Jump to content
Planeta.Ge

ლადო ასათიანი (1917-1943)


Recommended Posts

ლადო ასათიანი (1917-1943)

 

http://i002.radikal.ru/0812/78/b289250144a9.jpg

 

ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დამთავრების შედეგ თბილისში ცხოვრობდა. პირველი ლექსი "თებერვლის დილა" 19 წლისამ გამოაქვეყნა, პირველი წიგნი - 23 წლისამ და მაშინვე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება, რომელიც დღემდე არ განელებულა. მან ქართულ პოეზიაში თავისი გამორჩეული, ომახიანი ხმა შემოიტანა. შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს ქართველი, ლადო ასათიანის ერთი ლექსი მაინც არ ესწავლოს: "სალაღობო", "ლხინი კახელებთან", "ქართლის გზებზე", "კრწანისის ყაყაჩოები" მართლაც რომ დაუვიწყარია.

 

ტუბერკულოზით დაავადებული პოეტი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. სამხედრო ექიმებმა გულისხმიერება გამოიჩინეს და ავადმყოფი პოეტი უკან დააბრუნეს. სიცოცხლის ბოლო სამი წელი საბედისწერო და ამავე დროს, შემოქმედებითად დატვირთული გამოდგა. ჭაბუკობიდანვე სიკვდილის ნიშნით დაღდასმული თითქოს ჩქარობდა, ცდილობდა, სიკვდილისათვის დაესწრო და ყველაფერი ამოეთქვა, ბოლომდე დამწვარიყო.

 

პოეტი სრულიად ახალგაზრდა, 26 წლისა გარდაიცვალა, დაკრძალეს ვაკის სასაფლაოზე, ოცდახუთი წლის შემდეგ კი გადაასვენეს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

 

http://s52.radikal.ru/i137/0812/60/45a964945dad.jpg

 

http://s45.radikal.ru/i110/0812/d5/cac1dabd1368.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...