Jump to content
Planeta.Ge

ბადრი პატარკაციშვილი (1955-2008)


Recommended Posts

ბადრი პატარკაციშვილი (1955-2008)

 

http://s48.radikal.ru/i119/0812/57/14113f86a2df.jpg

 

ბადრი პატარკაციშვილი - ცნობილი ქართველი ბიზნესმენი და მეცენატი. დაიბადა 1955 წლის 31 ოქტომბერს ქალაქ თბილისში, ქართველი ებრაელების ოჯახში. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. შემდგომში იყო თბილისის მაუდ-კამვოლის კომბინატ "საბჭოთა საქართველოს" თანამშრომელი, მოგვიანებით - ამავე კომბინატის დირექტორის მოადგილე.

 

1990 წლიდან პატარკაციშვილი იყო "ლოგოვაზის" კავკასიის რეგიონალური წარმომადგენლობის დირექტორი, 1994-2001 წლებში ბადრი პატარკაციშვილი ცხოვრობდა ქალაქ მოსკოვში, სადაც რუსეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის (ОРТ) გენერალური დირექტორის მოადგილე იყო. 1996-2001 წლებში ასევე იყო გაერთიანებული ბანკის (რუსეთი) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. 2001 წელს გახდა ტელეკომპანია ТВ6-ის გენერალური დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. რუსეთში ცხოვრების პერიოდში მისი საქმიანობა მჭიდროდ უკავშირდება ცნობილი მაგნატის - ბორის ბერეზოვსკის სახელს.

 

2001 წელს რუსეთის ფედერაციამ პატარკაციშვილს ბრალი წაუყენა ნიკოლაი გლუშკოვის ციხიდან გაქცევის მცდელობის ორგანიზებაში და, ასევე, "ავტოვაზის" საქმესთან დაკავშირებულ მაქინაციებში.

 

ამავე წლიდან პატარკაციშვილმა დატოვა მოსკოვი და მოღვაწეობა საქართველოში განაგრძო. მან დააფუძნა ჰოლდინგი სს. "ი-მედია" და ხელმძღვანელობდა მის ინვესტორთა ჯგუფს. მანვე დააარსა საქართველოს ოლიმპიური ფონდი, ხოლო 2002-2007 წლებში იყო საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი. 2003 წელს გაიხსნა ტელეკომპანია "იმედი", რომელმაც მალევე მოიპოვა მაყურებელთა სიმპათია. პატარკაციშვილი ეწეოდა ქველმოქმედებას, იყო დამფუძნებელი "ბადრი პატარკაციშვილის საქველმოქმედო ფონდისა", მის სახელს უკავშირდება "ბავშვთა ლეიკემიის ცენტრის" ჩამოყალიბება.

 

2007 წლის შემოდგომაზე ბადრი პატარკაციშვილი აქტიურად ჩაერთო ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამ დროისთვის ის უკვე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, კერძოდ, ლონდონში იმყოფებოდა. 2007 წლის 7 ნოემბრის მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევის შემდეგ პატარკაციშვილს ბრალად ედება საქართველოს მთავრობის დამხობის მცდელობა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მან მაინც მიიღო მონაწილეობა 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელშიც ხმათა 7.1%-ით მესამე ადგილზე გავიდა.

 

2008 წლის 12 თებერვალს ბადრი პატარკაციშვილი ინგლისში მოკვდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...