Jump to content
Planeta.Ge

მაესტროს თანამშრომლები სცემეს

Recommended Posts

შსს-მ "მაესტროს" ოპერატორის ცემაში ეჭვმიტანილი დააკავა

12:51 09-11-2010

შსს-მ "მაესტროს" ოპერატორის ცემაში ეჭვმიტანილი დააკავა შსს-ს თანამშრომლებმა "მაესტროს" ოპერატორის, თემურ დოლიაშვილის ცემაში ეჭვმიტანილი ვლადიმერ მელაძე დააკავეს .

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ 2 ნოემბერს ვლადიმერ მელაძე საქეიფოდ იმყოფებოდა მეგობართან გიორგი კარტოზიასთან, სადაც მან თემურ დოლიაშვილი გაიცნო. ახალ გაცნობილებს შორის წარმოიშვა კონფლიქტი, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. მომხდარი ჩხუბის შემდეგ, ვლადიმერ მელაძე თემურ დოლიაშვილს საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში დახვდა და ხელკეტის გამოყენებით, დაზარალებულს ფიზიკურად გაუსწორდა.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ვლადიმერ მელაძე, საქართველოს სსკ-ს 239 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, დააკავეს.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ნაცემი იყო ~მაესტროს~ ოპერატორი თემურ დოლიაშვილი, ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. დაზარალებულის მამამ განაცხადა, რომ მისი შვილის ცემაში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.

http://new.interpressnews.ge/ge/samartali/150298-shss-m-qmaestrosq-operatoris-cemashi-etcvmitanili-daakava.html

აი ეს ქეიფები უნდა გავაუქმოთ რააა, გადავიდეთ იოგურტზე

დაპირისპირების მიზეზეი რა გახდა, ჩემი კუთვნილი მწვადი რატომ გადაიღეო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტაშიი

შსს-ს ინფორმაციით

თქვენ არ წერდით "არავის არ დაიჭერენო"? :givi:

ხო დაიჭირეს ეს კაცი ეხლა? ანუ ტყუილადაა დაჭერილი და არ უცემია ის ოპერატორი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

თქვენ არ წერდით "არავის არ დაიჭერენო"? :givi:

ხო დაიჭირეს ეს კაცი ეხლა? ანუ ტყუილადაა დაჭერილი და არ უცემია ის ოპერატორი?

ისე ბევრია შემთხვევა, როცა ხელისუფლებისთვის ან მისი წარმომადგენლებისთვის მიუღებელ ხალხს ასე უსწორდებიან, რომ არც არის გასაკვირი, პირველ რიგში ასეთი ეჭვები რომ გაუჩნდეს ადამიანს.

ბოლოს და ბოლოს, ნაცმოძის დედაბოძმა, ბობოხიძემ, როცა იმერეთის გუბერნატორი იყო, ეთერის შემდეგ, დაცვასთან ერთად, სცემა ამ ეთერის მასპინძელ ჟურნალისტს. ჰოდა მერე, რა - დააკავეს?

აქციების დროს რამდენს სცემეს - დააკავეს ვინმე? რა თქმა უნდა - დააკავეს თავად ნაცემი ოპოზიციონერები.

რამდენი ჟურნალისტი გაიგდეს მაშინ სამმართველოსთან - დააკავეს ვინმე?

ეს ის სფეროა, სადაც მთავრობას ყველაზე მეტი ქაქი აქვს ნაჭამი და თუ ამ ქვეყანას მომავალი აქვს, მაშინ ყველას სათითაოდ მოიკითხება. ია ტაკ დუმაიუ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

აბა რას იტყვით ეხლა? ბოდიშის მოხდას აპირებთ?

ეხლა ისაა გასარკვევი, ნამდვილად ამ ტიპმა სცემა? :givi: :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ეხლა ისაა გასარკვევი, ნამდვილად ამ ტიპმა სცემა?

გაარკვიე შენ. და სანამ გაარკვევ ამ თემის სათაურის ნაწილი დეზინფორმაციული რომაა (ტერორი გრძელდება -ო რომ წერია), ეგ დაარედაქტირე აჯობებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძირითადად ჟურნალისტებს რეგიონებში ბეგვავენ გოიმი გუბარნატორ-გამგებლის ბრძანებით :givi:

თბილისში ნაცმოს სულ იმაზე ჰკიდია, იმუნიტეტი აქვთ :nekro:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

მოსკოვში რომ "კომერსანტის" ჟურნალისტი ცემეს და ერთი ამბავია ატეხილი,მათ შორის ჩვენთანაც,გამოძიება მედვედევმა აუიყვანა კონტროლზე.დარწმუნებული ვარ იქაც ასეთივე შედეგს დადებენ,ანუ "ბიტავუხას".

