Jump to content
Planeta.Ge

ბორის პაიჭაძე (1915-1990)


Recommended Posts

ბორის პაიჭაძე (1915-1990)

 

http://s56.radikal.ru/i151/0812/c3/ce6fe269f083.jpg

 

უდიდესი ქართველი ფეხბურთელი, სპორტის დამსახურებული ოსტატი, თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი, თბილისის "დინამოს" სტადიონის დირექტორი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარის მოადგილე.

 

ფეხბურთით ბორის პაიჭაძე ბავშვობიდან დაინტერესდა. კარიერის დასაწყისში ის ქალაქ ფოთის ნაკრებში თამაშობდა და თავიდანვე გაითქვა სახელი, როგორც უბადლო თავდამსხმელმა. პარალელურად სწავლობდა საზღვაო სასწავლებელში. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ჯერ სატვირთო გემზე "ტენდრა", საიდანაც კარგი სამსახურისთვის გადაიყვანეს ტანკერზე "მეტალისტი". ტანკერი ინგლისში მიემართებოდა, მაგრამ პაიჭაძე შემთხვევითობის გამო ინგლისში ვერ წავიდა.

 

1935 წელს ფოთის ნაკრებმა უკრაინაში იმოგზაურა. ახალგაზრდა ფეხბურთელთა წარმატებების ამბავი შეიტყო ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის რექტორმა, რომელიც ფეხბურთის დიდი მოყვარული იყო და გუნდი სრული შემადგენლობით თავის ინსტიტუტში ჩარიცხა.

 

1939-51 წლებში ბორის პაიჭაძე უკვე თბილისის "დინამოს" თავდამსხმელი იყო. საბჭოთა კავშირის უმაღლესი ლიგის შეხვედრებისას ჩაატარა 190 მატჩი, გაიტანა 106 გოლი, იყო საჭოთა კავშირის ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი.

 

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ის ჯერ თბილისის "დინამოს" ნაკრების მწვრთნელი იყო, ხოლო 1963 წლიდან - თბილისის "დინამოს" (დღეს უკვე ბორის პაიჭაძის სახელობის) სტადიონის დირექტორი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...