lasha_alo Posted October 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 28, 2010 მოქალაქეთა კავშირის ფორმირების შედეგად საქართველოში დამყარდა სიმბოლური მრავალპარტიული მმართველობა . მმართველი პარტია იზავებს სახელმწიფოს გადამჩენებლის როლს,სარგებლობს ყველა პრივილეგიით და არ არსებობს არანაირი კონკურენცია. მხოლოდ ოპოზიციურ პარტიებს თუ შეუძლიათ ერთმანეთთან პაექრობა. დანარჩენი გადაწყვეტილია,რადგანაც ადგილობრივი ბიზნესი მთლიანად კონტროლირდება ,ხოლო რამდენიმე რისკიანი ბიზნესმენი ფონს ვერ ქმნის.ვერც სახელმწიფო დახმარება ვერ შეცლის ამინდს.აქაც ხელისუფლება მუდმივად მეტ შეღავათს იღებს. ამრიგად ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას მოუწევს ცხრა ნაბიჯით გაუსწროს მონოპოლისტებს ,რომ მიიღოს მაქსიმუმ 15-20 პროცენტი.,ხოლო გამარჯვებაზე ფიქრიც კი ფანტასტიკის სფეროა. ამიტომაც პროცესები გადადის ქუჩაში,ხოლო საკანონმდებლო ორგანოში დებატების წარმოება საზოგადოებაში ნიჰილიზმს წარმოშობს.აზრი? ყველაფერი ხომ გადაწყვეტილია? კონკურენციის შექმნა შეუძლია მხოლოდ გარე ძალებს ,რაც ანომალიაა და დაუშვებელი. ამდენად პარლამენტის როლის ზრდის პირობებში, ეს მომენტი ფატალური შესაძლებელია აღმოჩნდეს. შეიცვალოს ლიდერის პერსონა ,მაგრამ უცვლელად დარჩეს სისტემა .კითხვები: 1)თვლით თუ არა ,რომ ამ ტიპის მმართველობა სასარგებლოა ქვეყნისათვის ანუ ამართლებთ ნაციონალური მოძრაობის დიდ ფორას ? 2) რა შეიძლება გაკეთდეს ჯანსაღი პოლიტიკური ისტიბლიშმენტისა და ელიტის შესაქმნელად ? 3)არსებობს თუ არა შესაძლებლობა ავიცდინოთ ატომიზირებული მრავალპარტიულობა და ჩამოყალიბდეს რამდენიმე ,სხვადასხვა სოციალური ინტერესის მქონე პარტია? 4) პარტიები ითვლებიან ლამის ეშმაკის მოციქულებად, ხოლო მათი ფუნქციონალური დანიშნულება არ ანალიზდება. მხოლოდ წყევლაა დამკვიდრებული მეთოდოლოგია. იდეაში როგორი უნდა იყოს ასეთი გაერთიანება ,რომ აჯობოს არცთუ უშეცთომო ელიტას? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted October 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 28, 2010 lasha_alo1)თვლით თუ არა ,რომ ამ ტიპის მმართველობა სასარგებლოა ქვეყნისათვის ანუ ამართლებთ ნაციონალური მოძრაობის დიდ ფორას ?არ ვთვლი და არც ვამართლებ. 2) რა შეიძლება გაკეთდეს ჯანსაღი პოლიტიკური ისტიბლიშმენტისა და ელიტის შესაქმნელად ?ეს კითხვა დიდი ხანია არსებობს. მასზე პასუხის გამცემიც მგონი საკმაოდ იყო, მაგრამ არც ერთი რეცეპტი არ მუშაობს (ყოველ შემთხვევაში დღემდე). მიზეზი ჩემი აზრით იმაშია, რომ პოლიტიკა საქართველოში ყველაზე წარმატებული ბიზნესია და მათთვის კი, ვისაც რეალური საქმის გაკეთება არ ძალუძს გამდიდრების ერთადერთი საშუალებაა. 3)არსებობს თუ არა შესაძლებლობა ავიცდინოთ ატომიზირებული მრავალპარტიულობა და ჩამოყალიბდეს რამდენიმე ,სხვადასხვა სოციალური ინტერესის მქონე პარტია?არ არსებობს, რადგან ეს დამოკიდებულია საზოგადოების განვითარების დონეზე და ჩვენი საზოგადოება კი ამ მხრივ ძალიან მოუმზადებელია. 4) პარტიები ითვლებიან ლამის ეშმაკის მოციქულებად, ხოლო მათი ფუნქციონალური დანიშნულება არ ანალიზდება. მხოლოდ წყევლაა დამკვიდრებული მეთოდოლოგია.ეს, უმეტესწილად თვითონ პარტიების პრობლემაა, რომლებსაც არც მკაფიო პროგრამა და არც მოქმედების სტრატეგია აქვთ.ეშმაკთან არ უნდა დაიჭირო საქმე და არ ჩაგთვლიან ეშმაკის მოციქულად. იდეაში როგორი უნდა იყოს ასეთი გაერთიანება ,რომ აჯობოს არცთუ უშეცთომო ელიტას? ყველაფერს რასაც აქვს დასაწყისი, აქვს ბოლოც. ნაციონალების ბოლოც დადგება და ეჭვი არ მეპარება ვიღაცა დაიბრალებს მათი პოლიტიკური არენიდან გაძევებას. მერე კი დაიწყება ახალი მხსნელის ეპოქა. აი აქ გამოჩნდება საზოგადოების განვითარების დონე, გამოჩნდება ვისწავლეთ რამე თუ ისევ მონური სულის მატარებლებად დავრჩით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted October 28, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 28, 2010 Lo Jankoგავაანალიზოთ პარტიის დილემა (ზოგადად)ა) შექმენი პარტია, მიდიხარ გამწვავებაზე.......ბრრრრ შესაძლებელია გამარგინალდე, თავი დაკარგო და კისერიც წაიტეხო +ქუჩის აქციების ნეგატივი შენ დაგბრალდება; ანანაცვლებ ნაციონალურ მოძრაობას ,იმეორებ ვარდების პუტჩს წრე კი რჩება.... ბ) მიდიხარ პარლამეტში, პიარს იკეთებ , აქტიურობ , ცოტა ფრთხიულობ ...მაგრამ მაშინ ეშმაკთან შეკრულის იმიჯიც გექმნება და გარიგებულის. გ) ნაცების კმაყოფაზე ხარ თორთლაძე სადაც არ წახვალ, ტყვია გხვდება მაინც Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.