Jump to content
Planeta.Ge

მე მესმის. მართლა მესმის


Recommended Posts

Saturn

 

შენ ისეთი ცინიკოსი ხარ ჩემზე, ჩემს ახლობლებზე, რაც ნანახი მაქვს და რაც გაგონილი მაქვს რაც არ უნდა გითხრა არ დაიჯერებ მაინც. ვიდეოც რომ განახო იტყვი მე რა ვიცი რომ ეგენი ზონდერები არიან ან ეგ შენი ახლობლები უდანაშაულოებიო. ელემენტარულად იმ ვიდეოს ვეძებ ეხლა (ვიცი მეტყვი არ მინახავსო და იმიტომ :) ) ვახო ლაღიძეს როგორ გაუსწორდნენ ზონდერები და ვერ ვპოულობ.

 

P.S. ნამუსი არაა მთლად ცუდი რაღაცა თორე ასე ბოჩოლას თვალებით არ გვეტყოდი ტყუილია რომ ამბობთ კუ-ი, სოდ-ი და ფინანსური პოლიცია ვინმეს ტყუილად იჭერენ და ერჩიანო...მაგის გარდა გამაგებინე ვინც მართლა აშავებს იმათ რატომ არ იჭერენ? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

რა თქმა უნდა იტყით,რადგან ორდერისც გამცემიც თქვენია(ადეიშვილი),დამჭერიც(ვანო) და გამსამართლებელიც(კუბლაშვილი),შესაბამისი კანონებს მიმღებიც(მეორე კუბლაშვილი) და ყველაფერ ამის შემფუთველიც (ერორები).

ზუსტად ასე საუბრობდნენ ბოლშევიკები და მათი გამგრძელებლები თავის დროზე.

ჩვენი რას ნიშნავს? ნებისმიერ სახელმწიფოში ორდერის გამცემ/დამჭერ/გამსამართლებელი სახელისუფლებო შტოებია. აბა თემურ წყობილებაში ვერ დავბრუნდებით ახლა. გარდა ამისა ბოლშევიკების პერიოდისაგან განსხვავებით ახლა სტრასბურგში შეიძლება განაჩენის გასაჩივრება.

 

analgin

ნამუსი არაა მთლად ცუდი რაღაცა თორე ასე ბოჩოლას თვალებით არ გვეტყოდი ტყუილია რომ ამბობთ კუ-ი, სოდ-ი და ფინანსური პოლიცია ვინმეს ტყუილად იჭერენ და ერჩიანო...მაგის გარდა გამაგებინე ვინც მართლა აშავებს იმათ რატომ არ იჭერენ?

შენ ჯერ მაგ უზრდელობას გადაეჩვიე და მერე დავილაპარაკოთ.

ვიღაცას ალბათ იჭერენ ტყუილადაც, ხდება ალბათ გამიზნული და შემთხვევითი შეცდომები და პოსტ საბჭოთა ქვეყანაში, რომელსაც კაცმა რომ თქვას არასდროს არ ჰქონია ნორმალური სასამართლო, ეგ ბუნებრივიცაა. მაგრამ ამას არ აქვს ისეთი მასიური ხასიათი როგორც თქვენ ხატავთ.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იქნებ დისკუსიამ სხვა ფორმა მიიღოს რააა, მე ვსვამ საკითხს რას დაკარგავს საქართველოს რიგითი მოქალაქე თუკი რუსი შემოვა :)

 

რუსი და ნაცმოელი მსგავსი ბოროტებაა თუ განსხვავებული,

რა ჯობია რუსის დასმული ხელისუფლება გვაკონტროლებდეს თუ ეგ. წოდებული ნაციონალური?

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

 

სტრასბურგში სანამ საქმეს ჯერ წარმოებაში მიიღებენ, სანამ განიხილავენ რამდენიმე მოსმენით და სანამ დასკვნას გამოიტანენ ვირი ხეზე გავა და დაჩაგრული ადამიანი შეიძლება ცოცხალიც აღარ იყოს მაგ დროისთვის და რა შეღავათია საერთოდ? მე რომ ყველაფერს წამართმევენ, 7 წელი ციხეს მახეხინებენ, დამაავადმყოფებენ, მერე უკან გაიკეთონ სტრასბურგი და ფულადი კომპენსაცია. მერე კიდევ 10 000 დაჩაგრულიდან 1-2-ის საქმე თუ მოხვდა სტრასბურგში ეგეც კაია.

