lasha1997 Posted October 26, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2010 (edited) ეს თემა უნდა გავხსნა და აი რატომ? კაროჩე,ორი დღის წინ ის ყველაფერი გვითხრა ექიმმა რაც ზემოთ დავწერე.დღეს ჩემი და იყო წასული დამატებით სისხლის ანალიზის ასაღებად,ანუ რკინის შემცველობა უნდა დაედგინათ.ანალიზმა უჩვენა,რომ ნაკლებობა აქვს და ექიმმა ათ დღიანი მკურნალობა დაუნიშნა საავადმყოფოში დაწოლის გარეშე.ანუ ის 500 ლარიანი ამპულები და ქიმია თერაპია არ სჭირდება დღეს.ე.ი. გამოდის,რომ როგორც სამი წლის წინ (ორ თვეში მოგიკვდებაო)ეხლაც ესეთი პონტი გამიჩალიჩეს ამ დედა მო.......ა.მე არ ვამბობ იმას,რომ ჯანმრთელია ჩემი და,მაგრამ ეს დედა ატირებული ხომ შეიძლებოდა ჯერ ამ ანალიზზე გაეშვათ და მერე ეთქვათ ეს ყველაფერი? გინება მინდოდა ექიმზე და მაგრამ არ გამიშვეს მაგის კეთილებს ################## მე. მე რაც ვნახე ცხონებული დედაჩემის საავადმყოფოში წოლის დროს,ის საავადმყოფო არ იყო.საღორეს უფრო ჰგავდა და კაცი ვარ და გარეთ გავედი,რადგან ტვალეტში აი პროსტა არ შეისვლებოდა. Edited October 26, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted October 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2010 (edited) lasha1997 კაცურად გეტყვი რასაც ვფიქრობ და ვიცი მაგის მოსმენაც ძნელი იქნება და გაკეთება მითუმეტეს, მარა სიმართლე ესაა...და ბოდიში (მართლა) რო ვერაფრით დაგამშვიდებ და დაგეხმარები. საქართველოში მკურნალობას აზრი არა აქვს. გამოკვლევებს ვერ აკეთებენ ნორმალურად და მკურნალობით კიდე ტყუილა ხალხს აწვალებენ და ცარიელა ფულის ყრაა. ერთი ახლობელი მყავს, ოფიციალური მილიონერი. აქაური ებრაელია. ისრაელში, უკრაინაში და ისრაელში აქვს ცალკე ბიზნესები და ცალკე სასახლეები. ჰოდა მაგის სიდედრს (ოღონდ სახლში აცხოვრებდა და დედასავით უყვარდა) ჭირდა ყელის კიბო. თავიდან აქ ატარეს, ყველა მისვლაზე სვადასხვას ეუბნებოდნენ, უამრავი პროცედურა ჩაატარებინეს და ისეთი წამლები დაუნიშნეს აქ არ იშოვებოდა და გერმანიიდან მოქონდათ. ჯერ მარტო რაღაცა ამპულა იყო, თითო 250$ ღირდა და დღეში 2–ჯერ იმას უკეთებდნენ მთელი თვე...კაროჩე ერთი 40 000 დაახარჯინეს. ბოლოს ამან თქვენი დედაც ##################ო და ჯერ ისრაელში წაიყვანა, მერე საფრანგეთში. მაგის მერე კიდე 3 წელი იცოცხლა, მარა ბებერი იყო ეს ქალი უკვე და ტან რო გაუგეს უკვე ბოლო სტადია ქონდა. ურიის ვალი უნდა აიღო და სადმე გაუშვა, წესიერად მაინც გასინჯავენ და სწორ მკურნალობას დაუნიშნავენ რაც მაქსიმალურად უკეთესი იქნება და საჭირო რა. არც ისე უშველებელი თანხა დაჯდება რო ფიზიკურად ვერ იშოვო. პროსტა სერიოზულად გაჭირვება მოგიწევს მერე კაი ხანი. მამაჩემის ძმაკაცმა გაიკეთა შვეიცარიაში გულის ოპერაცია. ცოლი გაყვა. ამ ორი კაცის მგზავრობა, იქ ცხოვრება (2 კვირა), გამოკვლევები, ანალიზები, თვითონ ოპერაცია, პალატაში წოლა, სარეაბილიტაციო პერიოდი და წამლები სულ 22 000$ დაუჯდა. გულის ოპერაცია საერთოდ ყველაზე ძვირი ჯდება და თან ამან რაღაც ძაან დერსკ კლინიკაში გაიკეთა მსოფლიოში ერთერთ უძლიერეს ექიმთან და მაგ ფულიდან ყველაზე ძვირი (12 თუ 15 ათასი) იმენა მაგ ექიმის ჰონორარი დაჯდა. ჰოდა რავი აბა, ამას თუ შევადარებთ, ვინმეც რო გააყოლო ალბათ მაქსიმუმ 10 000–ში ჩაჯდები თავის ყველაფრით. გერმანია, შვეიცარია და საფრანგეთი ითვლება ევროპაში ყველაზე ძლიერ სამედიცინო ქვეყნებად. ისრაელი და რუსეთიც კაია. P.S. მაგარ ცუდ დღეში ყოფილხარ ძმაო. არც ვიცი როგორ გითანაგრძნო. Edited October 26, 2010 by analgin Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted October 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2010 lasha1997ღმეთმა კარგად გიმყოფოს.. :) მე შარშან თბილისში კუჭის გასასინჯად მივედი და ექიმმა ბარებ ანალიზები ჩააბარეო..