Jump to content
Planeta.Ge

რითია დღევანდელი ოპოზიცია, ხელისუფლებაზე უკეთესი?


Recommended Posts

Siknadmo

რესპები, ალიანსი, მემარჯვენეები-დემოკრატები

ეუფ............

 

არა და რა კარგი წარმოდგენა მქონდა ამ იუზერის ადექვატურობაზე............

 

აფსუს...

Edited by მართვის თეორია
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 44
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ნაწილი იმით არის უკეთესი - რომ ამათ ნაკეთებ საზიზღრობებში მონაწილეობა არ აქვს მიღებული.

ყველანი კი იმით, რომ ამათ დედისდღვნას აპირებენ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემთვის პოზიციას და ოპოზიციას აქვს შეძენილი ოგივური მნიშვნელობა (ახალი პატრონი ძველს არაფრით არ ჯობია), ვინაოდან მათ მიზნები სახელმწიფოსთან მიმართვენაში ბუნდოვანია და არასრულყოფილი.

ვერ ერკვევიან ადამიანის სოციალურ არსში ვერ გებულობენ რა არის სახელმწიფო და ორგანულ კავშირს მათ შორის ვერ ხედავენ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

b]Saturn[/b]

რესპები რომ იყვნენ ხელისუფლებაში ბიზნესმენებს წილებს აახევენ?

 

 

ეგ არ ვიცი, მაგრამ აფხაზეთს და ოსეთს აღიარებენ სახელმწიფოებად და მერე შეეხვეწებიან კონფედერაცია შევქმნათო

სატურნ ბატონო,რაღაც იუზერ შამილის კლიშეები გადმოგედოთ.წაიკითხეთ რესპების მონაწილეობით შექმნილი აფხაზეთის კონცეფცია და ასეთ რამეს თუ ნახავთ ხმას არ ამოვიღებ საერთოდ.აფხაზეთის ორ მესამედს რუსებს ვინ ჩუქნიდა,თვითონ განაცხადა საჯაროდ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონებო, პოლიტიკა უნდა აკეთონ პოლიტიკოსებმა,

თუკი არავინ არ ვარგა, როგორც თქვენ ამტკიცებთ და ყველა ერთია, დეისხით ნავთი და წეიკიდეთ ცეცხლი,

საშველი არააა მაშინ,

 

არადად, ლოგიკურად ვერანაირად ვერ ამტკიცებტ რატომაა ვთქვათ რესპუბლიკური პარტია და ნაცმოძრაობა,

ან ნაცმოძრაობა და ფორუმი ერთი და იგივე,

 

მოკლედ რა, ყველაფრის გამუქება და ზედაპირულობა ქართული ეთნოსის თვისებაში გადაიზარდა,

 

ერთი ორი წაეჩხუბენ ნაცებს, დამარცხდით და იმედიც გადაგეწურათ,

მზად ხართ რომ 10 წლეულების მანძილზე მათი მორჩილების ქვეშ გაატაროთ,

 

აბა, თუკი არავინ არ ვარგა იყოს ნაცმო მაგის დედაც ვატირე

ეგ გინდათ თქვენ

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუკი არავინ არ ვარგა, როგორც თქვენ ამტკიცებთ და ყველა ერთია, დეისხით ნავთი და წეიკიდეთ ცეცხლი,

საშველი არააა მაშინ,

პირიქით, უნდა დავიწყოთ ფიქრი და საქმის კეთება, რომ მათ გარეშე მოვახერხოთ რამე. ;)

 

მეტი საქმე არ მაქვს, ეხლა ვიღაც დეგენერატებს, მთელი ცხოვრება ვუყურო, როდის შექმნიან კარგ სახელმწიფოს. არასდროს არ შექმნიან, მე თუ არ დავიწყე ბრძოლა ამისთვის!

 

და მე ზუსტად ვიცი, რომ ნაპირის ერთ მხარეს ისინი არიან (პოლიტიკოსები, ოპოზიცია-პოზიცია) მეორე მხარეს კი ხალხია და ჩვენი ინტერესები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან.