 

ჰო, ისა...ნებისმიერ სახელმწიფოში სახელისუფლებო შტოები ხალხს და კანონს ემსახურებიან და არა კლანურ მაფიას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

ნებისმიერ სახელმწიფოში სახელისუფლებო შტოები ხალხს და კანონს ემსახურებიან და არა კლანურ მაფიას.

კარგი, მიაღწიეთ შენ, გუბაზამ და კომპანიამ იმას, რომ ევროპული სტანდარტები დამკვიდრდეს აქ და მე რითაც შემეძლება დაგეხმარებით. მეტი არაფერი შემიძლია. მიტინგებზე სირბილი და არაკანონიერი ქმედებები, რასაც როგორც მივხვდი, აპირებთ, მით უმეტეს არაა ჩემი საქმე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

 

კარგი, მიაღწიეთ შენ, გუბაზამ და კომპანიამ იმას, რომ ევროპული სტანდარტები დამკვიდრდეს აქ და მე რითაც შემეძლება დაგეხმარებით. მეტი არაფერი შემიძლია. მიტინგებზე სირბილი და არაკანონიერი ქმედებები, რასაც როგორც მივხვდი, აპირებთ, მით უმეტეს არაა ჩემი საქმე.

სატურნ, ლილოში რომ დაიჭირეს ერ. ფორუმის წევრი შენის აზრით დასაპატიმრებელი იყო? თანაც საკმაოდ ხანგრძლივი სასჯელი ელის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სატურნ, ლილოში რომ დაიჭირეს ერ. ფორუმის წევრი შენის აზრით დასაპატიმრებელი იყო? თანაც საკმაოდ ხანგრძლივი სასჯელი ელის

არ ვიცი რა ქნა. და რა ბრალდება აქვს წაყენებული?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

 

შენ ძველი ბიჭი ხარ თუ თანამშრომელი? არა, პირველი რო არ ხარ ვიცი და ამიტომ ნუ აკაჩავებ პრავებს. :) ნამუსიც კაი საქონელიაო კაცს რომ გეტყვიან შეურაცხყოფაა არაა არცერთი სასამართლოსთვის, მაგაზე პასუხი და განმარტება მარტო "შავმა" შეიძლება მოითხოვოს. :)

"პოსტსაბჭოთა" ქვეყანას ნუ აბრალებ შენი ჭირიმე მაგს რა. შევარდაძის სისტემაზე პოსტსაბჭოთა რომელი იყო, მარა მაშინ ბევრად უფრო თანაბარ პირობებში იდგა ყველა. ხო, ვიცი კორუფცია იყო, მარა გინდა სათითაოდ ჩამოგითვალო განსხვავებები?

 

პროკურატურა:

 

მაშინდელი - თავისიანებს არ იჭერდა, დანარჩენებს ან იჭერდა ან ფულს ართმევდა და უშვებდა.

ეხლანდელი - თავისიანებს არ იჭერს, დანარჩენებს იჭერს.

 

შსს:

 

მაშინდელი - თავისიანებს არ იჭერდა, დანარჩენებს ან იჭერდა ან ფულს ართმევდა და უშვებდა.

ეხლანდელი - თავისიანებს არ იჭერს, დანარჩენებს იჭერს (ფულს არ ართმევს თავისთვის. საპროცესოები ცალკე თემაა).

 

სასამართლო:

 

მაშინდელი - 70% თავისიანებსაც ფულს ართმევდა და სხვებსაც. 30% არ ართმევდა და იყო სამართლიანი ანუ გასაჩივრებას აზრი ქონდა.

