Jump to content
Planeta.Ge

საქართველოში ყველაზე მდიდარ პოლიტიკოსად მიხეილ სააკაშვილი დასახელდა


Recommended Posts

გაზეთ "კვირის პალიტრის" 18-21 ოქტომბრის გამოკითხვის თემას – "მდიდარი პოლიტიკოსი" – 429 რესპონდენტი გამოეხმაურა. კითხვა ასეთი იყო: "თქვენი აზრით, ვინ არის ყველაზე მდიდარი პოლიტიკოსი საქართველოში?"

მკითხველს რედაქციის მიერ შეთავაზებული ჩამონათვლის მიხედვით უნდა შეედგინა რეიტინგი, სადაც მაქსიმალური შეფასებაა 9, ხოლო მინიმალური - 1 ქულა.

გამოკითხვის სპეციფიკიდან გამომდინარე, რეიტინგული მაჩვენებელი წარმოადგენს საშუალო ქულას, რომლის მიხედვითაც შედგა რეიტინგი:

 

1. მიხეილ სააკაშვილი 8.20

2. ვანო მერაბიშვილი 6.81

3. ნინო ბურჯანაძე 5.87

4. გიგი უგულავა 5.67

5. ზურაბ ადეიშვილი 4.53

6. ზურაბ ნოღაიდელი 4.52

7. რუსუდან კერვალიშვილი 4.29

8. ირაკლი ოქრუაშვილი 2.89

9. დავით გამყრელიძე 2.23

 

http://new.interpressnews.ge/ge/sociologiuri-kvlevebi/148578-saqarthveloshi-yvelaze-mdidar-politikosad-mikheil-saakashvili-dasakhelda.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კითხვა მაქვს;

მკითხველი რა მექანიზმის საფუძველზე ადგენს "მდიდარი პოლიტიკოსის" ვინაობას?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სააკაშვილი - ორ წელიწადში საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით კვლავ ორციფრიან ნიშნულს მიაღწევს

ორ წელიწადში საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით კვლავ ორციფრიან ნიშნულს მიაღწევს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია Bloomberg-ის ეთერში განაცხადა.

 

საქართველოს პრეზიდენტი ტელეკომპანიას მაროკოს ეკონომიკური ფორუმიდან ჩაერთო, რომელშიც 62 ქვეყნის 1000-ზე მეტი ბიზნესმენი მონაწილეობს.

 

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, წელს ქვეყანა 6%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება, მომავალი წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 8%-მდე გაიზრდება.

 

"წელს ჩვენ დაახლოებით 6%-იან ეკონომიკურ ზრდას ველით. ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზია. გაისად კი ეს მაჩვენებელი 7-8% იქნება, თუმცა ვფიქრობ, ორ წელიწადში ჩვენ კვლავ ეკონომიკური ზრდის ორციფრიან ნიშნულს მივაღწევთ. რა თქმა უნდა ეს ძირითადად უცხოური ინვესტიციების ხარჯზე მოხდება, რომელიც განსაკუთრებით უკანასკნელი ორი კვარტლის განმავლობაში გაიზარდა, ამიტომ ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

http://www.ambebi.ge/ekonomika/27506-saakashvili-or-tselitsadshi-saqarthvelo-ekonomikuri-zrdis-thvalsazrisith-kvlav-orcifrian-nishnuls-miaghtsevs.html

 

 

ასეთი წარმატებული ეკონომიკის მქონე ქვეყნის პრეზიდენტი ნამდვილად ღირსია, რომ ყვალაზე მდიდარი იყოს

მსოფლიოში.

მგონი მიშას საქართველოს და საკუთარი ეკონომიკა ერთი და იგივე ჰგონია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გაზეთ "კვირის პალიტრის" 18-21 ოქტომბრის გამოკითხვის თემას – "მდიდარი პოლიტიკოსი" – 429 რესპონდენტი გამოეხმაურა. კითხვა ასეთი იყო: "თქვენი აზრით, ვინ არის ყველაზე მდიდარი პოლიტიკოსი საქართველოში?"

 

 

მარჩიელობის პონტია. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კითხვა მაქვს;

მკითხველი რა მექანიზმის საფუძველზე ადგენს "მდიდარი პოლიტიკოსის" ვინაობას?

მე კი ჩემი ააკკკაი ასეთი კითხვა მაქვს, მისა უფლო გიკვალს თუ ვანო? :)

 

 

ვორნი +20% განმეორების შემთხვევაში (კარგად იცი რისიც) იქნება ბანი.

Edited by asesino_141
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საინტერესო ფაქტს გეტყვით. ძალიან. :)

ყველას ძალიან ხშირად გვესმის მიშა წამდაუწუმ სინგაპურს რომ გვიხსენებს და ეტალონად გვისახელებს - მთელი მსოფლიოს მასშტაბით, პოლიტიკოსებში ყველაზე მაღალი ხელფასი (და არა "ლევი" შემოსავლები) აქვს სინგაპურის პრემიერ მინისტრს 2 000 000 $ წელიწადში, მაშინ როცა აშშ-ს პრეზიდენტს წელიწადში 400 000$ აქვს ანუ ხუთჯერ ნაკლები. :)

 

ისე, მსოფლიოს სამი უმდიდრესი პოლიტიკოსი, ოფიციალური მონაცემებით ესენი არიან:

 

1. მაიკლ ბლუმბერგი (აშშ) - 18 მილიარდი $

2. სილვიო ბერლუსკონი (იტალია) - 9 მილიარდი $

3. სერჟ დასუ (საფრანგეთი) - 7.6 მილიარდი $

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაიკლ ბლუმბერგი რუსული და პოლონური ჩამომავლობის ებრაულ ოჯახში დაიბადა წმ. ელისაბედის საავადმყოფოს სამშობიაროში, ბოსტონის ბრაიტონის უბანში, 1942 წლის 14 თებერვალს.

 

 

ასე ამბობდა ვიკი

 

ტიპიური აშკენაზი, ანუ გლეხურად ხაზარი :yes:

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1. მაიკლ ბლუმბერგი (აშშ) - 18 მილიარდი $

2. სილვიო ბერლუსკონი (იტალია) - 9 მილიარდი $

3. სერჟ დასუ (საფრანგეთი) - 7.6 მილიარდი $

 

 

ეს ღია ინფორმაციაა და ჩვენთან ამას ვინ გაამჟღავნებს? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საინტერესო კითხვაა და საინტერესო პასუხებიც

1.სახელმწიფო ჩინოვნიკი რატომ უნდა გახდეს "მდიდარი" - ეს არ მესმის

2. რატომ გაუჩნდა მოსახლეობას ეჭვი რომ მათი 100 ლარით ჯიბეში მოსული ( ტავად აცხადებდა ამას საჯაროდ არ ვიგონებ)პრეზიდენტი დღეს ყველაზე მდიდარი პოლიტიკოსია?

 

კი მიწრია რომ ვრედინა ვარ და ვრედნი კითხვებიც მიჩნდება

საიდან და რა სახსრებით აქ ჩვენ პრეზიდენტს ფორმულის მანქანა, თვითმფრინავი ( ბათუმში რომ ამარიაჟებდა), ნავაროჩენი "მერსედესი" ( სურათს დავდებ თუ ვინმეს ეჭვი შეეპარება) და რა სახელმწიფოებრივი აუცილებლობაა ითამაშოს ძვირფასი სათამაშოებით?

 

აი ეს კითხვები რატომ არავის არ უჩნდება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...