მდა Posted December 20, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2008 კონსტანტინე პიპინაშვილი (1912-1969) http://s47.radikal.ru/i115/0812/f2/f730f3273f21.jpg ქართველი კინორეჟისორი კონსტანტინე პიპინაშვილი დაიბადა ქალაქ ქუთაისში 1912 წლის 2 ოქტომბერს. 1930-1931 წლებში მუშაობდა მოძრავ საკოლმეურნეო თეატრში ელექტრომექანიკოსად. 1931-1932 წლებში კი - "სახკინმრეწვში" ნახატი და მულტფილმების საამქროს მხატვრად. 1936 წელს დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი, ხოლო 1939 წელს - ორწლიანი კინოაკადემიის სარეჟისორო ფაკულტეტი (მისი პედაგოგი იყო სერგეი ეიზენშტეინი). გადაიღო ფილმები: "ქაჯანა" (ნ. ლომოურის ნაწარმოების მიხედვით 1941), "ხიდი" (1942), "ოქროს ბილიკი" (1945), "აკაკის აკვანი" (1947), "ორი ოკეანის საიდუმლოება" (1955), "მაიაკოვსკი იწყებოდა ასე" (1958), "სად არის შენი ბედნიერება, მზია" (1959), "ზღვის შვილები" (1964) და სხვა. დაჯილდოებულია "საპატიო ნიშნის ორდენითა" და მედლებით. 1961 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მოღვაწის, ხოლო 1967 წელს - საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება. გარდაიცვალა 1969 წელს ქალაქ თბილისში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.