Jump to content
Planeta.Ge

ბუში: მიშიკოს და ვალოდიას შედარებითი დახასიათება


Recommended Posts

მოვითხოვ თბილისს დაერქვას ბუშლისი :pupuza:

 

 

ჯორჯ ბუში - მიხეილ სააკაშვილი ცეცხლოვანია, პუტინი - ცივსისხლიანი

 

ჯორჯ ბუში პეკინის ოლიმპიური თამაშების გახსნის დროს ეუბნება პუტინს - ”ის ცეცხლოვნია”, პუტინი პასუხობს - ”მე უფრო ცეცხლოვანი ვარ”. ეს დიალოგი ჯორჯ ბუშმა თავის მემუარებში აღწერა; საუბარი კი, მიხეილ სააკაშვილს ეხება.

 

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ჰყვება, რომ რუსეთის პრემიერს უპასუხა - არა ვლადიმერ, შენ ცივსისხლიანი ხარო.

 

კიდევ ერთი ფრაგმენტი მემუარებიდან - "როცა პრეზიდენტი გავხდი და პუტინი პირველად ვნახე, თვალებში ჩავხედე და მისი სული ამოვიკითხე, თუმცა შემდეგ წლებში მან ჩემი შეხედულების გადახედვის შანსი ბევრჯერ მომცა. ერთ-ერთი ბოლო შანსი 2008 წელი იყო, როცა რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა".

 

ჯორჯ ბუშის მემუარები სათაურით "გადაწყვეტილების მიღების დროს" წიგნის მაღაზიებში მომავალი კვირის სამშაბათს გამოჩნდება. ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" წერს.

 

რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი ამერიკის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს ეჯიბრებოდა - ჩემი ძაღლი უფრო დიდია, ვიდრე - შენიო. ეს ეპიზოდიც ბუში-პუტინის ურთიერთობიდან სააშკარაოზე ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა გამოიტანა. ბუში ყვება, რომ მისი ძაღლი "ბარნი" პუტინმა ვაშინგტონში კემპდევისში ნახა, პუტინის "ლაბრადორი" კი, ბუშმა - რუსეთში ვიზიტის დროს. პუტინს უთქვამს, ჩემი ძაღლი უფრო დიდი, ძლიერი და სწრაფია, ვიდრე შენი - "ბარნიო".

 

ბუში წერს - "ამ ფრაგმენტის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრს მოუყევი. მან კი დამამშვიდა - კიდევ კარგი მხოლოდ ძაღლი გაჩვენაო".

 

ბუშის მემუარების ერთი ეგზემპლარი სააგენტო "როიტერმა" მიიღო საჩუქრად.

 

 

 

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/msoplio/27786-jorj-bushi-mikheil-saakashvili-ceckhlovania-putini-civsiskhliani.html#ixzz14JkTL900

 

ყველაზე სასიხარულო ამ სიახლეში ისაა რომ ჯორჯის წერა-კითხვა სცოდნია კიარადა მტელმტელ წინადადებებს აკვარახჭინებს -მემუარების სახით :read:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველაზე სასიხარულო ამ სიახლეში ისაა რომ ჯორჯის წერა-კითხვა სცოდნია კიარადა მტელმტელ წინადადებებს აკვარახჭინებს -მემუარების სახით

 

 

უი ის ანეგდოტი გამახსენდა მალაია ზემლია თუ ცელინა თუ რა ერქვა არ მახსოვს, რომ დაწერა ბრეჟნევმა. ხოდა მთელი დღე ესმის ქება დიდება საკუთარი წიგნის და დღის ბოლოს ამბობს, ყველა აქებს ეტყობა კარგი წიგნია და მოდი მეც წავიკითხავო :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ორივე დასწერა, ორივენიცაააა

 

უი ეგ როგორ ამერია მომიკვდეს თავი :D

 

 

------

 

ისე ამერიკაში ვიყავი ბოლო 2 თვე და რო არ მოგატყუო კვირაში ერთხელ მაინც მივდიოდი წიგნის მაღაზიაში, თუმცა მე იქ ბუშის წიგნი არ შემიმჩნევია :D. დაჟე სარა პეილინის იყო, მარა ბუშის არ ყოფილა. ხოდა, მხოლოდ ქართულად ხომ არ დაწერა ნეტა :D.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უი ეგ როგორ ამერია მომიკვდეს თავი :D

 

 

------

 

ისე ამერიკაში ვიყავი ბოლო 2 თვე და რო არ მოგატყუო კვირაში ერთხელ მაინც მივდიოდი წიგნის მაღაზიაში, თუმცა მე იქ ბუშის წიგნი არ შემიმჩნევია :D. დაჟე სარა პეილინის იყო, მარა ბუშის არ ყოფილა. ხოდა, მხოლოდ ქართულად ხომ არ დაწერა ნეტა :D.

ბუშის წიგნი ფილოსოფიის განყოფილებაში აქვთ შენ კი ალბათ პოლიტოგოგიაში ეძებდი :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

T_A_T

ჯორჯ ბუში - მიხეილ სააკაშვილი ცეცხლოვანია, პუტინი - ცივსისხლიანი

ვეღარ თქვა კაცმა ნუ პირდაპირ რაც არიან და დაიწყო ბოდიალი... :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბუშის წიგნი ფილოსოფიის განყოფილებაში აქვთ შენ კი ალბათ პოლიტოგოგიაში ეძებდი

 

:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...