არადად, ლოგიკურად ვერანაირად ვერ ამტკიცებტ რატომაა ვთქვათ რესპუბლიკური პარტია და ნაცმოძრაობა,

ან ნაცმოძრაობა და ფორუმი ერთი და იგივე,

იმიტომ, რომ ერთი და იგივე საქმეს აკეთებენ ;)

ერთი ორი წაეჩხუბენ ნაცებს, დამარცხდით და იმედიც გადაგეწურათ,

ეს არ არის იმედის გადაწურვა, ეს დამარცხების გაანალიზებაა და გაანალიზებით მივხვდით, რომ ოპოზიცია ნაცების საქმეს აკეთებს და ამიტომაც დავმარცხდით. ესეგი თუ გვინდა გავიმარჯვოთ, ოპოზიცია არ გვჭირდება (ან ახალი ოპოზიცია გვჭირდება, რომელსაც არანაირი კავშირი არ ექნება, ძველ პოლიტიკურ სისტემასთან)

 

აბა, თუკი არავინ არ ვარგა იყოს ნაცმო მაგის დედაც ვატირე

პირიქით, რეაც უფრო დიდხანს გავყვებით გრეჩიხერბს და ალასაინებს, მით უფრო დიდხანს შეინარჩუნებს ნაცები ხელისუფლებას ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთი ორი წაეჩხუბენ ნაცებს, დამარცხდით და იმედიც გადაგეწურათ,

რა არის იცი,ბოლოს ისე გამოვიდა რომ ეს ხალხი ოპოზიციის მიერ დამარცხდა და ამიტომაც გადაეწურათ იმედი..ყველა ჩასვრილია ამ ოპოზიციური სპექტრიდან ხალხის წინაშე..ასე რომ არავოს არ უნდა გაუკვირდეს ხალხის აპატია ამ ოპოზიციის წინაშე და ეს ხალხი ისევე ვერ იტანს ნაცებს,როგორც მანამდე ვერ იტანდნენ,პროსტო აღარ უნდათ კიდე დამატებით ნაცებთან ერთად,ამ ოპოზიციაც ხმარობდეს..ნეცებიც საკმარია ..თორემ რა არ გამოვიდნენ არ დადგნენ თუ არ იბძოლებდნენ,ლიდერებს რომ მაგალითი მიეცათ და არ დაეწყოთ სტადიონიდან ეკლესიაში სირბილი,ან ის მერის არჩევნებში ჩართვა და ისევ ნაცების საქმის კეთება..ყოველი ოპოზიციის ვითომ ბრძოლა დამთავრდა რეGიმის გამაგრებით და საბოლოოდ ოპოზიციის დაქსაქსვით..არა და თუ ნაცები ქართული სახელმწიფოსმტრები არიან მაშინ საერთო ფრონტით უნდა ებრძოლო მტრებს და არა მე სხვა იდეოლოგიოა მაქვს , მე უალტერნატიო ვარ და ა.შ..ჯერ მტერი უნდა დაამარცხო და მერე გაიყო ძალაუფლება და არა პირიქით..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

გაცამტვერდა ილუზორული იდეა, რომ ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკი¬დებლობა, “თავისუფლება” არსებულ პრობლემებს ავტომატურად გადაწყვეტდა. რეალურად კი “თავისუფლების” მიღების შემდეგ ტრადიციები უკვალოდ ქრება და ზნეობა მკვეთრად ეცემა.

საზოგადოება თავსდამტყდარი პრობლემების წინაშე უმწეო, უსუსური აღმოჩნდა.

არსებული მდგომარეობის ახსნა პოლიტიკას ამოფარებული, კრიმინალურ-პოლიტიკური ძალების ტერორით იგივეა, რაც კრწანისის ველზე ბრძოლის ტრაგიკულ შედეგში აღა-მაჰმად ხანის დადანაშაულება. ფაქტიურად, საკითხისადმი ამგვარი მიდგომა მეთოდოლოგიური შეცდომაა. ესაა პრობლემის ცალმხრივი, ალოგიკური განხილვა.

