Jump to content
Planeta.Ge

როგორც უნდა ისე სჭრის და ჰკერავს ყვარყვარე.


Recommended Posts

მიხეილ სააკაშვილი - რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ მასთან საუბარი აუცილებელია

12:37 26-10-2010

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ მასთან საუბრის დაწყება აუცილებელია" .

ამის შესახებ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქალაქ მონტრეში, ფრანკოფონიის ორგანიზაციის მე-13 სამიტზე ყოფნის დროს, "ტვ5 მონდესთან" საუბრისას განაცხადა.

პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ოკუპანტია და დამპყრობელია და მან სახლებიდან მრავალი ეროვნების ათასობით ადამიანი გამოაძევა, არსებული ყველა პრობლემის მოგვარება მოლაპარაკებებით უნდა გადაწყდეს.

"ჩვენ მზადა ვართ დავიწყოთ მოლაპარაკებები რუსეთთან ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. ჩვენ პრაგმატულები ვართ და კარგად გვესმის, რომ მეზობლად ისეთი დიდი მტრის ყოფნა, როგორც რუსეთია სახიფათოა და მასთან დიალოგის დაწყება აუცილებელია. აუცილებლად შესაცვლელია არსებული ვითარება. ევროკავშირმა და მსოფლიოში სხვა მნიშვნელოვანმა მოთამაშეებმა აღიარეს, რომ რუსეთმა უკანონოდ განახორციელა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, საჭიროა დევნილ ადამიანებს მიეცეს სამშობლოში დაბრუნების საშუალება", - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა მე-19 საუკუნის სტილში მოახდინა საქართველოს ტერიტორიების დაპყრობა, იგი იმედოვნებს, რომ მოდერნიზირებული რუსეთი მომავალში არა საფრთხის წყარო, არამედ სტაბილურობის ფაქტორი იქნება.

სააკაშვილის თქმით, ყველამ უნდა იცოდეს, რომ პრეზიდენტი მედვედევი ოფიციალური ვიზიტით მის მიერ აღიარებულ იმ სამხრეთ ოსეთში ჩავიდა, სადაც ახლა 6 ათასი ადამიანი ცხოვრობს. დანარჩენი ოსები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გაიფანტნენ, მათთვის და სხვადასხვა ეროვნების დევნილებისთვის საქართველოს ხელისუფლებამ ახალი სახლების აშენება შეძლო.

"ახლა საჭიროა საუბრის დაწყება, მაგრამ არა იმ ფსევდოსახელმწიფოს წარმომადგენლებთან, რომელიც მსოფლიოში არავინ არ აღიარა და სერიოზულად არ აღიქვა, არამედ საქართველოსთან. ჩვენ მზადა ვართ დავიწყოთ მოლაპარაკებები რუსეთთან ყოველგვარი წინაპირობების გარეშე", - კიდევ ერთხელ დასძინა პრეზიდენტმა

 

 

http://new.interpressnews.ge/ge/politika/148718-mikheil-saakashvili-rusethi-okupantia-magram-masthan-saubari-aucilebelia.html

 

 

მოვასწარი თემის გახსნა. :givi:

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

სააკაშვილის თქმით, ყველამ უნდა იცოდეს, რომ პრეზიდენტი მედვედევი ოფიციალური ვიზიტით მის მიერ აღიარებულ იმ სამხრეთ ოსეთში ჩავიდა,

 

მედვედევზე ადრე ”სამხრეთი ოსეთი” სააკაშვილმა აღიარა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნეტავი მიშისტებს რა რეაქცია ჰქონდათ ამ ინფოზე? :givi:

 

ამ სულელს ეს ადრე რომ ექნა,ეხლა ესეთ დღეში არ ვიქნებოდით და ეხლაც აგინოს აბა თუ აქვს ერთი ადგილი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

"ახლა საჭიროა საუბრის დაწყება, მაგრამ არა იმ ფსევდოსახელმწიფოს წარმომადგენლებთან, რომელიც მსოფლიოში არავინ არ აღიარა და სერიოზულად არ აღიქვა, არამედ საქართველოსთან. ჩვენ მზადა ვართ დავიწყოთ მოლაპარაკებები რუსეთთან ყოველგვარი წინაპირობების გარეშე", - კიდევ ერთხელ დასძინა პრეზიდენტმა

თავგზააბნეულ, დაჩმორებულ და უთავმოყვარეო ხალხს ნებისმიერ ყაყას შეაჭმევ, ისე რომ აქეთ მადლობას გეტყვიან.:018:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თავგზააბნეულ, დაჩმორებულ და უთავმოყვარეო ხალხს ნებისმიერ ყაყას შეაჭმევ, ისე რომ აქეთ მადლობას გეტყვიან.

