Jump to content
Planeta.Ge

კოსტა ხეთაგუროვი (1859-1906)


Recommended Posts

კოსტა ხეთაგუროვი (კონსტანტინე ხეთაგათი) 1859-1906

 

http://s57.radikal.ru/i158/0812/3b/5ffb0a38f16f.jpg

 

პოეტი, მხატვარი და საზოგადო მოღვაწე. ოსური ლიტერატურის ფუძემდებელი.

 

1871-81 წლებში ხეთაგუროვი სწავლობდა სტავროპოლის გიმნაზიაში, შემდეგ კი - პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში, თუმცა, უსახსრობის გამო იძულებული გახდა სწავლა მიეტოვებინა და ოსეთში დაბრუნებულიყო, სადაც შეუდგა შემოქმედებით მოღვაწეობას. ანტიცარისტული ქმედებებისთვის პოეტი ორჯერ იყო გადასახლებული. 1903 წელს კოსტა მძიმედ დაავადდა და შეწყვიტა შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობა.

 

პოეტი რუსულსა და ოსურ ენებზე წერდა ლექსებს, მოთხრობებს, პიესებსა და სტატიებს. ბეჭდვითი ორგანოს არარსებობის გამო მისი ნაწარმოებები ხალხში ზეპირად ვრცელდებოდა. რუსულ ენაზე დაწერილი მისი თხზულებები იბეჭდებოდა გაზეთებში "სევერნი კავკაზი", რომლის ფაქტობრივი რედაქტორიც თავად გახლდათ და "კაზბეკ"-ში.

 

კოსტა ხეთაგუროვს ეკუთვნის პოემები: "ყუბადი", "მწყემსად", "ფატიმა" და სხვა. მან დაამკვიდრა ოსურ ლიტერატურაში რეალიზმის პრინციპები. მისი შემოქმედების ძირითადი თვისებაა ნოვატორობა.

 

კოსტა ხეთაგუროვი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ქართველ ხალხთან. ის პირადად იცნობდა ა. ყაზბეგს, მ. ყიფიანს, დ. არაყიშვილს, ი. იმედაშვილსა და სხვებს. ხეთაგუროვი სწავლობდა ქართულ ენას და განსაკუთრებულად უყვარდა ქართული ხალხური მუსიკა.

კოსტას ფერწერული ტილოები რამდენჯერმე იყო გამოფენილი ვლადიკავკაზსა და სხვა ქალაქებში. ქართული პრესის განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია მის მიერ შექმნილმა წმინდა ნინოს პორტრეტმა. ხეთაგუროვის თხზულებები თარგმნილია ქართულსა და მსოფლიოს სხვადასხვა ენებზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ანეგდოტი იცით ამაზე?

 

 

ჩვენ ოსებს ბევრი გამოჩენილი ადამიანი გვყავდა, მაგალითად კოსტა ხეთაგუროვი და სხვა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...