ეხლანდელი - ფულს არ იღებს. თავისიანებს უშვებს ან აძლევს სასაცილო სასჯელს, გადაკვალიფიცირებული (მსუბუქისკენ) დანაშაულისთვის, სხვებს ყველა ვარიანტში იჭერს და აძლევს მაქსიმალურ სასჯელს გადაკვალიფიცირებული (მძიმესკენ) დანაშაულისთვის.

 

მედია:

 

მაშინდელი - მხოლოდ პირველი არხი იყო სუბიექტური და ისიც საინფორმაციო გამოშვებებში. სამაგიეროდ იყო არაერთი თოქ-შოუ სადაც სისტემატურად და თანაბრად ეთმობოდათ დრო ოპოზიციის წარმომადგენლებსაც. დანარჩენი არხები აბსოლუტურად თავისუფლები იყვნენ სახელისუფლებო კონტროლისგან და მაგალითად რუსთავი ორი მიკერძოებულად ოპოზიციურიც კი.

 

ეხლანდელი - ყველა არხი, რომელიც მთელს საქართველოში მაუწყებლობს სრულად ექვემდებარება სახელისუფლებო კონტროლს (სხვათა შორის რამდენიმე მათგანი წართმეული და მითვისებული აქვთ). ორად ორი არასახელისუფლებო არხი დაბლოკილია წლების განმავლობაში და არ აძლევენ მთელ საქართველოში მაუწყებლობის ლიცენზიას. თუმცა ეს შენთვის არაფერს ნიშნავს. :)

 

სამართლიანი და ობიექტური არცერთი სისტემა არ იყო, მაგრამ მაშინ მეტ-ნაკლებად თანაბარ პირობებში იყო ყველა, განსაკუთრებით სასამართლო სისტემაში და მედიაზე საუბარიც აღარაა. ეხლა უთანასწორო რეჟიმია. ვინც ხელისუფლების მომხრე არაა დისკრიმინირებულია ყველგან და ყველაფერში. რაღაცით ფაშისტურ ანტისემტიზმს მაგონებს ეს ყველაფერი ან უფრო ძველ მონათმფლობელურ წყობილებას - პრივილეგირებულ რომაელ ლეგიონერებს და უუფლებო მონებს.

Edited by analgin
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

მიტინგებზე სირბილი და არაკანონიერი ქმედებები

სხვა გზა დაუტოვა ამ ხელისუფლებამ?

 

კანონგარეშე დააყენეს მოსახლეობა და რა უნდა ქნან - ეგებ როგორც ბრძენმა და ბოლო ინსტანციაში მართალმა თქვა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ ვიცი რა ქნა. და რა ბრალდება აქვს წაყენებული?

წინააღმდეგობა, საინტერესო ისაა რომ სააკაშვილის მომხრეებიც ამბობენ რომ ამ ადამიანს წინააღმდეგობა არ გაუწევია, ძირს ეგდო და ურტყამდნენ,

ეროვნულ ფორუმს იმაში სდებენ ბრალს რომ (სააკაშვილის მომხრეები) თქვენ უდანაშაულო წევრი ვერ დაიცავით თქვე ფარჩაკებოო და ჩვენ რას გვიზამთო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

 

აი, აგერაა ვიდეო. თავიდან ბოლომდეა დაკავების პროცესი, მანამდე განვიტარებული მოვლენების ჩათვლით ნაჩვენები.

 

სასაცილოა. დაჭერილი, დევივით კაცი მიხვდა რომ პროვოკაცია იყო და შეგნებულად არაფერს შვრებოდა, ხმაც კი არ ამოუღია.

 

http://tvali.ge/index.php?action=watch&v=180481

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საკითხი რბილად რომ ვთქვათ პრიმიტიულადაა დასმული.

 

კი და აკი ვთქვი დასაწყისში და ბოლოში ამის თაობაზე.

 

განათლებას, რომ სადამსჯელო ოპერაციებით შეცვლი და საინფორმაციო საშუალებებს ტელესერიალებით რატომ ელოდები, რომ უფრო რთულად დავსვამ საკითხს? რატომ მთხოვ ვიყო ჭკვიანი, როდესაც შეგნებულად მადებილებ და რატომ მთხოვ ვიყო პატრიოტი იმის რაც ჩემთვის მხოლოდ საშიშროებას წარმოადგენს?

