითომ გადაიბირეს ახლებმა წერეთელი? (შესაბამისად შამილიკოც) :)

ეს ხომ დაუწერე შენ ანალგინს? :)

სასაცილოა ის რომ პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც არ დგამს ჩემს მიერ ჩამოთვლილ ნაბიჯებს და საკუთარ თავს უწოდებს ეროვნულს და უმაღლეს ღირებულებად და დანიშნულებად სააკაშვილის ხელისუფლების დამხობა მიაჩნია.

ტრაგიკომიკურია ის რომ ამგვარ პოლიტიკური გაერთიანებებს ოვაციებით ეგებებიან საქართველოს რიგ დასახლებულ პუნქტებში.

და შემდეგ ესეც ხომ დაწერე?

გაატარებენ სააკაშვილზე გაცილებით რადიკალურ ანტისაოკუპაციო, ანტირუსულ, ანტიიმპერიალისტურ პოლიტიკას

იგივე ტონში დაგიწერ ახლა მეც:

სასაცილოა ის, რომ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელმაც სამუდამოდ დაკარგა 130-ზე მეტი სოფელი, ამ დანაკარგს მიუმატა კოდორი და ახალგორი, რომლებზეც არასოდეს არ ჰქონიათ სეპარატისტებს პრეტენზია და დაუშვა პრეცენდენტი, ოფიციალურად ეღიარებინა თუნდაც 2-3 ქვეყანას საქართველოს ტერიტორიები დამოუკიდებლად, საკუთარ თავს უწოდებს ეროვნულს და უმაღლეს ღირებულებად მიაჩნია რუსეთის, ლილიპუტინის და მედვედევის გინება და ფინია ძაღლივით ყეფა სანამ არავინ არ უღრენს..

ტრაგიკომიკურია ის რომ ამგვარ პოლიტიკური გაერთიანებას ოვაციებით ეგებებიან საქართველოს რიგ დასახლებულ პუნქტებში და მიაჩნიათ რადიკალურ ანტისაოკუპაციო, ანტირუსულ, ანტიიმპერიალისტურ პოლიტიკის გამტარებლად :)

Edited by SSDK

აბსოლიტურად გეთანხმები, გარდა ერთი რამისა, ნაციონალები და ფორუმი ორივე რენეგატული და კაპიტულანტუური გაერთიანებაა, მაგრამ ერთი რაღაც გამოარჩევთ ერთმანეთისგან, ნაციონალები არ არიან სასაცილოები ფორუმისგან განსხვავებით. ისინი გამარჯვებულები არიან თავიანთ ამბავში და შეუძლათ იცინონ ფორუმის და სხვა კაპიტულანტებისა და კოლაბორაციონისტების ფართხალზე. ეს ისე ობიექტურობისთვის, თორემ სააკაშვილი და ოპოზიციის პრორუსული, კაპიტულანტური სპექტრი ჩემთვის ერთი ბოროტების ორი თავია, არაფერი განსხვავება ჩემთვის მათ შორის არაა.

რაც შეეხება გადაბირებულებს საკუთარ საახლობლოში მოკიკითხე ნაყიდი და გადაბირებული ხალხი. მე არ მომიყენებია შენთვის შეურაცხყოფა და ნუ მაიძულებ

Edited by shamili

აი, ბოლო აბზაცი რომ არ დაგეწერა, ვიფიქრებდი, რომ შენს ნიკზე სხვა დაჯდა, მაგრამ არა :), ისევ შენ ხარ..

გადაბირება პოლიტიკურ ასპარეზზე არაა შეურაცხყოფა.. ეს ერთი :)

მეორეც, ტრინიდად და ტობაგომ რომ სააკაშვილი გადაიბიროს, კარდუც ტრინიდად და ტობაგოს საქმეს მოემსახურება, ისე, რომ შეიძლება ეგონოს სამშობლოს ვემსახურებიო ;)

სხვათაშორის, პირველად მოხდა, რომ შენს ნათქვამს ვეთანხმები.. პირველ აბზაცს :)

Edited by SSDK
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიხეილ სააკაშვილი - ერთი თავგასიებული რომელიღაც არხზე ამბობდა, რომ ინგლისური ენა არ გვჭირდება

19:07 08-11-2010

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ინგლისური ენის ცოდნის აუცილებლობის შესახებ კიდევ ერთხელ საუბრობს და ამ ტენდენციის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების ავტორებს მკაცრად აკრიტიკებს.

