მდა Posted December 20, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2008 ზურაბ ჟვანია (1963-2005) http://s54.radikal.ru/i145/0812/ee/5478d419a6ce.jpg ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 1985 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი და ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად ჩამოაყალიბა ეკოლოგიური ასოციაცია, რომლის ბაზაზეც 1988 წელს შეიქმნა მოძრაობა "საქართველოს მწვანეები". ამ მოძრაობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ზურაბ ჟვანია. 1992 წელს ჟვანია გახდა ევროპელ "მწვანეთა" პირველი თანათავმჯდომარე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. ამავე წელს ქვეყნის სათავეში მოვიდა ედუარდ შევარდნაძე, რომელმაც ჩამოაყალიბა "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", რომლის გენერალურ მდივნადაც ზ. ჟვანია იქნა არჩეული. 1995-1999 წლებში ჟვანია უკვე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იყო. მისი თავმჯდომარეობის პერიოდში პარლამენტის მიერ პირველად პოსტსაბჭოთა სივრცეში შეიქმნა სრულებით ახალი საკანონმდებლო სისტემა, რომელიც ეფუძნებოდა დემოკრატიას, ადამიანის უფლებების დაცვასა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს. 1999 წლის 27 აპრილს ზურაბ ჟვანია სიტყვით წარსდგა ევროსაბჭოს წინაშე, სადაც საჯაროდ განაცხადა: "მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი". ბევრი თვლის, რომ სწორედ ეს სიტყვები ასახავს ზუსტად საქართველოს ისტორიული ბედის ჟვანიასეულ ხედვას. 2001 წლის ოქტომბერში ზურაბ ჟვანია გადადგა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან და დაუპირისპირდა პრეზიდენტ ე. შევარდნაძის მთავრობას. 2002 წელს მან დატოვა "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი" და თანამოაზრეებთან ერთად ჩამოაყალიბა ოპოზიციური პარტია "გაერთიანებული დემოკრატები". "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2003 წელს, ახალი პარლამენტის მიერ ჟვანია დამტკიცდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ხოლო 2004 წლის 18 თებერვალს - პრემიერ-მინისტრის პოსტზე. ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა 2005 წლის 3 თებერვალს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.