რაც დაგვემართა არც სტიქიურად თავსდამტყდარი უბედურებაა და არც შემთხვევითობა. აქ, ჩვენთან აღსრულდა ულმობელი, მაგრამ ჭეშმარიტი ისტორიული სამართალი. საზოგადოების დეგრადაცია გამოწვეულია იმით, რომ ზნეობა, რწმენა, სიმართლე ჩვენს გულს, სულსა და გონებას ვეღარ მართავს.

 

ანტიკური დროიდან დღემდე, ძველი ეგვიპტიდან დაწყებული და იაპონიით დამთავრებული, ანუ ყველა დროსა და სივრცეში, საღად, რაციონალურად მოაზროვნე, თავისი ქვეყნის კეთილდღეობაზე მოფიქრალ ადამიანთა ძირითადი პრობლემა იყო და არის ისეთი საზოგადოების, სახელმწიფოს შექმნა, რომელიც ამ ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეში შემოქმედებით ძალებს განავითარებს, შრომის ნაყოფიერებასა და ცხოვრებისადმი ინტერესს აამაღლებს და, რაც მთავარია, ადამიანს პიროვნულ თავისუფლებას მიანიჭებს. ამიტომ ცდილობდნენ ისინი ისეთი კანონების შექმნას, რომლებიც შინაგანად თავისუფალი ადამიანის კეთილ ნებას შეესაბამებოდა. ეს კანონები შესრულებადი, ბუნების კანონზომიერებასთან შეთავსებადი უნდა ყოფილიყო, ანუ სოციუმის შესაძლებლობის ფარგლებში ჩატეულიყო.

განათლებულმა პატრიოტმა იცის, რომ ქვეყნის სიძლიერე, სიკეთე სწორედ ასეთი საფუძვლის შექმნა-დამკვიდრებაზეა დამოკიდებული.

ყოველივე ამას, ალბათ, სოციალური აზროვნების ძირითადი პრინციპი უნდა ვუწოდოთ.

 

თუ საზოგადოება, ერი, სახელმწიფო ვერ ან არ ახერხებს ისეთი სისტემის შექმნასა და დამკვიდრებას, რომელიც მის ყოველ მოქალაქეში ზნეობას, შრომისა და სიცოცხლისადმი ინტერესს აამაღლებს და თავისუფალი საზოგადოების განვითარებას შეუწყობს ხელს, ასეთი ერი განწირულია.

ნებისმიერი ღატაკი სახელმწიფოს არსებობა სწორედ ამ პრინციპის გაუაზრებლობით აიხსნება და არა აქვს მნიშვნელობა, ეს სახელმწიფო 3000 წლის წინ შეიქმნა, თუ გუშინ.

 

ვერც ერთი ვიგინდარა თანამემამულე ვერ მოიფიქრებს იმას, რაც ოდესღაც სხვას არ მოუფიქრებია და თანაც უფრო შთამბეჭდავი მასშტაბით.

 

პოლიტიკური ავანტიურისტები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ახერხებენ დაარწმუნონ მასა, რომ ცხოვრების, ჩვენი და ჩვენი შვილების ბედის მართვის “ჭეშმარიტებას” მხოლოდ ისინი ფლობენ და ჩვენ კი, უბრალო მოკვდავთ, იმედიც არ უნდა გვქონდეს, რომ ამ “ჭეშმარიტებას” ოდესმე შევწვდებით. ამიტომ აუცილებელია გაუაზრებლად ვენდოთ მათ და მალე ჩვენზე ბედნიერ ერს ვერსად იპოვით.

 

მათ არ იციან, ჩვენ კი გვავიწყდება, რომ ნებისმიერი რევოლუცია, როგორიც უნდა იყოს ის, სისხლიანი თუ უსისხლო, მხოლოდ ძველი ცხოვრების დასასრულია და, სამწუხაროდ, არა ახალი, უკეთესი ცხოვრების დასაწყისი.

რევოლუციას მხოლოდ ძველის ნგრევა მოაქვს, ხოლო ახლის შენებისათვის უმაღლესი ზნეობა და განათლებაა აუცილებელი. თუ საზოგადოების პოლიტიკურად აქტიურ ნაწილში არის უმაღლესი ინტელექტი და ზნეობა, მაშინ რა საჭიროა რევოლუცია?

