newstudio Posted October 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2010 "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია იმერეთის რეგიონში შექმნილ მდგომარეობას საგანგაშოს უწოდებს და 2011-12 წლებისთვის ქვეყანაში სოციალურ აფეთქებას არ გამორიცხავს. ალასანიამ იმერეთში გამართული შეხვედრები დღეს, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე შეაჯამა და ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობის მიმართ უყურადღებობისთვის გააკრიტიკა. პარტიის ლიდერის განცხადებით, იმერეთში ყოფნისას მან წყალტუბოს რაიონის სოფლები – ფარცხანაყანები, გეგუთი, მაღლაკი და ქვილიშორი მოინახულა, სადაც ადგილობრივების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ინდივიდუალური გამრიცხველიანებაა, რის გამოც ისინი გაზრდილ გადასახადს – კილოვატზე 21 თეთრს იხდიან."ხშირია შემთხვევები, როდესაც ადგილობრივი ენერგოკომპანია გეგმის შესრულებას მოსახლეობისთვის ჯარიმების დაწესებით ცდილობს", - აღნიშნა მან.მისივე ცნობით, აღნიშნულ სოფლებში წლების მანძილზე არ აქვთ სარწყავი წყალი, სოფლის დახმარების პროგრამით გამოყოფილი თანხები კი არამიზნობრივად დაიხარჯა. ამასთან, ტექნიკის უქონლობის გამო, დაუმუშავებელია სასოფლო-სამეურნეო მიწების 70 პროცენტი. "სოფლებში არ არის გზა და გაზიფიკაცია. ზამთარი ახლოვდება, გლეხებს კი შეშის მოჭრის უფლებას არ აძლევენ. ვიყავით ისეთ ოჯახშიც, რომელიც ორი წელია ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი და ამ პრობლემას მათ არავინ უგვარებს; მოსახლეობა პრობლემებს პენსიის აღების დროსაც აწყდება – მათ პენსიის ურიგოდ ან დროზე ადრე აღებისთვის დამატებით გადასახადს თხოვენ. გაუარესებულია ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ადგილობრივებს მინიმალური სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება არ აქვთ", - აღნიშნა ალასანიამ. მისივე თქმით, მსგავს უმძიმეს მდგომარეობაში უხდებათ არსებობა წყალტუბოს სანატორიუმებში და დასახლება ~ცხუმში~ მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს, რომლებსაც ხელისუფლება მიწების დაკანონებასაც კი უჭიანურებს.A~სოციალური დონე ამ რაიონებში ტრაგიკულია. თავად ადგილობრივები წყალტუბოს ~უბედურების ზონას~ უწოდებენ~, - განაცხადა ალასანიამ და აღნიშნა, რომ ეს არის ის რეალობა, რომელსაც არც ერთი ნაციონალური ტელეარხი არ აშუქებს. --- მე მგონი აფეთექბა 2010-შიც მოხდება... იმდენად რეაქტიულად იღებს ერთი მეორეზე უკუღმართ გადაწყვეტილებებს ხელისუფლება//.// Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dariala Posted October 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2010 მარტო მაგ სოფლებში კი არა იმერეთში თითქმის ყველგან ანალოგიური მდგომარეობაა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted October 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2010 ფარცხანაყანები,ეს ფარცხანაყანები რატომღაც ჩემთვის ისე ჟღერს როგორც ბადენ-ბადენი რავი აბა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
proletari Posted October 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2010 (edited) "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია იმერეთის რეგიონში შექმნილ მდგომარეობას საგანგაშოს უწოდებს და 2011-12 წლებისთვის ქვეყანაში სოციალურ აფეთქებას არ გამორიცხავს. ალასანიამ იმერეთში გამართული შეხვედრები დღეს, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე შეაჯამა და ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობის მიმართ უყურადღებობისთვის გააკრიტიკა. პარტიის ლიდერის განცხადებით, იმერეთში ყოფნისას მან წყალტუბოს რაიონის სოფლები – ფარცხანაყანები, გეგუთი, მაღლაკი და ქვილიშორი მოინახულა, სადაც ადგილობრივების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ინდივიდუალური გამრიცხველიანებაა, რის გამოც ისინი გაზრდილ გადასახადს – კილოვატზე 21 თეთრს იხდიან."