Jump to content
Planeta.Ge

ჟამთააღმწერელი (XIV საუკუნე)


Recommended Posts

ჟამთააღმწერელი (XIV საუკუნე)

 

http://s60.radikal.ru/i170/0812/62/5c9cc4d835d2.jpg

 

XIV საუკუნის ანონიმი მემატიანე, "ქართლის ცხოვრების" ერთ-ერთი ნაწილის ავტორი. ვარაუდობენ, რომ გიორგი ბრწყინვალის თანამედროვე უნდა ყოფილიყო. დაწერილი აქვს საქართველოს ისტორია XIII საუკუნის 10-იანი წლებიდან XIV საუკუნის 10-იან წლებამდე. მისი თხზულება ერთ-ერთ საუკეთესოა "ქართლის ცხოვრებაში". წარმოშობით მესხი უნდა ყოფილიყო. თ. ჟორდანიას აზრით, ის ვარძიელი ბერი იყო, რომელმაც გააერთიანა და გადაამუშავა სარგის და ბექა ჯაყელების მიერ დაწერილი მატიანეები. კ. გრიგოლია კი ფიქრობს, რომ ის მაწყვერელი უნდა ყოფილიყო.

 

ჟამთააღმწერელი გვაწვდის მონღოლთა ბატონობის პერიოდის ამსახველ მრავალ ცნობას, გამოირჩევა სიზუსტით, წყაროებისადმი კრიტიკული დამოკიდებულებით, ეპოქათა ანალიზით. იყენებს ბერძნულ-ბიზანტიურ, სპარსულ, სომხურ წყაროებს. ქართულ ისტორიოგრაფიაში პირველად სწორედ მის თხზულებაში ვხვდებით სიგელებისა და სხვა საბუთების გამოყენების შემთხვევებს.

 

"ჟამთააღმწერლობა ჭეშმარიტების მეტყველება არს" - აღნიშნავს მემატიანე და მეფე-დიდებულთა კრიტიკასაც არ ერიდება. ქვეყნის დაკნინების მიზეზად ქართველთა სამ მანკიერებას მიიჩნევს: "გემოთ-მოყვარება, ვერცხლის-მოყვარება და დიდების მოყვარება".

 

მემატიანის თხზულება, საისტორიო მნიშვნელობასთან ერთად, დახვეწილი თხრობისა და მხატვრული ხედვის ჩინებული ნიმუშია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...