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქ დეპუტატი ცემეს..ეს ვისაც გონია რომ სამართლებლივ ქვეყანაში ცხოვრობს..დასაღოლ მიშას იძახის.. შეხედეთ პატრულის რეაქციას..

Edited by გიორგი68
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი68

სამეგრელოში ბევრი ცოდვილი ყავტ დატოვებული ახლა საქარტველოს სიყვარულზერომდებენ თავს(ზოგადად).. ზოგი მართლაც საცემია. აუცილებელი არააა მეტაურის ბრძანება იყოს.. ამ შემტხვევაში საინტერესოა რატომ ცემენ ბეჯან გუნავას მხოლოდ და სხვებს ხელს არ ახლებენ... მაგრამ ეს არ ნIშნავს იმას რომ აპტრულს არ უნდ ადაეკავებინა ის ხალხი ვინც ცემა

Edited by PEPE.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

PEPE.

მე ფაქტს ავღნისნავ და არა ვინ საცემია და ვინ არა..იმიტომ არ დამიდია ეს ვიდეო,რომ გუნავას კაცობაზე ვისაუბროთ,თან საერთოდ არ ვიცნობ..

ფაქტია რომ იმ პერიოდში იყო დეპუტატი(გინდაც არ ყოფილიყო) , რომ მას სცემდა პატრულის წინ რამდენიმე ადამიანი და პატრული ამ საქმეში არც ჩარეულეა..იმიტომ რომ იცემებოდა ოპოზიციონერი..ეს არის ფაქტი და ამის ხაზგასმა მინდოდა ამ ვიდეოთო..

Edited by გიორგი68
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი68

ვისაც გონია რომ სამართლებლივ ქვეყანაში ცხოვრობს

ვააახ კაცოო, ბოლო რამდენი საუკუნეა შენს წინაპარს არ უცხოვრია ამ სამართლებრივ სახელმწიფოში და ერთი ჰოპლას დაძახებით გინდა ეხლა იცხოვრო? დრო უნდა მაგ სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნას, ხალხის მენტალიტეტის ცვლილება და კიდე ათასი რაღაც. ეგრე არაა შენ დღეს გადაწყვიტო "მოდი სამართლებრივი სახელმწიფო შევქმნათო" და ხვალ დილას უკვე ეგეთში გაიღვიძო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი68

ვააახ კაცოო, ბოლო რამდენი საუკუნეა შენს წინაპარს არ უცხოვრია ამ სამართლებრივ სახელმწიფოში და ერთი ჰოპლას დაძახებით გინდა ეხლა იცხოვრო? დრო უნდა მაგ სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნას, ხალხის მენტალიტეტის ცვლილება და კიდე ათასი რაღაც. ეგრე არაა შენ დღეს გადაწყვიტო "მოდი სამართლებრივი სახელმწიფო შევქმნათო" და ხვალ დილას უკვე ეგეთში გაიღვიძო.

პოლიტიკური ნება უნდა ამას.

ამას უნდა ხელისუფლების მენტალიტეტის შეცვალა.

რად უნდა დრო იმას, რომ პოლიციელმა უდანაშაულო არ უნდა სცემოს?

ამას დრო კი არ უნდა, არამედ პოლიციელის გასმართლება და ფრიდრიხას დაწესებულებაში გაწესება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ვააახ კაცოო, ბოლო რამდენი საუკუნეა შენს წინაპარს არ უცხოვრია ამ სამართლებრივ სახელმწიფოში და ერთი ჰოპლას დაძახებით გინდა ეხლა იცხოვრო? დრო უნდა მაგ სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნას, ხალხის მენტალიტეტის ცვლილება და კიდე ათასი რაღაც. ეგრე არაა შენ დღეს გადაწყვიტო "მოდი სამართლებრივი სახელმწიფო შევქმნათო" და ხვალ დილას უკვე ეგეთში გაიღვიძო.

კი ბატონო, მართალია, არ უცხოვრიათ, მაგრამ გეზი მაინც ხომ უნდა გქონდეს იმ მიმართულებით? ჩვენ კი კიროვაბადის მიმართულებით მივეშურებით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ამას დრო კი არ უნდა

აი ზუსტადაც რომ დრო უნდა. ბუნებრივია ხელისუფლების ნებაც. იგივე აშშ-ს პოლიციის ისტორიას რომ გადავხედოთ ბოისთრითრანერების ეპოქიდან დღემდე, გასული საუკუნის სადღაც 60-იანი წლების შემდეგ მოხერხდა არაკორუმპირებული საპოლიციო სისტემის ჩამოყალიბება. აქამდე აშშ-ს პოლიციამ გაიარა ვრცელი ეპოქები, რომელშიც პოლიცია და დამნაშავეობა ისე იყო გადახლართული ერთმანეთში, რომ გაუგებარი იყო სად იწყებოდა პირველი და სად მთავრდებოდა მეორე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...