Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

თეორია ვერ ხსნის იმ ყველაზე პირველი შემოქმედის არსებობას.

Saturn

 

რეალურ ცხოვრებაში არსებობს უამრავი რამ, რასაც ბოლომდე ვერ ვწვდებით ადმაიანები, მაგრამ მის არსებობას არ ვუარვყოფთ. სამყაროს შემოქმედის დაუსაბამობა, ერთერთ ასეთ საკითხს წარმოადგენს. ამიტომ, ნამეტანი ნაჩქარევი იქნებოდა, თუკი იმ საკითხებს, რომლებსაცბოლომდე ვერ ვწვდებით, ერთი ხელის მოსმით, უარგვეყო. შენ თუ ფიქრობ, ამ საკითხებზე სწავლულები დამეცნიერები არ ფიქრობენ, ძალიან ცდები.მაგრამ მათ გათვიცნობიერებული აქვთ, რომ როგორც მეცნიერებაში, დღეს თუ რაღაცას ვერ ვწვდებით, არ ნიშნავს, რომ ის იმწამსვე უნდა ვუარვყოთ. მრავალი მეცნიერი, შემოქმედის მიერ შექმნილ ქმნილებათა დაკვირვების საფუძველზე, იმ დასკვნამდე მივიდა რომ შეუძლებელია სამყარო და მასში არსებული ურთულესი ორგანიზმები, თავისით წარმოქმნილიყო. მაგალითად, ჰენრი შეფერმა,

 

http://s47.radikal.ru/i117/1012/f8/450b60b17c99.jpg

 

(Henry F. Schaefer)რომელიც ქიმიის პროფესორი გახლავს (გუგლში მოიძიემისი ვინაობა, საინტერესო ფიგურას წარმოადგენს), ასეთი სიტყვები თქვა:

 

http://www.origins.org/articles/schaefer_wayofdiscovery.html

 

"The significance and joy in my science comes in the occasional moments of

discovering something new and saying to myself, 'So that's how God did it!'" - რაც ქართულად დაახლოებით ასეთ რამეს ამბობს:

 

"პროფესიიდან გამომდინარე, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიხარული მომენტები მაშინ დგება, როცა რაღაც ახალს აღმოვაჩენ და ჩემთვის ვამბობ: 'აი, თურმე როგორ შეუქმნია ეს ღმერთს!'".

 

ამიტომ, იმის ნაცვლად, შემოქმედთან დაკავშირებულ ნებისმიერ არგუმენტს და მსჯელობას ხელი ვკრათ, უფრო გონივრულად მიმაჩნია, არსებული ფაქტები, რაზეც მეცნიერთა გარკვეული ნაწილი მიგვითითებს, გავაანალიზოთ და საკუთარ თავს დავუსვათ ის შეკითხვები, რომელიც ამ თემაში დაწერილი პოსტების ბოლოს ვსვავ ხოლმე: "რას ფიქრობთ? შემთხვევით გაჩნდა ის თუ შემოქმედმა შექმნა?" ანდა, სულ ცოტა, მსჯელობის საგნად მაინც გავხადოთ. ასწორედ მიმაჩნია, როცა შემოქმედის შესახებ საუბარსა და მსჯელობას გაურბის ადამიანი.

 

 

მოგიყვან ერთ ანალოგიას. შუა საუკუნის მეომარი თანამედროვე ტანკს ღვთის რისხვად მიიღებდა, რადგან ვერ გაიგებდა როგორ მოძრაობს და ანადგურებს ადამიანებს და შენობებს ეს ტანკი. ის რომ რაღაც ამ ეტაპზე ჩვენთვის რთული ასახსნელია ან საერთოდ არ ექვემდებარება ახსნას, არ ნიშნავს ავტომატურად ღვთიურ ჩარევას.

მეცნიერებას არ შეუძლია ყველაფერი აგვიხსნას და ეს ეხება ღვთის არსებობა-არარსებობასაც.მეცნიერს შეუძლია გვითხრას, რა ხდება შოკოლადის ნამცხვრის თითოეულ მოლეკულაში, მაგრამ მისმიერ გაკეთებული ანალიზით შეუძლებელია იმის დადგენა, რატომ ან რისთვის გამოაცხვეს ნამცხვარი. ჩვეულებრივ ადამიანებს სწორედ ასეთ კითხვებზე აინტერესებთ პასუხები. ამ შემთხვევაში სწორ პასუხს, მხოლოდ ნამცხვრის მცხობელი თუ გაგვცემს. სხვათაშორის, ავსტრიელი ფიზიკოსი და ნობელის პრემიის ლაურეატი ერვინ შრედინგერი ასეთ რამეს წერდა:

