analgin Posted November 1, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 1, 2010 (edited) Saturn შენ ქართული არ იცოდე რა ჩემი ბრალია სატურნ??? "ხბოს თვალებით ყურება" პირველად ჩემგან გესმის რას ნიშნავს? თუ ხბო და ბოჩოლა სხვადასახვა რამეა?შარზე ხარ აშკარად, რაც ზოგადად ახასიათებს იმ სისტემას, რომელშიც მუშაობ. მაიცა, ვიღაც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ტიპი რომ მოვა იქ და ცემას და გინებას დამიწყებს მადლობა ვუთხრა? თუ მის გამოსასარჩლებლად და აგრეთვე ჩემს საცემ-საგინებლად მოსულ ფორმიანს მოვეფერო? Edited November 1, 2010 by analgin Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 1, 2010 (edited) ტაშიიმოიცა ეხლა, მე და ანალგინმა, ვთქვათ და ზონდერი, რომ ვცემოთ, ანუ საზოგადოებისთვის საშიში ელემენტის განეიტრალება მოვახდინოთ. ამით რა კანონს დავარღვევთ?იმის განსაზღვრა თუ ვინაა საზოგადოებისთვის საშიში ელემენტი, სასამართლოს პრეროგატივაა. რა თქმა უნდა ზემოთ აღწერილ შემთხვევაში თქვენ კანონს დაარღვევთ. თქვენს მიერ არჩეული გზა კი ანარქიის გზა იქნება. analgin ვიღაც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ტიპი რომ მოვა იქ და ცემას და გინებას დამიწყებს მადლობა ვუთხრა?პატრული უნდა გამოიძახო. აუცილებელი მოგერიების ფარგლებში თავდაცვაც შეგიძლია. Edited November 1, 2010 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted November 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 1, 2010 (edited) 'Saturn' იმის განსაზღვრა თუ ვინაა საზოგადოებისთვის საშიში ელემენტი, სასამართლოს პრეროგატივაა. რა თქმა უნდა ზემოთ აღწერილ შემთხვევაში თქვენ კანონს დაარღვევთ. თქვენს მიერ არჩეული გზა კი ანარქიის გზა იქნება. კაცო, სასამართლო რომ სასამართლობდეს რა ჯანდაბა და დოზანა გვინდა ამ მიტინგებზე, მანიაკები კი არა ვართ Edited November 1, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted November 1, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 1, 2010 (edited) Saturn სად და როგორ უნდა გამოვიძახო პატრული მიტინგზე კაცო, მეკაიფები? სხვათა შორის იყო ეგეთი ფაქტებიც აპრილის აქციების დროს და Y-ზე დაიკიდა პატრულმა. მეც და შენც კარგად ვიცით რომ პატრული არ მოვა და არანაირ რეაგირებას არ მოახდენს. თუ მოვა ისევ მე დამიჭერს და დამაბრალებს რამეს. მაგის გამოცდილებაც მაქვს, დაპატიმრების ჩათვლით. სხვათა შორის ეხლა ძალიან ვნანობ რომ თავ-პირი არ გავუხიე იმ ნაბიჭვარ მართლა ძაღლებს. ჩემი ფიზიკური შესაძლებლობები მაძლევს საშუალებას, რომ 1-2 კაცს ფიზიკურად გავუსწორდე ადგილზე. სამწუხაროდ რადგან ვიცოდი რომ საერთოდ არაფერი მიქნია, არავის შევხებივარ არც ფიზიკურად და არც სიტყვიერად, ჩავთვალე, რომ უდანაშაულო ვიყავი და იმიტომ მომკიდეს ხელი უბრალოდ ჩემი გზიდან ჩამოშორება უნდოდათ, მარა შენც არ მომიკვდე...