ჩავაბარე და გეპატიტი c გაქვსო და ისევ აიღეო მეორეჯერ ბევრად მეტი გადამახდევინეს 220ლარი მე წავედი მატაზე და ანალიზები ძმაკაცებმა გამოიტანეს..დედაჩემმა დამირეკა და ექიმმა თქვა გეპატიტი აქვსო და სასწრაფოდ დაიწყოსო ინტერფერონის კურსიო..წავედი აქაც ჩავაბარე ანალიზები ერთი კვირა არ მეძინა და პასუხი მომცეს ნეგატიური,არაფერი არ გჭირსო..მაგრამ 6 თვის მერე გაიმეორეო..6 თვის მერეც ნეგატიური პასუხი მომცეს..და მაგრა დავთვერი..ასე რომ ჩვენთან ჯობია ავად არ გახდე..ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ.. :) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ირაკლი75 Posted October 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2010 .6 თვის მერეც ნეგატიური პასუხი მომცეს..და მაგრა დავთვერი..გიორგი68 დალევის მიზეზი მოგეცა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted October 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2010 (edited) ირაკლი75დალევის მიზეზი მოგეცააბა თან რა მიზეზი,თორემ კინაღამ სულ ამიკრძალეს.. :givi: Edited October 26, 2010 by გიორგი68 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2010 lasha1997analginხოდა რო ვამბობ ნაგავია ამ ქვეყნის მოსახლეობა მეთქი, მიედ-მოედებით მერე რაღაცეებს ის ექიმიც ხო პოლიტიკოსი არაა? რატომ "ვერ" აკეთებენ იმ გამოკვლევებს და რატომ სვამენ შეგნებულად არასწორ დიაგნოზებს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted October 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2010 (edited) Saturnრატომ "ვერ" აკეთებენ იმ გამოკვლევებს და რატომ სვამენ შეგნებულად არასწორ დიაგნოზებს?ფული..შენ მანდ ექიმი გიყურებს როგორც შემოსავლის წყაროს და არა როგორც პაციენტს.. Edited October 26, 2010 by გიორგი68 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2010 ფული..შენ მანდ ექიმი გიყურებს როგორც შემოსავლის წყაროს და არა როგორც პაციენტს..ხოდა მაგას ვამბობ ზუსტად. ადამიანების უმრავლესობას აქვს ნაგავი მენტალიტეტი. გინდა ექიმი იყოს, გინდა მძღოლი და გინდა პოლიტიკოსი :TAT: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 26, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2010 ფული..შენ მანდ ექიმი გიყურებს როგორც შემოსავლის წყაროს და არა როგორც პაციენტს.. ეგაც მაქვს ნაფიქრი,რადგან ექიმმა იცის აქ რომ ვარ,მაგრამ ეგეთი სულწაწყმეტილი როგორ უნდა იყოს,პროსტა არ მჯერა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted October 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2010 შემახსენეთ რა სამედიცინო დარგის დაფინანსება რამდენია...ასხელმწიფომ მოიხსნა პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე მის ჯანმრთელობაზე.იპოვეს მარტივი გამოსავალი.აჰააა!!!! ექიმები ა#######ებენ? დავიჭიროთ!მაგრამ პრობლემა პრობლემად რჩება.არაა აპარატურა.არაა დიაგნოსტიკის საშუალებები.სადაზღვევოების საკბილოთ იქცა მთელი სამედიცინო სფერო.სამაგიეროდ!დავიჭიროთ!საპროცესო შეთანხმება.და ა.შ.რეალურად პრობლემის გადაჭრა კი ყველას ახატია...პაციენტსაც და ხელისუფალსაც. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted October 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2010 (edited) ფული..შენ მანდ ექიმი გიყურებს როგორც შემოსავლის წყაროს და არა როგორც პაციენტ ექიმის შემოსავალი ყველგან ავადმყოფია ამიტომ ეგ რატომ გიკვირს? უბრალოდ ბოლო 30 წელია არანაირი წინსვლა არ ყოფილა და ჩამორჩა სამედიცინო სფერო. ახალი ლიტერატურა მხოლოდ ინგლისურად არის და ძვირია. ჩვენთან ან ენა არ იციან ან არ ასწავლიან ახალს. როგორც ყველაფერი ეს დარგიც ჩავარდა. 