"მენციერება ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას გვაწვდის, მაგრამ სამარესავით დუმს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე". როგორც შრედინგერმა განაცხადა, ამაში "ღმერთი და მარადიულობა შედის". მაგალითად, მხოლოდ ღმერთს შეუძლია გვიპასუხოს ისეთ კითხვებზე, როგორებიცაა: რატომ არსებობს სამყარო? რატომ არის ჩვენს პლანეტაზე ამდენი ცოცხალი არსება, მათ შორის გონიერი ქმნილებები? თU ღმერთი ყოვლისშემძლეა, რატომ არსებობს ბოროტება, ტანჯვა და უსამართლობა? რა ხდება სიკვდილის შემდეგ? და სხვები. ამ კითხვებზე პასუხებს ღმერთი ციდან საყვირით არ პასუხობს. ის ადამიანებს ერთი წიგნის მეშვეობით "ელაპარაკება". ეს წიგნი კი მგონი ხვდები რომელიცაა.

 

აქედან გამომდინარე, გონივრული იქნებოდა, შენი სიტყვები ოდნავ გადამეკეთებინა და ასე დამემთავრებინა ეს პოსტი:

 

ის რომ რაღაც ამ ეტაპზე ჩვენთვის რთული ასახსნელია ან საერთოდ არ ექვემდებარება ახსნას, არ ნიშნავს ავტომატურად ბრმა შემთხვევითობას მივაწეროთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 197
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

Saturn

აზრი მაგას არ გეუბნები. მე მიგითითებ წინააღმდეგობის არსებობაზე შენს თეორიაში. ან უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ყველაფერს ჰყავს შემოქმედი (და ეს შენ ჩიხამდე მიგიყვანს) ან უნდა ვაღიაროთ, რომ რაღაცას (ვიღა

აზრი

დღეს ხშირად ურა (და ვაი) ათეისტები მორწმუნეებს ზემოდან დასძახიან რომ ღმერთუ არ არსებობს, თითქოს და ყველაფერი ბრმა შემთხვევითობამ გააჩინა და მორწმუნეების რწმენა მცდარია და ათეისტების რწმენა კი სწორი.

Oberyn

საინტერესო თემაა. ევოლუციის თეორიის მიმდევრები ვერ ხსნიან უსიცოცხლო მატერიისგან - უსიცოცხლო ატომების, მოლეკულების უსასრულო გროვისგან თავისით როგორ უნდა წარმოშობილიყო ის პატარა ბაქტერია თუ ნახევარბაქტე

ვინ შექმნა ისინი?

ვინ ისინი? :007:

kisa

 

ვინ და ცოცხალი ორგანიზმები,ადმაიანები,ცხოველები თუ ფრინველები. პოსტები არ წაიკითხე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

უკაცრავად, შემთხვევით შემოვიარე :kisa

 

ვინ და ცოცხალი ორგანიზმები,ადმაიანები,ცხოველები თუ ფრინველები

ისე კი, ადამიანები - ისინი არ უნდა იყვნენ

მე ესე ვფიქრობ, რავი შეიძლება ბოლომდე არ მესმის ეს გამოთქმა ჩემი ცუდი ქართულის გამო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

უკაცრავად, შემთხვევით შემოვიარე :kisa

kisa

 

კაია მერე რომ შემოიარე. :TAT:ბარემ წაიკითხე ხოლმე პოსტები და ისე დაპოსტე ხოლმე. :)

 

 

ისე კი, ადამიანები - ისინი არ უნდა იყვნენ

მე ესე ვფიქრობ, რავი შეიძლება ბოლომდე არ მესმის ეს გამოთქმა ჩემი ცუდი ქართულის გამო

როგორც ჩანს. :) მარა, არაა ეგ მაინც და მაინც დიდი პრობლემა.

 

 

პ.ს.

ხელმოწერაში რომ მოიხსნიე, მარტინ ნიმოელერი, ალბათ გეცოდინება, რომ ეგ ადამიანი, ჰიტლერის დამხმარე იყო ერთი პერიოდი. :yes: თუმცა, მისი სიტყვები, საკმაოდ ლამაზადაა ნათქვამი. მომწეონა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

ხელმოწერაში რომ მოიხსნიე, მარტინ ნიმოელერი, ალბათ გეცოდინება, რომ ეგ ადამიანი, ჰიტლერის დამხმარე იყო ერთი პერიოდი. :yes: თუმცა, მისი სიტყვები, საკმაოდ ლამაზადაა ნათქვამი. მომწეონა!

:givi: ვგავარ მე იმ ადამიანს რომელმაც არ იცის რა გამოაქ სიგნაჩაში?

 

დიახ იყო, მაგრამ სულ რაღაც 1 წელი, სანამ თვალები აეხილებოდა

მერე კი ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკი ხეხა 7 წელი

რას იზამ, აი ეგეთი არაიდეალური შემქნა ადამიანი უფალმა - შეცდომები ახასიათებს :givi:

 

აი ეს წაიკითხე - საინტერესოა

 

ვილიამ შირერი," Подъем и падение Третьего Рейха"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

რეალურ ცხოვრებაში არსებობს უამრავი რამ, რასაც ბოლომდე ვერ ვწვდებით ადმაიანები, მაგრამ მის არსებობას არ ვუარვყოფთ. სამყაროს შემოქმედის დაუსაბამობა, ერთერთ ასეთ საკითხს წარმოადგენს.

მაგას არ გეუბნები. მე მიგითითებ წინააღმდეგობის არსებობაზე შენს თეორიაში. ან უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ყველაფერს ჰყავს შემოქმედი (და ეს შენ ჩიხამდე მიგიყვანს) ან უნდა ვაღიაროთ, რომ რაღაცას (ვიღაცას) შეიძლება არ ჰყავდეს შემოქმედი (ესეც საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აყენებს მაგ თეორიას).

 

"პროფესიიდან გამომდინარე, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიხარული მომენტები მაშინ დგება, როცა რაღაც ახალს აღმოვაჩენ და ჩემთვის ვამბობ: 'აი, თურმე როგორ შეუქმნია ეს ღმერთს!'".

სიმართლე გითხრა არ ვიცი ვინ არის ეგ კაცი, მაგრამ აი ეს აბზაცი თავისი სტილით ძალიან ჰგავს იეღოვას მოწმეების ჟურნალებში რომ ტექსტებია, იმას.

 

P.S. ისე რომ იცოდე მეცნიერთა, როგორც ავტორიტეტთა მოწმეებად მოყვანა კრეაციონიზმის თეორიის სისწორის დასამტკიცებლად საბოლოოდ შენსავე წინააღმდეგ ტრიალდება, რადგან იმ მეცნიერთა რაოდენობა რომლებიც ევოლუციის თეორიას იზიარებენ, თანრიგებით აღემატება კრეაციონისტ მეცნიერთა რიცხვს.

 

kisa

ვგავარ მე იმ ადამიანს რომელმაც არ იცის რა გამოაქ სიგნაჩაში?

ცოტათი გავხარ :givi:

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვინ შექმნა ისინი?

მიშამ

 

პ.ს.

 

კრეციონიზმი არის უსუსურების გამოვლინების მწვერვალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უცხო_პლანეტელი

კრეციონიზმი არის უსუსურების გამოვლინების მწვერვალი

რელიგიისა და ფილოსოფიის განყოფილებაში მოქმედებს ახალი წესები. პუნქტ N 2.3 -ში სწერია, რომ აკრძალულია:

რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფა რომელიმე რელიგიის, მათი ხელმძღვანელი ორგანოს და პირების, სიწმინდეების - წმინდანების, საკულტო ნივთების, ღონისძიებების, ღვთისმსახურების და მოძღვრების ან მათი მიმდევრების გინება, ლანძღვა, მათთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი მეტსახელების შერქმევა, ცილისწამება. აგრეთვე ისეთი მტკიცებულებითი განცხადებები, რომლებიც შეურაცხყოფენ რომელიმე კონფესიის მიმდევრების რწმენას;

 

ამიტომ გთხოვ მომავალში თავი შეიკავო მსგავსი განცხადებებისგან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აგრეთვე ისეთი მტკიცებულებითი განცხადებები, რომლებიც შეურაცხყოფენ რომელიმე კონფესიის მიმდევრების რწმენას;

აბა შეურაცხყოფა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვინ შექმნა ისინი?

 

მიშამ

 

პ.ს.