რაჭველი შტერი ვარ რა, 1 პატრულს გადავყევი მისი პირველივე მოთხოვნისთანავე გვერდზე, წყნარად და უცებ დაუქნია ხელი ვიღაცეებს, მოდითო და მეცა 7 კაცი და ამიტრიალეს ხელები. სამაგიეროდ სასამართლოზე დამისვეს ვიღაც მეზღაპრე, რომელიც ჩემს დაჭერაში საერთოდ არ მონაწილეობდა (რომელ მანქანაშიც ჩამსვეს იმ მანქანის მძღოლი, პატრული იყო. რო ჩამსვეს ნახევარი საათი იმას ეძებდნენ და ძლივს იპოვეს) და იმან მოყვა სასტაულები როგორ ვაგინე და ვცემე ერთი 12 ძაღლს, მანამდე კი სამოქალაქო პირებს, რომლებსაც ძალის გამოყენებით მანქანიდან გადმოსვლას და მიტინგზე წამოსვლას ვაძალებდი თურმე. ეს მეზღაპრე თურმე მეხვეწებოდა, 40-ჯერ უთხოვია ჩემთვის ხან მეგაფონით ხან ისე, რო ტუ შეიძლება დაწყნარდით და გადაბრძანდით იქეთო და მე ვცემდი და ვაგინებდი. ბოლოს იძულებული გამხდარა დავეჭირე. თან მარტომ დავიჭირეო კაცოოო. 12 პოლიციელსა სცემაო და მერე მე მარტომ დავიჭირეო. Edited November 1, 2010 by analgin Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted November 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 1, 2010 იმის განსაზღვრა თუ ვინაა საზოგადოებისთვის საშიში ელემენტი, სასამართლოს პრეროგატივაა ეგ რომელი სასამართლოს გირგვლიანის სადისტურად მკვლელები რომ ცოტა ხნით საპაკაზუხოდ ციხეში გაუშვა და 3 წელიწადში მიშამ რომ გამოუშვა, იმ სასამართლოს, თუ სხვა სასამართლოს გულისხმობდი? მეზობლის ძროხა, რომ დავკლა, უნებართვოდ 10-15 წელს მომცემს ეგ სასამართლო. გიგვლიანის მკვლელები 3 წელიწადზე ნაკლებში გამოვიდნენ. ვენდო ესეთ სასამართლოს, თუ მე დავიწყო სამართლის დამყარება? ანარქიის გზა კი მაგრამ, ეხლა წესრიგია? ცალმხრივი წესრიგი. მიშას ნაციონალები ისე იქცევიან, რომ მათთვის ანარქიაა, ჩემთვის კიდე წესრიგი? ხოდა ანარქია გაათანაბრებს ჩვენს მდგომარეობას. მე აქეთ მინდა გათანაბრდეს და ორივე წესრიგში ვიყოთ, მაგრამ თუ მეორე მხარე არ მოინდომებს მაშინ მეც აღარ მედნომება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted November 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 1, 2010 (edited) ტაშიიმეზობლის ძროხა, რომ დავკლა, უნებართვოდ 10-15 წელს მომცემს ეგ სასამართლო. გიგვლიანის მკვლელები 3 წელიწადზე ნაკლებში გამოვიდნენ.ბოვში რომ საკუთარი ძროხის ქურდობაზე დაიჭირეს გახსოვს???მერე კიდე მთელი ოჯახი ტელევიზორის ქურდობაზე, შვილმა მშობლების დაუკითხავად ლომბარდში ჩააბარა, ამათმა პატრულსდაურეკეს, მოვიდა პატრული, დაიჭირეს მათი შვილი :nekro: მერე მშობლემა თქვეს არაო, ჩვენი ნებით ჩააბარა ტელევიზრიო, ხოდა მშობლები დაიჭირეს ყალბი ჩვენების მიცემისთვის, :nekro: ასე რომ საკუთარი თAვის გაძარცვის 2 შემთხვევა დააფიქსირა ქართულმა მართმასაჯულებამ :nekro: ეს ორი შემთხვავა მოხდა 4 იოდა წლის წინ და სიუჟეტი გავიდა რუსთAვი 2 ზე Edited November 1, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 1, 2010 ტაშიიმეზობლის ძროხა, რომ დავკლა, უნებართვოდ 10-15 წელს მომცემს ეგ სასამართლოარა, გაგაციმბირებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted November 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 1, 2010 ასე რომ საკუთარი თAვის გაძარცვის 2 შემთხვევა დააფიქსირა ქართულმა მართმასაჯულებამ კაცი დაიკარგა და მკვლელობა შეტენეს ვიღაცას. გამოჩნდა დაკარგული და ვითომ მკვლელი ისევ ციხეშია,პ.