პარადოქსია!

 

პარადოქსია, მაგრამ ასეთი ადამიანები ხშირად მართვის სადავეებს იგდებენ ხელში. კაცობრიობის ისტორიაში ცნობილია “საოცრება”, რომ ასეთი ახალი პატრონი ძველს არაფრით სჯობს, რადიკალური ცვლილება უბრალოდ ილუზიაა და მათი უდრეკი ფანატიზმი, სხვისი აზრისა და მისწრაფების შეუწყნარებლობა, პრობლემას კიდევ უფრო ამძაფრებს.

 

თანამედროვე პოლიტიკური საქმიანობა ეყრდნობა დისციპლინირებული, ორგანიზირებული პარტიების ქმედებას, რომლებიც შეპირებათა პროპაგანდით ამომრჩევლთა ხმების მოპოვებისკენ მიისწრაფვიან. ამ პროპაგანდის მთავარი საფუძველი ხალხის ეგოისტურ გრძნობებსა და ინტერესებზე ზემოქმედებაა.

აქედან ვიღებთ სავალალო შედეგს _ პარლამენტარები, თავისი ქმედებისას ხელშეკრულნი არიან პარტიული ინტერესების მოთხოვნითა და დისციპლინით. შესაბამისად, მათი გადაწყვეტილებები მიიღება არა საჯარო განხილვისას, არამედ კომიტეტებში და დახურული კარის მიღმა ერთპიროვნულად, ფრაქციის თავჯდომარის მიერ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

არადად, ლოგიკურად ვერანაირად ვერ ამტკიცებტ რატომაა ვთქვათ რესპუბლიკური პარტია და ნაცმოძრაობა,

ან ნაცმოძრაობა და ფორუმი ერთი და იგივე,

 

 

იმიტომ, რომ ერთი და იგივე საქმეს აკეთებენ

ძალიან ზედაპირული მსჯელობაა

ოპოზიცია არ გვჭირდება (ან ახალი ოპოზიცია გვჭირდება, რომელსაც არანაირი კავშირი არ ექნება, ძველ პოლიტიკურ სისტემასთან)

ხოდა შეიკრიბეთ ვინც ხართ ამ ფორუმზე თუ გარეთ ასეთი მაგრები და შექმენით ახალი პარტია.ერთი ვნახავ რის გამკეთებლები ხართ.ეს იმას გავს ფეხბურთსი ყველას დიდი სპეციალისტი რომ გონია თავი და ამ დროს საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე კი არა,ეზოს გუნდს ვერ უხელმძღვანელებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

 

ხოდა შეიკრიბეთ ვინც ხართ ამ ფორუმზე თუ გარეთ ასეთი მაგრები და შექმენით ახალი პარტია.ერთი ვნახავ რის გამკეთებლები ხართ.ეს იმას გავს ფეხბურთსი ყველას დიდი სპეციალისტი რომ გონია თავი და ამ დროს საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე კი არა,ეზოს გუნდს ვერ უხელმძღვანელებს.

აქ არის მარტივი ლოგიკია

 

 

1) ახალი ოპოზიცია გამოჩნდება მას შემდეგ, რაც ძველის ოპოზიციის სრული მარგინალიზება არ მოხცდება (მე თუ მკითხავთ ეს პროცესი მთავრდება, მარგინალიზებულია ოპოზიცია და სიკვდილის ბოლო სტადიას განიცდის)

2) დროის შერჩევაა საჭირო, ეხლა არ არის საამისო დრო, რომ ახალი ოპოზიცია გაჩნდეს. ტყე ხო იცი, როგორ ახლდება? ჯერ იწვება და შემდეგ, უკვე ტყე განახლება განიცდის. ჯერ-ჯერობით ძველი ტყუე დამწყვარი არ არის, რომ ახალი მცენარეები ამოვიდეს, იმ ტყეში.