"ეს არ არის ჩემი აკვიატება და ახირება, რომ უნდა ვიცოდეთ უცხო ენა. ეს არის ინსტრუმენტი, რათა ადამიანმა ცხოვრებაში რაღაცას მიაღწიოს; ერთი თავგასიებული, რამდენიმე დღის წინ, რომელიღაც არხზე იძახდა, რომ სამი ათასი წელი ქართველებს არ დასჭირვებიათ ინგლისური და რაში უნდა დასჭირდეთ ახლაო", - განაცხადა სააკაშვილმა დღეს, "თავისუფალ უნივერსიტეტში" სტუმრობისას.

პრეზიდენტის განცხადებით, ქართველები ყოველთვის იყვნენ ცნობისმოყვარეები. ამის მაგალითად სააკაშვილმა "ვეფხისტყაოსანი" მოიყვანა, რომელსაც სამყაროს მიკრომოდელი უწოდა და აღნიშნა, რომ ამ ნაწარმოებში მთელი სამყაროა აღწერილია.

"როცა ხარ პატარა ქვეყანა, რომელსაც გინდა წარმატებას მიაღწიო და იბრძვი გადარჩენისთვის, შეუძლებელია, არ იცოდე, რა ხდება დანარჩენ სამყაროში", - განაცხადა სააკაშვილმა.

ინგლისური ენის წინააღმდეგ ასეთი მოსაზრება "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთ ლიდერს გუბაზ სანიკიძეს ეკუთვნის, რომელიც ამის შესახებ საუბრობს ყველგან – ტელეარხებზე, პრესაში და მოსახლეობასთან შეხვედრისას. სანიკიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში მიმდინარეობს "სინგაპურიზაციის" პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს მეორე სახელმწიფო ენის გაჩენას, კერძოდ - ინგლისური ენის.

"რაში გვჭირდება ინგლისური ჩვენ? რატომ არის ამოჩემებული ეს ინგლისური? ჩვენს სამეზობლოში ინგლისურად არავინ ლაპარაკობს. ვიღაც ტვინნაღრძობმა მიშისტმა შიძლება თქვას, ჩვენ ხომ ევროპაში შევდივართო? ჯერ ერთი, ევროპამ უზარმაზარი ბოქლომი დაგვიდო თავის კარზე და მეორეც - ევროპაში მთავარი ენები დღეს არის გერმანული და ფრანგული. ვიღაცამ შეიძლება თქვას - ტურიზმის განსავითარებლად გვჭირდება ინგლისურიო. იტალიასა და ესპანეთს ჩვენ ტურიზმში ვერასდროს დავეწევით, მაგრამ ჩადით ესპანეთსა და იტალიაში და ვინმეს თუ სჭირდება იქ ინგლისური, ნახეთ. გვჭირდება იმისთვის, რომ აქ ბურები ჩამოვლენ, ჩინელები ჩამოვლენ, ინდოელები ჩამოვლენ და იმათ უნდა ველაპარაკოთ?", – აცხადებს სანიკიძე პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში.

"ეროვნული ფორუმის" იდეოლოგიური მდივანი არ გამორიცხავს, რომ ასეთი პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში, ერთი თაობის შემდეგ ქართული ენა მხოლოდ საეკლესიო ენა გახდეს.

გუბაზაზე ამბობს და ლექსიკა აქვს იტირებ კაცი. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიხეილ სააკაშვილი - ერთი თავგასიებული რომელიღაც არხზე ამბობდა, რომ ინგლისური ენა არ გვჭირდება

:givi: :givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოლაპარაკებების და ფორმატების ბანაკში რო აღმოჩნდნენ.

მოლაპარაკების მომენტი რომ საჭიროა ეჭვი გეპარება თუნდაც გუბაზისათვის?

ალასანიას კი ნაკლებად გაკარით კბილი. :* ინფორმატორებს გადაეცი :read:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიხეილ სააკაშვილი - ერთი თავგასიებული რომელიღაც არხზე ამბობდა, რომ ინგლისური ენა არ გვჭირდება

ზოგს განათლერბა და დაY ერთმანეთში ეშლება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძლივს იკავებდნენ სიცილს სტუდენტები ამ შეხვედრაზე, იმდენი სისულელე ილაპარაკა,

ბავშვებსაც ვეღარ ატყუებს ეგ კლოუნი :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზოგს განათლერბა და დაY ერთმანეთში ეშლება.

უზრდელია მიშა და თანამდებობისთვის შეუფერებელი. :givi: გასდის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...