მდა Posted December 20, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2008 ვასილ პეტრიაშვილი (1842-1908) http://s44.radikal.ru/i106/0812/33/2d010c06958e.jpg გამოჩენილი ქართველი ქიმიკოსი. დაიბადა სოფელ წალასყურში (გარდაბნის რაიონი). 1865 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია და ჩაირიცხა ნოვოროსიის უნივერსიტეტში (ოდესა), იურიდიულ ფაკულტეტზე. იმავე წელს ქიმიით დაინტერესდა და გადავიდა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა იქვე, ტექნიკური ქიმიის ფაკულტეტზე. 1874 წლიდან - დოცენტი, 1879 წლიდან - პროფესორი. 1905-07 წლებში იყო ნოვოროსიის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი, 1907 წლიდან კი - ამავე უნივერსიტეტის დეკანი. პეტრიაშვილი მუშაობდა ორგანული ქიმიის დარგში. შეისწავლა მრავალი აზონაერთი და დაადგინა მათი აგებულება. მის შრომათა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოქსი და დიოქსიმალონმჟავათა აღნაგობის დადგენა. ვასილმა დაამტკიცა, რომ ნახშირბადის ერთ ატომთან შეიძლება არსებობდეს ჰიდროქსილის ორი ჯგუფი, ეს ეწინააღმდეგებოდა არსებულ შეხედულებებს და პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა ორგანული ქიმიისათვის. ვასილ პეტრიაშვილი დიდად იყო დაინტერესებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ტექნოლოგიითა და აგროქიმიის საკითხებით. მას ეკუთვნის ფუნდამენტური ნაშრომი "ძმრის წარმოება", მრავალი სამეცნიერო სტატია მევენახეობისა და მეღვინეობის საკითხებზე. ვასილი აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ პერიოდულ პრესასთან - გაზეთ "დროებაში" აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე, ეწეოდა მეცნიერების პოპულარიზაციას. როგორც მისი წერილებიდან ჩანს, იგი თავისი შეხედულებებით ახლოს იდგა თერგდალეულებთან. მას ასევე აქვს ბელეტრისტული ნაშრომებიც. ვასილ პეტრიაშვილს ურთიერთობა ჰქონდა მრავალ გამოჩენილ ქართველ მოღვაწესთან: ა. წერეთელთან, ი. გოგებაშვილთან, ნ. ნიკოლაძესთან, ს. მესხთან და სხვა. გარდაიცვალა 1908 წელს. დაკრძალულია ჩეხეთში, ქალაქ კარლოვი-ვარში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.