 

 

ალბათ ეგრეა,მაგრამ მიშისტების გამართლებები მაინტერესებს.ადრე ვინც რუსეთთან მოლაპარაკებების მომხრე იყო,ყველა გამყიდველად და მოღალატედ შერაცხეს და ბელადზე რას იტყვიან ეგ არის საინტერესო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ალბათ ეგრეა,მაგრამ მიშისტების გამართლებები მაინტერესებს.ადრე ვინც რუსეთთან მოლაპარაკებების მომხრე იყო,ყველა გამყიდველად და მოღალატედ შერაცხეს და ბელადზე რას იტყვიან ეგ არის საინტერესო.

მაგი თუ გაინტერესებს, მაშინ ეს თემა გე-ზე შეაგდე. :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგი თუ გაინტერესებს, მაშინ ეს თემა გე-ზე შეაგდე.

 

 

ჩერეზ მესიაც გენაცვალე :givi: მეოთხეჯერ მხიეს სამ თვიანი ბანი. :givi:

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემნაირი განწყობა რომ ქონდე საქ. მოსახლეობის 20% მიშისტებს იმენნა დავნაყავდით რააააა, მართლა ვიძახი, დავნაყავდით,

:nekro:

 

ფფუუუუ, მაგათი უზუუულლლჟიოოობიიიიტ დამთავრებული,

 

საიიიდააან ასეთი მონურ-ყმური ტრაქუცუნური მენტალიტეტი, უსამართლობა უნდა გძულდეს, გძულდეს მთელი შენი არსით,

არ უნდა ამართლებდე არ უნდა იყო მისი თანაზიარი,

 

ახვრობააა, გოთვ.. რააა როდესაც შენ უსამაღტლობას და ძალადობას ამართლებ, როგორ შეიძლება,

და რა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

 

რაოო ჟოამ,არ გამამართლა ჩემმა პოლიტანალიტიკამო? :givi: საღამოს წავიკითხავ,ვნახე იქით თემა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაინც ვერ შეეშვით იქით თემების კითხვას და "აღშფოთების თუ შეშფოთების " აქეთ გადმოტანას ხო? :givi:

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ მასთან საუბრის დაწყება აუცილებელია" .

 

ამის უარმყოფელი განცხადება თავდანვე იყო შეცდომა ( თუმცა ალბათ გარკვეულ სეგმეტზე გათვლილი)

 

 

მოლაპარაკებას და დიალოგს ყოველთვვის აქვს აზრი: :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაინც ვერ შეეშვით იქით თემების კითხვას და "აღშფოთების თუ შეშფოთების " აქეთ გადმოტანას ხო?

 

 

მაინტერესებს რას ფიქრობს იქაური „ელიტა“ და ბანი რომ გამივა,მოუმზადებელი ხომ არ ვიქნები? :givi:

 

მოლაპარაკებას და დიალოგს ყოველთვვის აქვს აზრი:

 

 

მაგას ვამბობდი ყოველთვის,მაგრამ ძენს მადარებდნენ ამ გაქანებულ ამერიკელ ქართველს :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემს ნიკს გათხოვებ გინდა? :givi: ოღონდ ისე არ ქნა რო პირველივე დღეს ბანი ამკიდო; :* :)) :))

 

 

მაინტერესებს რას ფიქრობს იქაური „ელიტა“

აბა ელიტა?

 

: ---:

Edited by ირაკლი75
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი68

ალბათ კითხვის ნიშანი გამოგრჩა ხო? :givi:

დალევ რამეს? :givi:

 

მაგას ვამბობდი ყოველთვის,მაგრამ ძენს მადარებდნენ ამ გაქანებულ ამერიკელ ქართველს

lasha1997

 

ჰუ ის ძენ?

Edited by ირაკლი75
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...