30 წელი ჩავარდნა თანამედროვე სამყაროში ძალიან ბევრია. მეცნიერება წინ მიდის, ჩვენთან კიდე აზრზე არ არიან. ისე ზოგადად ექიმმა ფული აიღოზე წუწუნი არ მომწონს. ქართველი რესტორანში და ბოზებში ათასს დახარჯავს და მერე ცუდად რომ გახდება 30 ლარს გამოართმევს ექიმი და დედას აგინებს ექიმს , ამით იმას არ ვამბობ, რომ რაც ხდება კარგია, უბრალოდ მიდგომა არ არის სწორი როგორც ყველაფერში და ეს ორივე, როგორც პაციენტის ისე ექიმის მხრიდან. თანაც თუ უფასო მედიცინა გვინდა ალბათ მთავრობას უნდა მოვთხოვოთ და არა ექიმებს. Edited October 26, 2010 by ტაშიი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 26, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2010 ექიმის შემოსავალი ყველგან ავადმყოფია ამიტომ ეგ რატომ გიკვირს? მართალი ხარ,მაგრამ ხომ შეიძლება ყველაფერი შეამოწმოს და მერე გითხრას რა როგორ? აი მაგაზე მაქვს გართულება,ცხონებულ დედაჩემზეც გამატყავეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted October 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2010 ჯერ მარტო რაღაცა ამპულა იყო, თითო 250$ ღირდა და დღეში 2–ჯერ იმას უკეთებდნენ მთელი თვე... მგონი, საუბარია წამალზე, რომელსაც ჰქვია ბონდრონატი. დედაჩემსაც კიბო ჰქონდა და ეს წამალი მაყიდინეს, მაგრამ მარტო 2 თუ 1 ამპულა. მეტი არ სჭირდებაო. მაშინ, 2000 წელს, თითო 305 დოლარად ვიშოვე და თავს ბედნიერად ვგრძნობდი, რადგან ისე 350 დოლარი ღირდა. lasha1997 თუ არც ერთ ოფიციალურ კატეგორიაში არ ჯდება, არის ერთადერთი შანსი - უნდა იპოვო "ხოდი" ნაცმოს პარტიულ ორგანიზაციაში. ასე დაფინანსდა ბევრი ოპერაცია გაზაფხულზე, არჩევნების პერიოდში. ახლა რამდენად დააფინანსებენ, ზუსტად ვერ გეტყვი, მაგრამ "თავისიანებისთვის" ყოველთვის აქვთ რაღაცა შემონახული. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 26, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2010 Grig მე სამი მითხრეს,ოღონდ ჩემმა ცოლმა იცის სახელი და სანკპეტერბურგში დავურეკე ჩემი ცოლის დეიდაშვილს და მე მგონი იქ იაფი დამიჯდება ალბათ,მაგრამ ჯერ აღარ უნდაო და ნეტავი სულ არ დასჭირდეს.კაროჩე რა,ამ წამლებმა დედა მიტირეს ასტრონომიული თანხა მაქვს გადახდილი. თუ არც ერთ ოფიციალურ კატეგორიაში არ ჯდება, არის ერთადერთი შანსი - უნდა იპოვო "ხოდი" ნაცმოს პარტიულ ორგანიზაციაში. ასე დაფინანსდა ბევრი ოპერაცია გაზაფხულზე, არჩევნების პერიოდში. ახლა რამდენად დააფინანსებენ, ზუსტად ვერ გეტყვი, მაგრამ "თავისიანებისთვის" ყოველთვის აქვთ რაღაცა შემონახული. ხო მყავს ახლობლები.ჯერ არ სჭირდება.ათი დღის შემდეგ ვნახავ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted October 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2010 lasha1997 ჩამორჩა მაგრად მედიცინა. ჩვენთან ჯერ კიდე ინერციით საბჭოთა დონის დაავადებები არის, ნელ ნელა ნახე აფრიკასავით გახდება. უკვე ბევრი მაჩვენებელი აფრიკის დონეზე დავიდა. მედიცინა არის მეცნიერება რომელიც გაუჩერებლად ვითარდება და ბოლო ათწლეულები წინ წავიდა ბევრ რამეში, ჩვენთან კიდე ჯეოსტარია ძმაო. შედარებისთვის დღევანდელ ჩემ ამბავს გეტყვი. ერთ ჩემ ახლობელს აწუხებს რაღაც მთელი ცხოვრება და სად არ იყო საქართველოში და ხან რა უთხრეს და ხან რა, ხოდა მე დღეს ინტერნეტში დავგუგლე და ზუსტი დიაგნოზი ვიპოვე. თან მე ექიმი არ ვარ, უბრალოდ ინტერნეტში მოვიძიე და ვიპოვე ის რაც ჩვენთან არ გაუგიათ საერთოდ და როგორ დაუდგენდნენ. დეტალურად არის აღწერილი სიმპტომები და ზოგადად დაავადება და მკურნალობაც და რომ წავაკითხე ეგონა თავის თავზე იყო დაწერილი. ეს სამედიცინო სტატია ალბათ არის ჰა ჰა 5 წლის წინანდელი. ჩვენთან არც გაუგიათ ამის შესახებ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.