 

და დამნაშავე ან ეჭვმიტანილი, რომლის დაკავების ორდერიცაა გაცემული, უნდა დაიჭირონ აბა რა უნდა ქნან?

 

აქ შენ უთუოდ კეზერაშვილს გულისხმობდი, აა თუ ეგ ხომ პატიოსანია :D

 

მიტინგებზე სირბილი და არაკანონიერი ქმედებები

 

"მიტინგებზე სირბილი" ჯერჯერობით დაჟე საქართველოშიც კი კანონიერია, ნუ დაგავიწყდება.

 

აი "არაკანონიერ ქმედებებში" რა იგულისხმე ნეტა საინტერესოა? კობა ბექაურის მოგებული ტენდერები ხომ არა?

 

პ.ს.

 

სააკაშვილის ხელისუფლება არ ებრძვის რუსებს. ეს ის ხელისუფლებაა, რომელიც ომის დროს გიგვლიანის მკვლელები შეიწყალა და აზერბაიჯანის საზღვარზე რიგი დააყენა.

 

დარწმუნებული ვარ, თუ რუსები წამოვლენ ნაციონალები ისევ გაიქცევიან და ჩემნაირი "რუსეთის აგენტების" დასაცავი გახდება ქვეყანა.

Edited by ტაშიი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

შენ ძველი ბიჭი ხარ თუ თანამშრომელი? არა, პირველი რო არ ხარ ვიცი და ამიტომ ნუ აკაჩავებ პრავებს. ნამუსიც კაი საქონელიაო კაცს რომ გეტყვიან შეურაცხყოფაა არაა არცერთი სასამართლოსთვის, მაგაზე პასუხი და განმარტება მარტო "შავმა" შეიძლება მოითხოვოს

ბოჩოლას რომ გიწოდებენ მაგაზე შეიძლება "მოთხოვნა" ;) მხოლოდ არა ძველბიჭურად ან სასამართლოზე, არამედ ფორუმის წესების დარღვევის გამო. აი შენ რომ ითხოვდი, როცა ცრუ ბრალდებებს მიყენებდი ხოლმე რომ გადაგეყენებინე მოდერატორობიდან და რომ ვერ მოახერხე :givi:

 

დანარჩენს რაც შეეხება, უბრალოდ ტყუილია რადგან დაჭერილთა რიცხვში ე.წ. "თავისიანებიც" არიან.

 

ტაშიი

"მიტინგებზე სირბილი" ჯერჯერობით დაჟე საქართველოშიც კი კანონიერია, ნუ დაგავიწყდება.

 

აი "არაკანონიერ ქმედებებში" რა იგულისხმე ნეტა საინტერესოა?

ჩემი საქმე არაა მეთქი თორე ვინ დაუშალათ? 3 თვე მეტს რას აკეთებდნენ?

არაკანონიერ ქმედებებში ის ვიგულისხმე ანალგინი რომ ვიღაცეების ცემა/დასახიჩრებას რომ აპირებს.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

 

ბოჩოლას რომ გიწოდებენ მაგაზე შეიძლება "მოთხოვნა" ;) მხოლოდ არა ძველბიჭურად ან სასამართლოზე, არამედ ფორუმის წესების დარღვევის გამო. აი შენ რომ ითხოვდი, როცა ცრუ ბრალდებებს მიყენებდი ხოლმე რომ გადაგეყენებინე მოდერატორობიდან და რომ ვერ მოახერხე :givi:

 

დანარჩენს რაც შეეხება, უბრალოდ ტყუილია რადგან დაჭერილთა რიცხვში ე.წ. "თავისიანებიც" არიან.