3) სუფთა სტრატეგიული თვალსაზრისით, საჭიროა ვაცადოთ მათ, რომ საკუთარი თავი თვითონვე გაანადგურონ და მერე უკვე ისე დასუსტებულნი, რომ იქნებიან, რომ ხელის განძრავეაც აღარ შეეძლებათ, მერე უკვე უნდა მივიდეთ და ოპოზიციაც და პოზიციაც ნაგავში ჩავყაროთ. ჯერ-ჯერობით, ესე მხოლოდ ოპოზიციაა.

 

არსებულ ოპოზიციას რესურსებს აძლევენ იმიტომ რომ იარსებოს, მას არ შეუძლია ბუნებრივად იარსებოს, ამიტომ ხელისუფლება უშვებს მათ არსებობას, ფინანსწბის ნაკადსაც იღებენ და სხვა რამესაც და ამის სანაცვლოდ ხელისუფლების საქმეს აკეძთებენ.

 

თუ იმას ვერ ხვდებით, რომ რითაც დგას ნაცები, ეს არა მერაბიშვილი, არამედ დღევანდელი ოპოზიციაა, მაშინ ზღაპრებში გიცხოვრიათ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

) ახალი ოპოზიცია გამოჩნდება მას შემდეგ, რაც ძველის ოპოზიციის სრული მარგინალიზება არ მოხცდება

არ არის ეს ასე.მშვენივრად დაიკავა გალსტუკიანმა ხვლიკმა ახალი ნიშა,თანაც საკმაოდ ფართე.ეხლა რის ხარჯზე ეს სხვა საკითხია.

ძალიან ძნელია დღევანდელ პირობებში ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელობა(პარლამენტში მჯდომებს არ ვგულისხმობ).

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

თუ იმას ვერ ხვდებით, რომ რითაც დგას ნაცები, ეს არა მერაბიშვილი, არამედ დღევანდელი ოპოზიციაა, მაშინ ზღაპრებში გიცხოვრიათ!

 

როგორ მიყვარს შენნაირი ხალხი :)

 

"თუ ალფა მეტია ბეტაზეს ვერ ხვდებით ბლენა, გძინავთ, გოიმობთ, ინტელექტს უჩივით.. რა თქმა უნდა ალფა მეტია ბეტაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ხომ არ ვიტყოდი ამას"

ალფა მეტია ბეტაზე..

 

:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა არის იცი,ბოლოს ისე გამოვიდა რომ ეს ხალხი ოპოზიციის მიერ დამარცხდა და ამიტომაც გადაეწურათ იმედი..ყველა ჩასვრილია ამ ოპოზიციური სპექტრიდან ხალხის წინაშე..ასე რომ არავოს არ უნდა გაუკვირდეს ხალხის აპატია ამ ოპოზიციის წინაშე და ეს ხალხი ისევე ვერ იტანს ნაცებს,როგორც მანამდე ვერ იტანდნენ,პროსტო აღარ უნდათ კიდე დამატებით ნაცებთან ერთად,ამ ოპოზიციაც ხმარობდეს..ნეცებიც საკმარია ..თორემ რა არ გამოვიდნენ არ დადგნენ თუ არ იბძოლებდნენ,ლიდერებს რომ მაგალითი მიეცათ და არ დაეწყოთ სტადიონიდან ეკლესიაში სირბილი,ან ის მერის არჩევნებში ჩართვა და ისევ ნაცების საქმის კეთება..ყოველი ოპოზიციის ვითომ ბრძოლა დამთავრდა რეGიმის გამაგრებით და საბოლოოდ ოპოზიციის დაქსაქსვით..არა და თუ ნაცები ქართული სახელმწიფოსმტრები არიან მაშინ საერთო ფრონტით უნდა ებრძოლო მტრებს და არა მე სხვა იდეოლოგიოა მაქვს , მე უალტერნატიო ვარ და ა.შ..ჯერ მტერი უნდა დაამარცხო და მერე გაიყო ძალაუფლება და არა პირიქით..

 

არ მიყვარს +1 ების დაწერა, მაგრამ ეს პოსტი გამონაკლისია და დავარღვევ

 

დიდი +1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...