analgin Posted October 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 30, 2010 (edited) მესმის იმ თაობის, რომელიც საბჭოთა კავშირში დაიბადა, აღიზარდა და დაკაცდა, მაგრამ საქართველო უყვარდა და სულის თავისუფლება სწყუროდა. მესმის ყველასი ვისაც მთელი იმ წლების განმავლობაში ზიზღი და პროტესტი უგროვდებოდა იმ ქვეყნის მიმართ. მესმის იმათი ვინც წლები, ოცნება შეალია მათგან თავისდაღწევას. მესმის, რადგან მეც ასეთივე სულისკვეთების ოჯახში და გარემოში აღვიზარდე, მე მიტარებია უბეში დამალული სვადასხა სახის პროკლამაცია აეროპორტიდან აეროპორტში ჯერ კიდევ სკოლამდელ ასაკში, მე არცერთი მცირე მიტინგიც კი არ გამომიტოვებია 88-89 წლებში, ჩემს თვალწინ და ცხვირწინ გაუპო 15 წლის გოგონას თავი რუსი სალდათის ნიჩაბმა, მე მამაჩემმა სკოლაში რუსულის სწავლა ამიკრძალა...მათთვის რუსეთის, მათთან გვერდზე ჩავლილი კაცის ხსენებაც კი იგივეა, ინტერნატიდან, სასტიკი და უგულო აღმზრდელების ხელიდან გამოქცეულ ბავშვს ისევ იქ დაბრუნებაზე ჩამოუგდო სიტყვა, თუნდაც ერთი წამით მისვლას შეეხებოდეს ეს საუბარი, მაგრამ...იქნება და გარეთ ვიღაცა ლოთის და სადისტის ხელში უარეს დღეში ჩავარდეს ეს ბავშვი, სულ ულუკმაპუროდ დატოვონ, მონად აქციონ, დაასახიჩრონ, წამალზე შესვან, მათხოვრობა, ქურდობა და ყაჩაღობა დააწყებინონ?ანდა თქვენ რატომ არ გესმით იმ ადამიანების, ვინც შეიძლება იგივე დამცირებას, ზიზღს და უმწეობას გრძნობდეს ამათგან ან იქნებ მეტსაც? ქუჩაში მონად დარჩენილნი, განარკომანებულნი, დასახიჩრებულნი, გამათხოვრებულნი, გაქურდბაცაცებულნი და გაყაჩაღებულნი რატომ ჰკიცხავთ იმათ და ამოოხვრის უფლებასაც არ აძლევთ - ასეთ ძაღლურ ცხოვრებას იქნებ სჯობია იმ ინტერნატში მივიდე, ჩამკეტონ და მცემონ, თბილად და დანაყრებული მაინც ვიქნები, წამალს გადავაგდებ, აღარ ვიმათხოვრებ, ვიქურდებ და ვიყაჩაღებ და დასახიჩრებულს იმის შიში მაინც არ მექნება ერთხელაც იქნება და მომკლავს ეს სადისტი ლოთიო? ვიცი, პეშვებით კი არა დიდი ვედროებით ვაყრი კედელს ცერცვს, თქვენ არათუ აზრს არ შეიცვლით ამის წაკითხვით, არც კი ჩაფიქრდებით, მაგრამ იმაზე მაინც მიპასუხეთ, რასაც ხაზი გავუსვი? გაქვთ უფლება? Edited October 30, 2010 by analgin Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted October 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 30, 2010 (edited) ისე ერთ საინტერესო დეტაილს დავამატებდი ამ წერილს, თუმცა მთალდ ვერ გავიგე რა ესმის ანალგინს 9 აპრილის შემდეგ, ბევრს ეგონა რუსებზე ნადირობა წავიდოდა, მაგრამ არაფერი ასეთი არ მომხდარა. ხალხმა აღიქვა ეს რუსეთის ხელისუფლების ქმედებათ და არა რუსეთის როგორც ასეთი. Edited October 30, 2010 by babuagiorgi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 30, 2010 9 აპრილის შემდეგ, ბევრს ეგონა რუსებზე ნადირობა წავიდოდა, მაგრამ არაფერი ასეთი არ მომხდარა. ხალხმა აღიქვა ეს რუსეთის ხელისუფლების ქმედებათ და არა რუსეთის როგორც ასეთი. ახლაც იგივე სიტუაციაა. რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგაც ძველებურად ცხოვრობენ საქართველოში ეთნიკური რუსები და არავის არ შეუწუხებია ეს ხალხი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted October 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 30, 2010 ახლაც იგივე სიტუაციაა. რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგაც ძველებურად ცხოვრობენ საქართველოში ეთნიკური რუსები