საარჩევნო კოდექსზე მომუშავე 7 პარტია - "ახალი მემარჯვენეები", "საქართველოს გზა", "კონსერვატიული პარტია", "რესპუბლიკური პარტია", "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები" და "ხალხის პარტია" "ეროვნული ფორუმის" წევრის, ზაზა ჩაკვეტაძის დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

 

"კონსერვატიული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის ზვიად ძიძიგურის თქმით, "ეროვნული ფორუმის" წევრის, ზაზა ჩაკვეტაძის მიმართ ცალსახად პოლიტიკური დევნა განხორციელდა, რადგან ინციდენტის ამსახველ კადრებში ისეთი არაფერი ჩანს, რაც მისი დაკავების დაფუძველი შესაძლოა გამხდარიყო. "აქედან გამომდინარე ნათელია, რომ მისი დაკავება სწორედ იმის გამო განხორციელდა, რომ იგი ხელისუფლების ოპონენტია. ჩაკვეტაძე უკვე პოლიტპატიმარია", - აცხადებს ძიძიგური.

 

ჩაკვეტაძის დაკავებას ოპონენტების წინააღმდეგ გამოხატულ მორიგ პოლიტიკურ დევნად აფასებენ "ახალი მემარჯვეები".

 

როგორც "პირWელს" "ახლების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ განუცხადა, "მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ნაწილმა ხელისუფლებას კონსტრუქციული თანამშრომლობა შესთავაზა, იგი არასახარბიელო ვითარებაში აღმოჩნდა და ოპონენტების მიმართ არასასურველი, არაადექვატური და აგრესიული ნაბიჯების გადადგმა დაიწყო.

 

"ჩვენ ხელისუფლებას კონსტრუქციული თანამშრომლობა შევთავაზეთ და მზადყოფნა გამოვთქვით, კონსტიტუციასთან თუ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისთვის, თუმცა თავად ხელისუფლება კონსტრუქციული ვერ აღმოჩნდა. შეიძლება, ეს ყოველივე ერთი-ერთზე არ იყოს დაკავშირებული, თუმცა როდესაც შენ ხელისუფლების მიმართ კონსტრუქციულ ნაბიჯებს დგამ, მან ასეთი ქმედებებით არ უნდა გიპასუხოს. შესაბამისად, ჩაკვეტაძის დაკავება სხვა არაფერია, თუ არა ხელის კვრა ამ კონსტრუქციულობაზე", - აცხადებს კაციტაძე.

 

"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი დავით უსუფაშვილი ზაზა ჩაკვეტაძის დაკავების ერთ-ერთ მიზეზად სამართალდამცველ სტრუქტურებში მის ადრინდელ მოღვაწეობას ასახელებს. როგორც უსუფაშვილი აცხადებს, "ხელისუფლება განსაკუთრებით ებრძვის იმ ადამიანებს, რომლებიც სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობდნენ და დღეს ოპოზიციაში არიან, ჩაკვეტაძეს კი შორი-ახლოს დიდი ხნის განმავლობაში უვლიდნენ.

 

გარდა ამისა, როგორც "პირWელს" "რესპუბლიკელების" ლიდერმა განუცხადა, "ზაზა ჩაკვეტაძის დაკავება იმ ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლია, რომლითაც ხელისუფლება ოპოზიციაში პროცესების მართვას ცდილობს".

 

"ხალხის პარტია" ზაზა ჩაკვეტაძის დაკავების ფაქტს მოსახლეობის დაშინების მცდელობად აფასებს.

 

როგორც "პირWელს" "ხალხის პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე შალამბერიძემ განუცხადა, "ხელისუფლება ადამიანების დაშინებას ცდილობს, თუმცა ხალხი ამით უფრო მწარდება". "ჩაკვეტაძე სოდი-ს თანამშრომლება ჯერ სცემეს, შემდეგ კი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა დააბრალეს და დააკავეს. ხელისუფლება ამაოდ ცდილობს, ხალხის დაშინებას და ეს ფაქტიც პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ გარეთ არ გამოვიდნენ. მიუხედავად ამისა, მინდა ავღნიშნო, რომ ხელისუფლების ამ პოლიტიკით არავინ დაშინებულა", - აცხადებს შალამბერიძე.

 

"ქრისტიან-დემოკრატები" "ეროვნული ფორუმს" პარტიის წევრის ზაზა ჩაკვეტაძის დაკავების გამო თანადგომას უცხადებენ.როგორც "პირWელს" "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა ლალიაშვილმა განუცხადა, "მსგავსი ქმედებები პოლიტიკური ზეწოლის ერთ-ერთი საშუალებაა".

