მდა Posted December 17, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 17, 2008 ჰაიდარ აბაშიძე (1893-1966) http://s56.radikal.ru/i151/0812/50/41dbf503c655.jpg საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, პედაგოგი, სანჯაყ-ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი. სწავლა დაიწყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლაში. 1905-08 წლებში სწავლობდა თურქეთში, შემდეგ დაბრუნდა ბათუმში და დაამთავრა საქალაქო სასწავლებელი. 1913 წლიდან მასწავლებლობდა, აქვეყნებდა წერილებს ქართულ პრესაში აჭარისა და სამხრეთ საქართველოს მდგომარეობის შესახებ, თურქეთის მიერ ძალით გამაჰმადიანებულ ქართველებში აღვიძებდა ეროვნულ თვითშეგნებას, ილაშქრებდა პანთურქიზმისა და პანისლამიზმის წინააღმდეგ. I მსოფლიო ომის დროს ხალხს განუმარტავდა ომის ნამდვილ მიზნებსა და ამოცანებს. მისი ინიციატივით აჭარაში გაიხსნა ქართული სკოლები. ჰაიდარ აბაშიძის მოღვაწეობა არ მოსწონდათ მეფის რუსეთის მოხელეებს, ამიტომ 1916 წელს იგი აჭარიდან გაასახლეს. 1918-20 წლებში "სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის" აქტიური წევრი იყო. მოითხოვდა მემამულური მიწათმფლობელობის ლიკვიდაციას და გლეხებისათვის მიწის უსასყიდლოდ გადაცემას. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.