Jump to content
Planeta.Ge

რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულთაგან ორის ვინაობა ცნობილი გახდა


Recommended Posts

რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულთაგან ორი პირის ვინაობა ცნობილი გახდა .

როგორც "ინტერპრესნიუსს" მათმა ადვოკატმა, ნანა წულაძემ განუცხადა, ჯაშუშების საქმეზე დაკავეულები არიან არმენ გევორქიანი და რუბენ შიკოიანი.

ადვოკატის ინფორმაციით, გევორქიანი და შიკოიანი 17 ოქტომბერს დააკავეს. მათ ორთვიანი პატიმრობა აქვთ შეფარდებული და ამ ეტაპზე ძიება მიმდინარეობს. ამათან, ნანა წულაძის განცხადებით, აღნიშნული საქმე სრულად გასაიდუმლოებულია.

"დაკავებულების რაოდენობა ზუსტად არ ვიცი. რაც შეეხებათ ჩემს კლიენტებს, ისინი ეთნიკურად სომხები, საქართველოს მოქალაქეები არიან. დაკავებამდე ისინი ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობდნენ, რომელიც აწარმოებს ტვირთებისა და ნავთობის ინსპექტირებას. გევორქრიანი კომპანიის დირექტორი იყო, ხოლო შიკოიანი მისი მოადგილე", - განაცხადა ნანა წულაძემ.

ადვოკატისთვის უცნობია, როდის შეიძლება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია საჯარო გახდეს.

რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 20 პირის დაკავების შესახებ 29 ოქტომბერს გახდა ცნობილი. ამასთან, "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, არმენ გევორქიანი ასლან აბაშიძის მმართველობის დროს აჭარაში სომხურ დიასპორას ხელმძღვანელობდა. გევორქიანი და შიკოიანი ბათუმში დააკავეს, მათთან ერთად კიდევ 10-მდე პირია დაკავებული.

ამასთან, ინფორმირებული წყაროსგან "ინტერპრესნიუსისთვის" 30 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ დაკავებული 20 პირი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის სასრგებლოდ მუშაობდა. ისინი ცდილობდნენ ინფორმაციის მოპოვებას საქართველოს შსს-სა და თავდაცვის სამინისტროში განხორიციელებულ შესყიდვებზე, ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსნების პირადი მონაცემების შესახებ და სხვა.

http://new.interpressnews.ge/ge/samartali/149361-rusethis-sasargeblod-jashushobis-braldebith-dakavebulthagan-oris-vinaoba-cnobili-gakhda.html

 

 

აი ამის გამოქვეყნებას ტვინი ხომ უნდა? ოცი კაცი არის დაჭერილიო და მარტო სომხების გვარები დადეს ამ დაუნებმა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

აი ამის გამოქვეყნებას ტვინი ხომ უნდა? ოცი კაცი არის დაჭერილიო და მარტო სომხების გვარები დადეს ამ დაუნებმა.

იქნებ ყველა სომეხია :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იქნებ ყველა სომეხია

 

 

მერე დაედოთ ოცივეს გვარი და ცუდათ ჩანს პროსტა მეტი არაფერი,თორემ თუ შპიონობდნენ დასაჭერები არიან.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისინი ცდილობდნენ ინფორმაციის მოპოვებას საქართველოს შსს-სა და თავდაცვის სამინისტროში განხორიციელებულ შესყიდვებზე, ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსნების პირადი მონაცემების შესახებ და სხვა.

 

 

ეს მილიციის ტენდერებით რო არავინ დაინტერესდეს ეტყობა სტოპირიოდი დაიჭირეს და ვიღაც არმენა და რუბენა დაიჭირეს. ამიერიდან ტაბუ აქ მაგ თემას, მიდი და თუ ბიჭი ხარ დაინტერესდი ტენდერში რატო მოიგო "ბექაურმა". :D

 

ძაან აინტერესებს რუსებს შსს-ს მიერ შესყიდულ საწვავზე რა ატკატები კეთდება :D ნუ ძაან რა :D

 

არაფერი აღარ მჯერა. გამორიცხულია, რომ ამათ რაიმე დავუჯერო. შეიძლება მართლა შპიონები არიან მაგრამ არ მჯერა.

 

თან როგორ გაახმოვანეს ხო ხედავ ან დისლოკაციის ადგილების დაზვევრვა ეთქვათ, ან შეიარაღება. არა ტენდერებით დაინტერესდნენო, რომლებიც წესით ღია უნდა იყოს ისედაც. მოგითხანთ შუშის მილიცია და გამჭვირვალეობა.

 

შესყიდვით დაინტერესება ჯაშუშობა ყოფილა ამ შუშის ქვეყანაში.

 

"დღეს ჩვენ ყველა რუბენები ვართ"

 

პ.ს. თუ რუბენას ცოლს ვართუშა ჰქვია, მით უფრო არ მჯერა ამათი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისინი ცდილობდნენ ინფორმაციის მოპოვებას საქართველოს შსს-სა და თავდაცვის სამინისტროში განხორიციელებულ შესყიდვებზე, ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსნების პირადი მონაცემების შესახებ და სხვა.