 

"როგორც ვიცით, "ფორუმი" უკან დახევას არ აპირებს. "ეროვნულ ფორუმს" ჩვენ გვერდში ვუდგავართ. არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჩაკვეტაძე უკანონო პატიმარია", - აცხადებს ლალიაშვილი, რომლის აზრით, მსგავსი ქმედებებით ხელისუფლება ცდილობს, პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენა და მანიპულირება მოახდინოს.

 

"ეროვნულ ფორუმს" სოლიდარობას უცადებს პარტია "საქართველოს გზაც". "ზაზა ჩაკვეტაძე ამ რეჟიმის მორიგი პოლიტიკური მსხვერპლია. ტელევიზიით გასული სიუჟეტებიდანაც კარგად ჩანს, რომ ჩაკვეტაძეს წინააღმდეგობა არ გაუწევია პოლიციის იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც მას აკავებდნენ. "საქართველოს გზა" ზაზა ჩაკვეტაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

 

"თავისუფალი დემოკრატები" ზაზა ჩაკვეტაძის დაკავებასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან განმარტებებს ელიან.

 

როგორც "პირWელს" "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ჩიქოვანმა განუცხადა, ინციდენტის ამსახველ კადრებში არ ჩანს, რომ ჩაკვეტაძემ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია. შესაბამისად, მის დაკავებასთან დაკავშირებით შს სამინისტრომ განმარტებები აუცილებლად უნდა გააკეთოს. "საზოგადოებისთვის გაურკვევევია, რატომ მოხდა მისი დაკავება, რადგან ინციდენტის ამსახველ კადრებში ჩაკვეტაძის დაკავების საფუძველი არ ჩანს. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ კადრებში ნაჩვენები პირები პოლიციის ფორმაში არ არიან. ჩვენი აზრით, მომხდარზე და შემდეგ "ფორუმის" წევრის დაკავებაზე ოფიციალური ინფორმაცია უნდა გავრცელდეს, თავად ჩაკვეტაძე კი, რაც შეიძლება მალე უნდა იქნეს გათავისუფლებული", - აცხადებს ჩიქოვანი.

 

აქვე აღვნიშნავთ, რომ ზაზა ჩაკვეტაძის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს "ლეიბორისტულმა პარტიამ", "დემოკრატიულმა მოძრაობამ". "ქართულმა პარტიამ" და საზოგდოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ზაზა ჩაკვეტაძის, როგორც პოლიტიკური პატიმრის დაიყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. შეგახსენებთ, რომ ზაზა ჩაკვეტაძე მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ბაზრობის დაცვის თანამშრომლებსა და "ფორუმელებს" შორის მომხდარი ინციდენტის დროს დააკავეს. ჩაკვეტაძეს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

 

საინტერესო ისაა რომ ერთობლივი განცხადებაა ამ დაკავებასთან დაკავშირებით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არაკანონიერ ქმედებებში ის ვიგულისხმე ანალგინი რომ ვიღაცეების ცემა/დასახიჩრებას რომ აპირებს

 

მოიცა ეხლა, მე და ანალგინმა, ვთქვათ და ზონდერი, რომ ვცემოთ, ანუ საზოგადოებისთვის საშიში ელემენტის განეიტრალება მოვახდინოთ. ამით რა კანონს დავარღვევთ?

 

აი ვთქვათ პოლიციას დავურეკავ და ვეტყვი, რომ ესა და ეს პიროვნება არის ზონდერი და ჩვენებასაც მივცემ და თუ არ დაიჭერენ მერე მე გადავწყვეტ, რომ დახმარება გავუწიო "მშობლიურ" პოლიციას და პირადად გავუკეთებ ნეიტრალიზებას ზონდერს. რა პოლიციის ფუნქციაც, ხომ ხალხის დაცვაა, თუ შეიცვალა რამე?

 

ამით მოვიხდი ჩემს სამოქალაქო ვალს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...