newstudio Posted November 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 2, 2010 15:21 02-11-2010 ხელისუფლებას ახალი საგადასახადო სანქცია შემოაქვს. ამ მიზნით ცვლილებები ჯერ არამოქმედებულ "საგადასახადო კოდექსში" შედის .ცვლილების თანახმად, სანქციის ახალი სახე საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევისთვის წესდება, რაც ერთი წლის ვადით პირისთვის საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვას გულისხმობს. თუ პირი არანაკლებ 5000 ლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას წარადგენს, მას, შესაძლოა, ასეთი სანქცია მოუხსნან.კერძოდ, საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადატანა ან გადმოტანა კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, გამოიწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას სატარიფო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 1 000 ლარისა, ან ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას, ან/და საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვას 1 წლის ვადით.კანონპროექტის ავტორები დეპუტატები ლაშა თორდია, ზვიად კუკავა და კახა ანჯაფარიძე არიან. http://new.interpressnews.ge/ge/politika/149557-khelisuflebas-akhali-sagadasakhado-sanqcia-shemoaqvs.html პ.ს იქნებ ამ ნიუსის დამწერმა კეთილ ინებოს და უფრო ადამიანური ენით ახსნას რა ჯანდაბაა ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთა>?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted November 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 2, 2010 გამგები და დაინტერესებული პირი იდესაც გაიგებდა.... რაც შეეხება დამწერს, როცა გაიგებს დაწერს :018: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted November 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 2, 2010 პ.ს იქნებ ამ ნიუსის დამწერმა კეთილ ინებოს და უფრო ადამიანური ენით ახსნას რა ჯანდაბაა ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთა>?! რას ნიშნავს და აი მაგალითად სააკაშვილს, კეზერაშვილს და ამდაგვარებს რო უკეთიათ როლექსები, რო იყიდეს ფირმაში და განუბაჟებლად შემოიტანეს საქართველოში ეკუთვნის ციხე, თუმცა დაიჭერენ მეისრე სეროჟას მოკბეჩილი კალბასის განუბაჟებლად შემოტანაზე. თან მერე მიშისტები იტყვიან რა გინდათ სეროჟამ კანონი დაარღვიაო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted November 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 2, 2010 newstudioპ.ს იქნებ ამ ნიუსის დამწერმა კეთილ ინებოს და უფრო ადამიანური ენით ახსნას რა ჯანდაბაა ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთა>?! იმპორტ-ექსპორტის წესების დარღვევისათვის, შეიძლება პირს შეეზღუდოს ამგვარი საქმიანობა. ან შეეცვალოს შეზღუდვა ფულადი გარანტიით. მე ასე გავიგე. :რავიც: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.