ხშირია შემთხვევები, როდესაც ადგილობრივი ენერგოკომპანია გეგმის შესრულებას მოსახლეობისთვის ჯარიმების დაწესებით ცდილობს", - აღნიშნა მან.მისივე ცნობით, აღნიშნულ სოფლებში წლების მანძილზე არ აქვთ სარწყავი წყალი, სოფლის დახმარების პროგრამით გამოყოფილი თანხები კი არამიზნობრივად დაიხარჯა. ამასთან, ტექნიკის უქონლობის გამო, დაუმუშავებელია სასოფლო-სამეურნეო მიწების 70 პროცენტი. "სოფლებში არ არის გზა და გაზიფიკაცია. ზამთარი ახლოვდება, გლეხებს კი შეშის მოჭრის უფლებას არ აძლევენ. ვიყავით ისეთ ოჯახშიც, რომელიც ორი წელია ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი და ამ პრობლემას მათ არავინ უგვარებს; მოსახლეობა პრობლემებს პენსიის აღების დროსაც აწყდება – მათ პენსიის ურიგოდ ან დროზე ადრე აღებისთვის დამატებით გადასახადს თხოვენ. გაუარესებულია ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ადგილობრივებს მინიმალური სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება არ აქვთ", - აღნიშნა ალასანიამ. მისივე თქმით, მსგავს უმძიმეს მდგომარეობაში უხდებათ არსებობა წყალტუბოს სანატორიუმებში და დასახლება ~ცხუმში~ მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს, რომლებსაც ხელისუფლება მიწების დაკანონებასაც კი უჭიანურებს.A~სოციალური დონე ამ რაიონებში ტრაგიკულია. თავად ადგილობრივები წყალტუბოს ~უბედურების ზონას~ უწოდებენ~, - განაცხადა ალასანიამ და აღნიშნა, რომ ეს არის ის რეალობა, რომელსაც არც ერთი ნაციონალური ტელეარხი არ აშუქებს. --- მე მგონი აფეთექბა 2010-შიც მოხდება... იმდენად რეაქტიულად იღებს ერთი მეორეზე უკუღმართ გადაწყვეტილებებს ხელისუფლება//.// არ მჯერა. ჯერ ერთი ეს ხალხი ძალზედ ბედნიერია, რამეთუ მათი წუწუნი ჯერ არ გამიგია. მეორეც ჯერ ჯერობით ალასანიას არცერთი წინასწარმეტყველება არ გამართლებულა და იქნეებ მოეშვას ასეთი განცხადებების გაკეტებას Edited October 29, 2010 by proletari Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dariala Posted October 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2010 proletariმაპატიეთ - ბედნიერებაში რას გულისხმობთ? ანუ რითაა იმერეთში ხალხი ბედნიერი მაინც? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gendolf Posted October 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2010 ეს ფარცხანაყანები რატომღაც ჩემთვის ისე ჟღერს როგორც ბადენ-ბადენი რავი აბა ეგ მიშას არ შეუმჩნევია ეტყობა თორემ დაიწყებდა ფარცხანაყანები აღმოსავლეთევროპული ბადენბადენი :018: darialaმაპატიეთ - ბედნიერებაში რას გულისხმობთ? ანუ რითაა იმერეთში ხალხი ბედნიერი მაინც? თუ არ აპროტესტებს და ამბობს რომ უბედურია ინდუქციის მეთოდით ბედნიერი გამოდის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dariala Posted October 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2010 რა თქმა უნდა - ვინც არ ყოფილა იმერეთში, მაგალითად ჭიათურაში ვერ იგრძნობს რა არის ბედნიერება - რომ ჩახვალ, გასცდები საჩხერეს და რომ გაივლის მარგანეცით დატვირთული კრაზი და რომ შემოგაფრქვევს კეთილსურნელებას... წყალს რომ მოუშვებ ონკანიდან და ისეთი მოდის - რომ გაყიდო 100 დოლარს მაინც მოგცემენ ლიტრაში იმდენი მარგანეცია შიგ. რა ჯობია - საბაგიროში რომ ხარ და ამ დროს დენი რომ წავა და ორი საათი რომ ხარ გაკონწიალებული 200 მეტრის