 

კრეციონიზმი არის უსუსურების გამოვლინების მწვერვალი

უცხო_პლანეტელი

 

არა შენ შექმენი,მიშას არ შეუქმნია. :givi:

 

ევოლუციის თეორიაა უსუსურობის გამოვლინების მწვერვალი. :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

 

მაგას არ გეუბნები. მე მიგითითებ წინააღმდეგობის არსებობაზე შენს თეორიაში. ან უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ყველაფერს ჰყავს შემოქმედი (და ეს შენ ჩიხამდე მიგიყვანს) ან უნდა ვაღიაროთ, რომ რაღაცას (ვიღაცას) შეიძლება არ ჰყავდეს შემოქმედი (ესეც საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აყენებს მაგ თეორიას).

Saturn

 

 

ამაზე უკვე გიპასუხე. როგორც ჩანს ვერ გაიგე, ან ყურადღებით არ წაიკითხე, თორემ ჩემ პასუხს ჩაწვდებოდი.

 

სიმართლე გითხრა არ ვიცი ვინ არის ეგ კაცი,

ზემოთ პოსტში მეწერა ვინც არის. :yes: პოსტებს არკითხულობ თუ რავაა საქმე? :givi: (ა ხო, არ გაწყობს და არ იცი). :P

 

 

იეღოვას მოწმეების

სწორია: იეჰოვას მოწმეების.

 

P.S. ისე რომ იცოდე მეცნიერთა, როგორც ავტორიტეტთა მოწმეებად მოყვანა კრეაციონიზმის თეორიის სისწორის დასამტკიცებლად საბოლოოდ შენსავე წინააღმდეგ ტრიალდება, რადგან იმ მეცნიერთა რაოდენობა რომლებიც ევოლუციის თეორიას იზიარებენ, თანრიგებით აღემატება კრეაციონისტ მეცნიერთა რიცხვს.

პირადად მე, მენიცერების მოსაზრებების სისწორეს, სტატისტიკით არ განვიხილავ. მთავარი ისაა, რას ამბობენ ისინი. :yes: აი შენ კი, სტატისტიკით საზღვრავ ამ საკითხებს როგორც იკვეთება. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

პირადად მე, მენიცერების მოსაზრებების სისწორეს, სტატისტიკით არ განვიხილავ. მთავარი ისაა, რას ამბობენ ისინი

ანუ ისე გამოდის, რომ თუ მეცნიერი იმას ამბობს რაც შენ გაწყობს მეცნიერის მოსაზრება სწორია, თუ არა და - არასწორი :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პირადად მე, მენიცერების მოსაზრებების სისწორეს, სტატისტიკით არ განვიხილავ. მთავარი ისაა, რას ამბობენ ისინი. :yes: აი შენ კი, სტატისტიკით საზღვრავ ამ საკითხებს როგორც იკვეთება.

 

ანუ ისე გამოდის, რომ თუ მეცნიერი იმას ამბობს რაც შენ გაწყობს მეცნიერის მოსაზრება სწორია, თუ არა და - არასწორი

 

:D

 

ხო მთავარი ის არ არის ნობელის პრემიის ლაურეატი რას ამბობს. მთავარია ბიბლიის ჩარჩოებში ჯდებოდეს და თუ გინდა წნორის უნივერსწიტეტის ლაბორანტი იყოს :D

აბა ისე ხომ გამოდის, რომ ამდენი წელი რწმენას და ბიბლიის კითხვას ტყულად მოანდომა ადამიანმა :D

მაგას სჯობს რეალობაზე თვალი დახუჭოს და "მართალი" იყოს :D

 

ანუ მას სწამს, რომ ებრაელები წამოვიდნენ ეგვიპტიდან, მიუხედავად იმისა, რომ შუაზე გაიხა ისრაელის არქეოლოგია ისრაელის სახელმწიფოს დაარსების დღიდან და ვერც ერთი საბუთი ვერ იპოვა, რაც მათ ეგვიპტიდან წამოსვლას დაადასტურებდა, ანუ ბიბლაში მოყვანილ ისტორას არანაირი დასაბუთება არ აქვს. და რაც მთავარია, რომ გამოეხსნა ისინი ღმერთმა ყველა პირმშო დახოცა ეგვიპტეში :D. გენოციდი მოუწყო ეგვიპტელებს რათა ებრაელები ეხსნა. :D და ესეთი შოვინისტი ღმერთის არსებობა ურჩევნია სამეცნიერო აღმოჩენებს. :D გენომის გაშიფვრა და ჩვენი შიმპანზესთან ბიძაშვილობა ზღაპარი ყოფილა, მარა შემოქმედმა, რომ ეგვიპტელი უდანაშაულო ბავშვები დახოცა აი ეს რეალობა ყოფილა :D.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...