და არავის არ შეუწუხებია ეს ხალხი. პრინციპში კი, მაგრამ მე ამ გადამეტებულ ისტერიაზე მაქვს საუბარი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted October 30, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 30, 2010 babuagiorgi მესმის, რომ ეზიზღებათ რუსეთი და შეიძლება ისტერიკაშიც კი ჰქონდეთ ეს ზიზღი გადასული მეთქი. ისიც მაგ თაობის მესმის მხოლოდ, ამ უნახავი ბაჯაჯღანების არა. ერთს დავამატებდი კიდევ. დინამოს სტადიონზე რომ იყო ეროვნული გვარდიის მარში (მგონი მაშინ დაარსდა) იმ სტადიონზე ვიყავი და შენ რომ ავათარი გაქვს, ზუსტად ეგეთი "ზნაჩოკი" მომცეს, ორიგინალი, გვარდიელების და პატარა საწერი ბლოკნოტი, მეწამული დროშის ფერებში გაწყობილი და იგივე გერბით დამშვენებული. ჩემზე ამაყი იქ არ იყო არავინ. იმავე საღამოს ცხოვრებაში პირველი ლექსი დავწერე იმ ბლოკნოტში, რაღაც ზეპატრიოტული. ეჰ...საწყენია უბრალოდ ზოგიერთი კონფორმისტი რომ რუსეთუმეს დაგიძახებს და კაი ვაჟკაც მამულიშვილად გამოგეჭიმება მერე (ამ ფორუმელებს არ ეხებათ). Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted October 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 30, 2010 babuagiorgi მესმის, რომ ეზიზღებათ რუსეთი და შეიძლება ისტერიკაშიც კი ჰქონდეთ ეს ზიზღი გადასული მეთქი. ისიც მაგ თაობის მესმის მხოლოდ, ამ უნახავი ბაჯაჯღანების არა. ერთს დავამატებდი კიდევ. დინამოს სტადიონზე რომ იყო ეროვნული გვარდიის მარში (მგონი მაშინ დაარსდა) იმ სტადიონზე ვიყავი და შენ რომ ავათარი გაქვს, ზუსტად ეგეთი "ზნაჩოკი" მომცეს, ორიგინალი, გვარდიელების და პატარა საწერი ბლოკნოტი, მეწამული დროშის ფერებში გაწყობილი და იგივე გერბით დამშვენებული. ჩემზე ამაყი იქ არ იყო არავინ. იმავე საღამოს ცხოვრებაში პირველი ლექსი დავწერე იმ ბლოკნოტში, რაღაც ზეპატრიოტული. ეჰ...საწყენია უბრალოდ ზოგიერთი კონფორმისტი რომ რუსეთუმეს დაგიძახებს და კაი ვაჟკაც მამულიშვილად გამოგეჭიმება მერე (ამ ფორუმელებს არ ეხებათ). რატო უნდა გიწოდონ რუსეთუმე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted October 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 30, 2010 alexრატო უნდა გიწოდონ რუსეთუმე?აქ, ამ ფორუმზე არა, მაგრამ სხვაგან, იმ საზოგადოებაში სადაც ჭარბობენ ბელადომონები, საკმარისია უბრალოდ ეჭვი გამოთქვა მმართველი ძალის პოლიტიკის ლეგიტიმურობაზე და ეს იარლიყი გარანტირებულად მიწებებული გაქვს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted October 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 30, 2010 (edited) ამერიკა აჭმევთ-აგინებენ რუსებს,ხვალ რუსებმა რომ მისცენ ფული იგივე სასტავი ამერიკის გინებას დაიწყებს, შემიძლია ნიკნეიმებიც ჩამოვთვალო ეგეთEბის, ბრიგადნიკი ბრიგადნიკია იგივე მეძავია, უბრალოდ მისი სხეული არავის არ ჭირდება და ის ვაჭრობს იმით რითიც შეუძლია თუ ასე სძულთ ამ ჩემისებს რუსები რატომ ერთი ტანკი არ ააფეთქეს, კარგი, ერთი რუსი ჯარისკაცისთვსი პანჩური მაინც ამოერტყათ :nekro: არა, არა აქვთ ამისი თავი, ზონდერბრიგადების იმედი აქვთ -იოარაღო ხალხთან აქვთ გული,მაგ მეძავებს, წადით თქვე მეძავეებო, ოეეე, დახოცეთ რუსები თუ რამის #######ი გაქვთ, მაგრამ არა, კომპუტერით ან ტელეგადაცემებში თბილ სავარძელში #######ი რომ გიდევთ ადვილია რუსების გინება, მერე კი ათესვა და თქვენს გამო, ხალხი დაიხოცა, ტერიტორიები დაიკარგა, თქვენ კი ფული გააკეთეთ ამაზე, როგორ იყო