სიმაღლეზე... ყოველ დღე რომ მიჩუქჩუქებს შავი ოქროთი დატვირთული კილომეტრიანი მატარებელი, რომელსაც მიშას ჯიბეში ასი ათასები შეაქვს და ამ დროს ბუნება რომ ნადგურდება და ქალაქი რომ ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზეა - ეს არავის აინტერესებს... უფსკრულები რომაა გაჩენილი ქალაქის გარეუბნებში ამ მარგანეცის ექსპორტიორებისგან, წვიმა რომ მოვა იიისე საყვარლად ითხაპნება შავი ტალახი - კოცნა მოგინდება ადამიანს - კიდევ რამდენი რამ ვთქვა აღარ ვიცი - ამდენი ბედნიერებისგან ენა მაქვს დაბმული Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gendolf Posted October 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2010 darialaიმერულ ბედნიერებას ყოველდღე ვხედავ ქუთაისში წყლის და ელექტროენერგიის პრობლემა ჯერკიდევაა სოფლებში ქარი წვიმა ან ამინდის ნებისმიერი შეცვლა და დენი უვადოდ მიდისუბრალოს პარადოქსი ისაა რომ ხალხი აინც არ გამოხატავს უკმაყოფილებას და მაინც მმარტველ გუნდს უკრავს ტაშს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dariala Posted October 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2010 darialaიმერულ ბედნიერებას ყოველდღე ვხედავ ქუთაისში წყლის და ელექტროენერგიის პრობლემა ჯერკიდევაა სოფლებში ქარი წვიმა ან ამინდის ნებისმიერი შეცვლა და დენი უვადოდ მიდისუბრალოს პარადოქსი ისაა რომ ხალხი აინც არ გამოხატავს უკმაყოფილებას და მაინც მმარტველ გუნდს უკრავს ტაშსტაშს უკრავს კი არა - მიშა რომ იყო ჭიათურაში ჩამოსული იმდენი ხალხი იყო თაყვანსაცემად - როლინგ სტოუნზის კონცერტი გეგონებოდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gendolf Posted October 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2010 ტაშს უკრავს კი არა - მიშა რომ იყო ჭიათურაში ჩამოსული იმდენი ხალხი იყო თაყვანსაცემად - როლინგ სტოუნზის კონცერტი გეგონებოდა ესეიგი კმაყოფილია :018: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2010 გასაგებია,მაგრამ ვინ უნდა მისცეს სპიჩკა,რომ აფეთქდეს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 29, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2010 darialaმარტო მაგ სოფლებში კი არა იმერეთში თითქმის ყველგან ანალოგიური მდგომარეობაა სადაც იყო, ის ამბავი მოყვა...lasha1997გასაგებია,მაგრამ ვინ უნდა მისცეს სპიჩკა,რომ აფეთქდეს?გამოჩნდება ვინმე... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 29, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2010 http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=maestro&seekTime=29-10-2010%2022:02 ა;ასანია პირდაპირ ეთერშია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted October 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2010 darialagendolfრაც ეხლა მე წავიკითხე თუ მართალია ( არადა მჯერა) და ეს ხალხი მაინც კმაყოფილია უარესი უნდა უქნანარ ვარ ბოროტი მაგრამ, თუ ადამიანები ვერ ხვდებიან ვინ და რა არის მათი გაუსაძლისი მდგომარეობის მიზეზი, უარესის ღირსები ყოფილან ( ვყოფილვართ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Achiko1972 Posted October 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 29, 2010 და ეს კონკრეტულად იმერეთი რა შუაშია? სხვა რომელიმე კუთხეში გგონიათ რომ უკეთესი სიტუაციაა??? პირიქით, სწორედ იმერეთია საქართველოში ეკონომიკურად ერთ-ერთი აქტიური რეგიონი და მანდ ცხოვრების დონე, სხვა არაერთ რეგიონთან შედარებით ბევრად უკეთესია. (ღმერთმა ხელი მოუმართოთ, ათჯერ უკეთ თუ იქნებიან, კიდევ მეტად გამეხარდება). Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.