 

 

როგორც თადაცვის სამინისტროში მიდის ატკატები,მანდაც ეგრე იქნება,მაგრამ შენი თქმი არ იყოს,რა ჩემს ფეხებად უნდათ რუსებს ეს ინფორმაცია? :)

 

 

შეიძლება საპროტესტო მიტინგებს გეგმავენ და აინტერესებთ რა კალიბრის რეზინის ტყვიები აქვს ვანიჩკას. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთ ერთი ვერსიით ომი იმიტო დაიწყეს რო ატკატები ჩამოეწერათ.

 

წარმოიდგინე რამდენი ფული მოხსნა კეზერაშვილმა.

 

დარწმუნებული ვარ ფულიც გაუყვეს რუსებს. კარდაბალეტი ჩაატარეს და დიდი ფული მოხსნეს.

 

საგარეო ვალი 9 მილიარდი როგორ გახდა აბა?

 

სად წავიდა ეგ თანხა? ფანტანები და კუტუნიო და რუსებისთვის დატოვებული ჟანგიანი ტანკები მაგდენი არ ღირს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთ ერთი ვერსიით ომი იმიტო დაიწყეს რო ატკატები ჩამოეწერათ.

 

 

 

მეც მაგას ვწერდი ომი შემდეგ და რა იარაღიც რუსებმა წაიღეს და დაწვეს,ესენი ცხრა იმდენს გაატარებდნენ.

 

ეს ნახე აბა?

 

 

რუსლან გალოგრე ბოლო წლებში ბათუმში, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, მდებარე სასტუმრო «ოლეგ გალოგრეში» ერთ-ერთ მენეჯერად მუშაობდა და როგორც ამ სასტუმროს თანამშრომლები არაოფიციალურად ამბობენ, მისი ერთადერთი შემოსავალიც ეს სამსახური იყო.

 

სასტუმრო «გალოგრე» შარშან გაზაფხულზე გაიხსნა. საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობა პრეზიდენტმა სააკაშვილმაც მიიღო. სწორედ «გალოგრეს» აივნიდან ბრძანა მან მე-3 საჯარო სკოლის (მისი აზრით სიმახინჯის) აღება და ისტორიული უბნის გამშვენება. ამის მერე იშვა სწორედ «პიაცას» იდეა, რომლის მშენებლობაც «გალოგრეს» გვერდით დღესაც მიმდინარეობს. მაშინ სასტუმროს მენეჯმენტს ბათუმის «ოილ ტერმინალი» განაგებდა. დღეს კი მენეჯმენტს გალოგრეს ოჯახი მართავს.

 

რუსლან გალოგრეს დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე ბათუმში გავრცელდა ინფორმაცია ამ ოჯახისთვის სასტუმროს სახელმწიფოს მხრიდან ჩამორთმევის შესახებ. რადგან «პიაცას» მოედანს ლამის სახელმწიფო სტრატეგიული დანიშნულების სტატუსი აქვს და ქონების ექსპროპრიაცია ჩვენ დროში უცხო არ არის, დაპატიმრების ერთ-ერთი ვერსიაც ამას უკავშირდება, თუმცა ეს ინფორმაციები ოფიციალურად არ დასტურდება.

 

წაყენებულ ბრალდებას კი აბსურდულად მიიჩნევენ დაკავებულის ახლობლები. «რუსლანს არასდროს ჰქონია რაიმე კავშირი არც ბიზნესთან, არც თანამდებობის პირებთან და პოლიტიკასთან, მით უმეტეს, სამხედრო პირებთან. გაოცებული ვარ»,– აცხადებს დაკავებულის დეიდაშვილი ანზორ კუდბა.

 

რუსლან გალოგრე 62 წლისაა, ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი. «25-ე არხის» ინფორმაციით, ოჯახის წევრებისთვის მისი დაკავების მიზეზი გაუგებარია. მათი თქმით, ბოლო რამდენიმე წელია, იგი ბიზნესსაქმიანობას აღარ ეწეოდა, ჰქონდა მხოლოდ ორი მაღაზია და მუშაობდა სასტუმრო „გალოგრეში“. ოჯახის ინფორმაციით, სამართალდამცავები მას ბრალს სამშობლოს ღალატში სდებენ, რასაც გალოგრეს მეუღლე აბსურდულად მიიჩნევს».

 

 

http://netgazeti.ge/GE/31/News/2992/

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

 

აბა რა გითხარი. 100% შეტენიან საწყალ ტიპებს და გასროკავენ.

 

გალოგრეს სასტუმროს ართმევენ და იმიტო დაიჭირეს, სეროჟებს ნავთობის რაღაც ზედამზხედველობა ჰქონდათო და ეტყობა ამათ რამეზე ხელი არ მოუწერეს და ეგრევე არიქა.

 

ხო იცი თუ რამეში არ ეთანხმები ზნაჩით რუსეთის აგენტი ხარ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო იცი თუ რამეში არ ეთანხმები ზნაჩით რუსეთის აგენტი ხარ.