როგორრ რუსებს ნიღAბი ჩამოვგლიჯეთო, ნიღბის ჩამოგლეჯისთვის გინდათ საქართველოოო ხო თქვენ კაცჩიებო Edited October 30, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted October 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 30, 2010 თქვენ იქნები პირველები თქვე მეძავეებო, თქვე ისტერიჩკებო რუსებს რომ ჩექმებს ჩAუპროშნით და მატუშკა რასიას რომ უმღერებთ ვინ დაგასწერებთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted October 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 31, 2010 ამერიკა აჭმევთ-აგინებენ რუსებს,ხვალ რუსებმა რომ მისცენ ფული იგივე სასტავი ამერიკის გინებას დაიწყებს, შემიძლია ნიკნეიმებიც ჩამოვთვალო ეგეთEბის, ბრიგადნიკი ბრიგადნიკია იგივე მეძავია, უბრალოდ მისი სხეული არავის არ ჭირდება და ის ვაჭრობს იმით რითიც შეუძლია თუ ასე სძულთ ამ ჩემისებს რუსები რატომ ერთი ტანკი არ ააფეთქეს, კარგი, ერთი რუსი ჯარისკაცისთვსი პანჩური მაინც ამოერტყათ :nekro: არა, არა აქვთ ამისი თავი, ზონდერბრიგადების იმედი აქვთ -იოარაღო ხალხთან აქვთ გული,მაგ მეძავებს, წადით თქვე მეძავეებო, ოეეე, დახოცეთ რუსები თუ რამის #######ი გაქვთ, მაგრამ არა, კომპუტერით ან ტელეგადაცემებში თბილ სავარძელში #######ი რომ გიდევთ ადვილია რუსების გინება, მერე კი ათესვა და თქვენს გამო, ხალხი დაიხოცა, ტერიტორიები დაიკარგა, თქვენ კი ფული გააკეთეთ ამაზე, როგორ იყო როგორრ რუსებს ნიღAბი ჩამოვგლიჯეთო, ნიღბის ჩამოგლეჯისთვის გინდათ საქართველოოო ხო თქვენ კაცჩიებო აუ რა ჯიგარი ხარ ჩემი სათქმელი შენ თქვი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted October 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 31, 2010 არ შეიძლება ვიფიქროთ როგორ უნდა მოვიქცეთ დღეს და რა გზაა ამ ჭაობიდან ამოსასვლელად?რუსეთში მიმდინარე პროცესები უემოციოდ განვიხილოთ და ისე მოვძებნოთ ათვლის წერტილი?!აღარაა ძველი რუსეთი ,არ უნდათ მაგათ ძველი სსრკ, უნდათ ფეხზე დადგნენ და ამიტომ გვიჩალიჩებენ,სხვებს რომ დაანახონ სუსტზე ძალა...არანაირი ქსენოფობია არ მაწუხებს,მხოლოდ სურვილი უკეთესი მომავალ ჰქონდეთ ჩვენს შემდეგ და ამიტომაც არც ხელოვნური რუსოფობია მხიბლავს და არც მცდელობა პეტენის გმირობა გავიმეოროთ.გამოსავალი?სახელმწიფო ინტერესებით ხელმძღვანელი პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერაა...ჰო ვიცი ალასანია მიშას კაცია , ხოლო გუბაზი არასანდო, მაგრამ მხოლოდ ეს 2 პარტიაა, ვისაც რაიმე შეუძლია შეცვალოს და არა რუსეთს რომ აწყობს ისე. არ გამოვა დღეს ისე, რომ რუსეთის და ჩვენი ინტერესები დაემთხვეს,არა. ის ქვეყანა თავისი სტრატეგიული ინტერესებით საზრდოობს, ჩვენ კი ეშმაკებისკენ ვართ . მართლა გგონიათ მიშამ დაბომბა ცხინვალი, გაუჩალიჩეს , შეიტყუილეს ხაფანგში და თავიც მოჭრეს. ამისთვის უნდა მოეკითხოს და არა მძინარე ცხინვალის გაღვიძებისათვის. რუსთან კი მხოლოდ ხელისუფლებამ (ვინც არ უნდა იყოს ის !!!) უნდა ისაუბროს. ოპოზიციის საქმეა შიდაპოლიტიკაში მოსახლეობას ალტერნატივა შესთავაზოს,თან არ დაუშვას იყოს უარესი. მე ჩემს პრობლემებზე რომ მოგიყვეთ , მენდე არ გესიამუვნებათ. ასე სასოოწარკვეთილი არასდროს ვყოფილვარ,მაგრამ ისიც ვიცი, ამ ქვეყანას ცვლილებები ესაჭიროება და არა გოდება. რა ვქნათ ჰა?შევაფურთხოთ ყველაფერს , რუსები შევიყვაროთ...კაცოუ, არ შეგიყვარებს აქით , ხოლო ცალმხრივი სიყვარული არ გამიგია რა. არაა ეს გზა. რუსს სახელმწიფო პოლიტიკა უნდა დაანახო, სწორი აქცენტები,სვლები , ხოლო ბურჯიოკობა ეს ინდივიდუალური ლიზუნობაა, უნდათ შეუძვრნენ მტერს ...