მდა Posted December 20, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2008 ვლადიმერ ჟღენტი (1891-1972) http://s44.radikal.ru/i103/0812/8d/7937461561ea.jpg შეისწავლიდა ინფექციურ სნეულებებს, ონკოლოგიის, კარდიოანგიოპათოლოგიის, გერონტოლოგიის, ასევე საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და საქართველოს მედიცინის ისტორიის საკითხებს. ქართველი პათოლოგ-ანატომი, პათოლოგიური ანატომიის ფუძემდებელი საქართველოში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. 1914 წელს დაამთავრა ნოვოროსიის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1922-1972 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (1930 წლიდან სამედიცინო ინსტიტუტის) პათანატომიის კათედრის გამგე. ჟღენტმა დააარსა პათოლოგ-ანატომიის კათედრები ზოოვეტსა (1932-1946) და თბილისის ექიმთა დახელოვნების (1935-1947) ინსტიტუტებში, ასევე სასამართლო მედიცინის კათედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1925), რომელსაც თავადვე განაგებდა. 1932-1959 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე (1945 წლიდან - პრორექტორი), 1954-1958 წწ. თავმჯდომარეობდა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო სამეცნიერო საბჭოს. ვლადიმერ ჟღენტი შეისწავლიდა ინფექციურ სნეულებებს, ონკოლოგიის, კარდიოანგიოპათოლოგიის, გერონტოლოგიის, ასევე საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და საქართველოს მედიცინის ისტორიის საკითხებს. მან ქართულ ენაზე შეადგინა პათოლოგიური ანატომიის პირველი სახელმძღვანელოები, მანვე დააარსა საქართველოს პათოლოგ-ანატომთა სამეცნიერო საზოგადოება (რომელსაც ჟღენტის გარდაცვალების შემდეგ მისი სახელი მიენიჭა) და იყო მისი თავმჯდომარე. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.