 

 

ხო ეგ ვიცი. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეიძლება კიდე მეორე მიზეზი იყოს. როგორც წესი მიშა სასტუმროებს ყოველ სართულს ხსნის ახლიდან, ხოდა ამ კაცმაც ერთხელ გაახსნევინა და მეორედ შეიძლება უარი უთხრა, სირცხვილიაო, მეზობლები რას იტყვიან გალოგრე გატინგიცებულა სულო, ხოდა მიშაც გაბრაზდა და გაიბუტა, რატო მეორედ არ მახსნევინებსო და დაიჭირა.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაკავებამდე ისინი ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობდნენ, რომელიც აწარმოებს ტვირთებისა და ნავთობის ინსპექტირებას.

 

აი აქ რა წერია ეხლა გამაგებინეთ ვინმემ თორე გადავხტები ფანჯრიდან :018:

 

ან ტვირთები რას ნიშნავს ან ნავთობი ან ინსპექტირება? ტვირთია ჩემ მეზობელ ვახოს რო კიტრი დააქ გასაყიდად თავის 011-ით, ფედექსს რო ბოინგით ამანათები დააქვს, ვანოს ბიჭებს ტრაილერებით ხე-ტყე და სომხებს ვაგონებით მანდარინი, ყველაფერი ტვირთია. ნავთობი (ნედლი) საქართველოში ერთი ორი ლიტრა მოიპოვება სულ და თუ ბენზინზე, ნავთზე ან დიზელზეა საუბარი თქვან. ინსპექტირება რაღას მიქვია კიდე, ათობით სხვადასხვა უწყებაა საქართველოში რომელიც ინსპექტირებას ახდენს სხვადასხვა პროდუქციისას, ზოგი ფინანსურს, ზოგი ტექნიკურს, ზოგი ხარისხისას, ზოგი უსაფრთხოებისას და ა.შ. და ა.შ. და რაც ყველაზე მთავარია ყველა არის სახელმწიფო უწყება. საქართველოში ჯერ არ არის ევროპული სტანდარტები დანერგილი რომ კერძო ფირმები ახორციელებდნენ რამის ინსპექტირებას.

 

ხოდა რა წერია მანდა, რააა??? ვის ვაგინო ეხლა ადვოკატს თუ ჟურნალისტს? თუ ორივეს ერთად? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე ეს ბათუმი რა რუსული აგენტურის ბუდეა, ჰა?

ჯერ ის საცოდავი როინ შავაძე მოკლეს - რუსეთის აგნტი ხარო ( მტკიცებულებას დღესაც ვერ დებენ) , ეხლა ამ ინსპექტორებს და გალოგრეს დაერივნენ

რა ხდეება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

 

 

 

ალბათ აქტივობას ამოწმებდნენ საწვავის.

 

ეს არის კიდევ ერთი ფაქტი იმისა,რომ თუ მათთან არა ხარ,ან აღარ სჭირდები, გაგაფუჭებენ და ისე სულელურად აკეთებენ,რომ სხვა ქვეყანასც გადაგვამტერებენ.

 

 

 

ეს თუ სიაფანდი აღმოჩნდა,გაისათ დაითვალონ სომეხი ტურისტები კარგად. :givi:

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული კიდევ ერთი პირი პეტრე დავრიშაძეა

20:42 01-11-2010

რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული კიდევ ერთი პირი პეტრე დავრიშაძეა .

ამის შესახებ "ინტერპრესსნიუსს" სარწმუნო წყარომ აცნობა. წყაროს ინფორმაციით, პეტრე დავრიშაძე ქობულეთის რაიონის სოფელი ხუცუბნიდანაა და ის რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომელია.

მანამდე "ინტერპრესნიუსი" იუწყებოდა ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი კიდევ სამი პირის რუსლან გალოგრეს, არმენ გევორქიანისა და რუბენ შიკოიანის დაკავების შესახებ. მათი დაკავების ფაქტი ადვოკატებმაც დაადასტურეს.

დაკავებული 20 პირი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის სასარგებლოდ მუშაობდა. ისინი ცდილობდნენ ინფორმაციის მოპოვებას საქართველოს შსს-სა და თავდაცვის სამინისტროში განხორიციელებულ შესყიდვებზე, ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსნების პირადი მონაცემების შესახებ და სხვა.

20 ეჭვმიტანილიდან უმრავლესობა ბათუმში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯაშუშების დაკავების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

 

თავდაცვის სამინისტროში განხორიციელებულ შესყიდვებზე, ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსნების პირადი მონაცემების შესახებ და სხვა.

 

 

კაცო,ადრე მახსოვს,რომ მიშა კიოდა თავდაცვის შესყიდვებზე ვინც კონტრაქტებს აფორმებდა და ვინც იარაღს ყიდულობდა,მოსკოვში როგორ გაგექცათო და ამათ რაღა ინფორმაცია უნდა მიეწოდებინათ კიდევ? ან საიდან მოიპოვებდნენ ამ ინფოს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...