მეტი არაფერი. არ მითხრათ ქვეყანაზე ფიქრობენო . 2 ჯერ 2 4ია რა , ხოლო თაობა არაფერ შუაშია . თუ ვერ გაიგებთ, განგიმარტავთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Marta1 Posted October 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 31, 2010 რა გიკვირთ ამ პატარა ბავშვების რადიკალიზმის, ადრეულ ასაკში ემოციები მეფობენ გონებაზედ,9 აპრილის მერე რამდენიმე წელი რუსულად ვერ ვმეტყველებდი, საერთოდ დამავიწყდა,ეს შემთხვევა სავსებით ბუნებრივია შინაგანი ემოციური პროტესტის ფონზე. ემოციები მართავენ პატარებს. ჭკუაში რომ ჩაჯდებიან და გონებით იცხოვრებენ,მერე მიხვდებიან, რომ ყოველგვარი რადიკალიზმი ემოციურად გაუწონასწორებელი ადამიანის ქცევის შედეგია.რა ვქნათ ახლა, გავიმეტოთ და გავყაროთ(თუ გავყარეთ ) თუ დაველოდოთ მაგათ დაბრძენებას.თავისით არ წავლენ, ძალაუფლების ტკბობაში არიან. არადა ამ უგონობით ბევრ სისულელეს აკეთებენ....არ ვიცი, არ ვიცი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 31, 2010 შევაფურთხოთ ყველაფერს , რუსები შევიყვაროთ...კაცოუ, არ შეგიყვარებს აქით , ხოლო ცალმხრივი სიყვარული არ გამიგიაროგორ არ გაგიგია, სახეზეა აგერ ამ თემაში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted October 31, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 31, 2010 lasha_alo ყველაფერში გეთანხმები ლაშა. უბრალოდ როგორც ცანს კარგად ვერ გაიგე ეს თემა რაზეა. იმაზე კი არ არის რუსეთი გადაგვარჩენს-თქო, არც იმაზე რო სიტყვაზე ნოღაიდელი ან ბურჯანაძე არ გალანძღონ.მე ორ რამეზე ვაკეთებ აქცენტს: 1. ისტერიაზე - "მელოჩ ნო პრიატნოზე" ათასობით გვერდს რომ მოიცავს და ზარ-ზეიმით რომ აღნიშნავენ რუსეთში სადმე ხანძრის გაჩენას, ხიდის ჩანგრევას და ამაზე გაცილებიტ ხსჰირად საუბრობენ ვიდრე იმ უკანონობაზე რეებიც აქ ხდება ხელისუფლების მხრიდან; უკიდეგანოდ ლანძღვას ყველასი და კოლაბორაციონიზმსა და სამშობლოს ღალატში დადანაშაულებას, ვინც კი უბრალოდ ღიად და დაუფარავად იტყვის რომ ეს ისტერია უნდა შეწყდეს და ურთიერთობის დარეგულირებაა ასჭირო რაციონალური მოსაზრებებიდან გამომდინარე ( და არა რამე შეთქმულებას აწყობს საკუთარი ქვეყნის საზიანოდ და მტრის სასარგებლოდ). 2. იგივე რაციონალური მოსაზრებების უარყოფაზე - იმის არ გააზრებაზე, რომ რუსეთთან ასეთი ისტერიული პოლიტიკის გატარება და ამ ხელისუფლების ატანა გაცილებით წამგებიანია სახელმწიფოსთვის, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტების ნგრევის, ისე ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ვიდრე გიენებივით შორიდან ხარხარი და ტკბობა იმ ქვეყნის ყველა უბედურებაზე და ამით ამ დამნაშავე ხელისუფლების ტახტის გაძლიერება და წაქეზება + პროცესის უკეთესობისკენ დარეგულირების დამუხრუჭება. Saturn შენა, აგიკრძალო ჩემი პოსტების დაკომენტარება? დამღალა შენმა უკიდეგანო ცინიზმმა და უკბილო ხუმრობებმა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 31, 2010 analginაგიკრძალო ჩემი პოსტების დაკომენტარება?რომელი წესის თანახმად ამიკრძალავ ისიც მიუთითე ;) ჩემი კომენტარები არაფერი არაა იმასთან შედარებით, რასაც პროლეტარი აკეთებს ამ ფორუმზე. მაგრამ იქ დუმხართ. ასე რომ როგორც რუსები იტყვიან "სამ ზავარილ კაშუ, სამ ი რასხლიობივაი" Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.