ს. კახეთში მოხდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted November 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 1, 2010 Saturn ერთი წუთი არ დაიზარო და ეს წაიკითხე: სხვის მონაყოლს არ გეუბნები, ჩემი თვალით ნანახს და ყურით გაგონილს ვამბობ. პირადად ვესწრებოდი გოგიჩაიშვილის და ალხაზიშვილის პოლიტიკურ სასამართლოს, დიახ პოლიტიკურს. ეხლა მოსამართლის მთელ იდიოტობებს აქ ვერ ჩავატევ, მაგრამ ერთ უბრალო ფრაგმენტს გეტყვი. ალხაზიშვილს დააბრალეს ვიღაცის ჩაგდება სადღაც ხევში და 4 წელი მიუსაჯეს. სასამართლოზე მოვიდა მოწმე, რომელმაც თქვა, რომ ის დაზარალებული მან ჩააგდო და ალხაზიშვილი იქ არ ყოფილა. ადამიანს ნამუსმა შეაწუხა და სასამართლოზე აღიარა დანაშაული, რომ სხვა არ გაესამართლებინათ მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო. მოსამართლემ არ მიიღო ეს ჩვენება და მაინც გაასამართლა ალხაზიშვილი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted November 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 1, 2010 (edited) კაცი დაიკარგა და მკვლელობა შეტენეს ვიღაცას. გამოჩნდა დაკარგული და ვითომ მკვლელი ისევ ციხეშია,პ.ს. კახეთში მოხდა.კი, კი, ეგ მახსოვს, კიდევ ციხეში თუ ზის ის საწყალი მაგი არ ვიცოდი თუ არ ვცდები გამოუშვეს Saturn ერთი წუთი არ დაიზარო და ეს წაიკითხე: სხვის მონაყოლს არ გეუბნები, ჩემი თვალით ნანახს და ყურით გაგონილს ვამბობ. პირადად ვესწრებოდი გოგიჩაიშვილის და ალხაზიშვილის პოლიტიკურ სასამართლოს, დიახ პოლიტიკურს. ეხლა მოსამართლის მთელ იდიოტობებს აქ ვერ ჩავატევ, მაგრამ ერთ უბრალო ფრაგმენტს გეტყვი. ალხაზიშვილს დააბრალეს ვიღაცის ჩაგდება სადღაც ხევში და 4 წელი მიუსაჯეს. სასამართლოზე მოვიდა მოწმე, რომელმაც თქვა, რომ ის დაზარალებული მან ჩააგდო და ალხაზიშვილი იქ არ ყოფილა. ადამიანს ნამუსმა შეაწუხა და სასამართლოზე აღიარა დანაშაული, რომ სხვა არ გაესამართლებინათ მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო. მოსამართლემ არ მიიღო ეს ჩვენება და მაინც გაასამართლა ალხაზიშვილი.საოცარი ისტორიაა სასამართლო პროცესზე მოწმის მიერ საკუთარი თავის ბრალეულად ცნობა, Edited November 1, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted November 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 1, 2010 ეს უკვე გაგონილი ინფორმაცია:ჩემს უბნელთან იჯდა ერთი მკვლელობაზე. დაბადების დღეზე იყო თიპი და ჩხუბი მოუვიდა და მოკლულმა დანა დაარტყა მკვლელს გულში და ამ ტიპმა ამოიძრო გულიდან დანა და იმას დაარტყა და მოკლა, თვითონ კიდე სასწაულებრივად გადარჩა. ხოდა მოსამართლემ განზრახ მკვლელობით გაასამართლა. ხოდა ტიპმა ბოლო სიტყვაში ერთადერთი ეს ამიხსენით, როგორ განვიზრახე რომ გულში დამარტყამდა გადავრჩებოდი და მოვკლავდიო და თავდაცვით მკვლელობა, როგორღა ხდებაო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted November 1, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 1, 2010 (edited) ტაშიი ჩემს სასამართლოზე ერთადერთი მოწმე იყო - ჯაბა ჯიშკარიანი. რომელიც მე რომ ვიყავი ჩემს წინ დააპატიმრეს და ჩასვეს მანქანაში. ხოდა ჯაბა ამბობს ჩემზე, რომ საერთოდ არაფერ შუაში არ ვიყავი. სადაც ჭიდაობა მიდიოდა (მაგას იჭერდნენ) იქიდან საკმაოდ შორს ვიდექი და არაფერს ვაკეთებდი. მერე დამიჭირეს და იმის მერე არ ვიცი რა მოხდა და ეს როგორ და რატო დაიჭირესო. მოსამართლე ეკითხება თუ დაგიჭირეს აქ როგორ ხარო? გადმოვუხტი მანქანიდან (პატრულს) და გავექეციო. ამას თუ მიუსჯით მეც დამიჭირეთ ხო ხედავ ჩემი პირით ვაღიარებო, არადა გაუშვითო, უსამართლობაა ამას არაფერი უქნია და იჭერთ, მე კიდე დაჭერილი გაგექეცით და გარეთ ვარო. ვინ დაადასტურებსო - მოსამართლე ეკითხება. აი ეს და ესო, ორ პატრულს დაადო ხელი სასამართლოს დარბაზში. მართალს ამბობსო? -მოსამართლემ. კიო - პატრულებმა. ცოტა ხანი იფიქრა მოსამართლემ და შენ უკვე 11-ჯერ დაგიჭირეთ, გადი გარეთ, თავისუფალი ხარო. არ გადიოდა და მანდატურებმა გამოაგდეს. ცირკია ეს ქვეყანა და სატურნამ ტყუილიაო. ცოტა ტეხავს ჩემთან მაინც რო არ ერიდება მაგის თქმა. Edited November 1, 2010 by analgin Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted November 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 1, 2010 Siknadmoსაოცარი ისტორიაა სასამართლო პროცესზე მოწმის მიერ საკუთარი თავის ბრალეულად ცნობა, იცი რეები იყო სხდომაზე, გადავირიე კინაღამ. საკუთარ ყურებს არ ვუჯერებდი, რომ შეიძლებოდა ესეთი უსამართლო სასამართლოს არსებობა. წარმოუდგენელი ამბები ვნახე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted November 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 1, 2010 analgin მთავარი მოწმე საქმეში იყო ვაგზლის პუტანკა, რომელიც ალბათ რიგით მე-10 ამ ტიპის ჩვენებას აძლევს იმათზე ვიზეც პროკურატურა ეტყვის. მოკლედ სასამართლოზე მოიყვანეს ეს ბოზი და კლიენტი ვისაც გასახერხად ყავდა კოჯორში და უკან რომ ბრუნდებოდნენ ამ ბოზმა, კლიენტმა ვერა, ნათლად დაინახა როგორ დაჭრა გოგიჩაიშვილმა ვინმე X. ხოდა დეტალები ხო ფეხებზე ეკიდა პროკურატურას და არ შეუთანხმეს მოწმეებს, ხოდა ადვოკატი ამ ბოზს ეკითხება სად იყავით კოჯორშიო და იმან 2 სართულიან კერძო სახლშიო, კლიენტმა კიდე 5 სართულიან კორპუსშიო . დაზარალებულს რა ეცვაო რომ კითხეს შავი კურტკაო არადა საქმეში თეთრი კურტკა დევს . ესეთ დეტალებზე თავს ხო არ შეიწუხებდნენ და არ შეუთანხმებიათ პროკურორთან . კი მარა ნახადუ მანქანიდან როგორ დაინახე ვინ დაარტყაო და ამან ნელა მოვდიოდითო, და ნელა რატრო მოდიოთო და ღამე იყო წვიმდა და არაფერი ჩანდაო . მანქანა ვერ მოყავდათ ისე წვიმდა და ბნელოდა მარა მაინც ამოიცნო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted November 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 1, 2010 Siknadmoმაგალითისთვის ავიღოთ სასომხეთი-იქ აკრძალულია დასავლური ორგანიზაციების საქმიანობა? რა თქმა უნდა არა,მაგრამ სომხეთი ოკუპირებული არაა,მიუხედავად იმისა რომ გიუმრიში რუსის ჯარი დგას.მე კოშმარში წარმომიდგენის თბილისის ქუჩებში ბე- ემ-პე ებზე ამხედრებული რუსის სალდათები.მე შენ გეტყვი და გარჩევას დაიწყებენ ვინაა მიშისტი და ვინ არა,ყველას ერთიანად დაგვამცირებენ,ეს კარგ შემთხვევაში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.