მდა Posted December 17, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 17, 2008 ელენე ახვლედიანი (1901-1975) http://s51.radikal.ru/i132/0812/8f/cac686b59414.jpg ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი. საქართველოს სახალხო მხატვარი. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. თბილისის სამხატვრო აკადემიაში იყო გიგო გაბაშვილის მოწაფე. იმავე წელს საზღვარგარეთ მიავლინეს და სწავლა გააგრძელა პარიზში. 1927 წელს დაბრუნდა სამშობლოში. ახვლედიანის მკაფიო ინდივიდუალობა და თვითმყოფადობა მხატვრის ყველა ჟანრში გამოვლინდა. ხატავდა საქართველოს ბუნების სურათებს, ქალაქის პეიზაჟებს, რომლებიც გამოირჩევა ემოციურობით, რომანტიკულობით, მდიდარი ფერადოვნებით, ზოგჯერ - ხაზგასმული დეკორატიულობით, კომპოზიციის აგების სიმახვილით. მუდმივად იგრძნობა განწყობილება - ზოგჯერ ხალისიანი და სადღესასწაულო, ზოგჯერ - სევდიანი, ზოგჯერ დრამატულიც. განსაკუთრებული სიყვარულითა და გრძნობით არის შესრულებული თბილისის, სიღნაღისა და თელავის ძველი უბნებისადმი მიძღვნილი პეიზაჟები. ახვლედიანმა დიდი ამაგი დასდო ქართული სცენოგრაფიის განვითარებას. თეატრის მხატვრად მუშაობა დაიწყო კოტე მარჯანიშვილთან ქუთაისის თეატრში და არ შეუწყვეტია მთელი სიცოცხლის მანძილზე. გააფორმა 72 სპექტაკლი, როგორც საქართველოში, ისე მოსკოვის, ლენინგრადის, კიევისა და ხარკოვის თეატრებში. ახვლედიანი ნაყოფიერად მუშაობდა წიგნის გრაფიკაშიც. მას ეკუთვნის ვაჟა-ფშაველას, მარკ ტვენის, ვ. ჰიუგოს ნაწარმოებთა ილუსტრაციები. მის სახელს ატარებს თბილისის ბავშვთა სურათების გალერეა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.