Jump to content
Planeta.Ge

ლადო (ვლადიმერ) გუდიაშვილი (1896-1980)


Recommended Posts

ლადო (ვლადიმერ) გუდიაშვილი (1896-1980)

 

http://s41.radikal.ru/i092/0812/0f/e75c7fff6c80.jpg

 

ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი. სახალხო მხატვარი, შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი, პროფესორი. დაჯილდოებულია ლენინის ორი ორდენით.

 

დაიბადა თბილისში, რკინიგზის მუშის ოჯახში. სწავლობდა კავკასიის ნატიფი ხელოვნების საზოგადოების ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში. პირველი ნახატები 1914 წელს ჟურნალ "თეატრსა და ცხოვრებაში" დაბეჭდა. სხვა მოღვაწეებთან ერთად დააარსა ქართველ ხელოვანთა საზოგადოება. 1917 წელს მონაწილეობდა ექვთიმე თაყაიშვილის მიერ მოწყობილ ექსპედიციაში - სამხრეთ საქართველოში გაეცნო ქართულ ძეგლებს, იღებდა ფრესკების პირებს. 1919 წელს მონაწილეობდა რესტორან "ქიმერიონის" მოხატვაში, ქართველ მხატვართა საზოგადოების მიერ მოწყობილ გამოფენაში. გარკვეული პერიოდი გუდიაშვილი ეკუთვნოდა ქართველ პოეტთა ჯგუფს "ცისფერყანწელებს", რომელთა მიზანი ქართული ხასიათის ფრანგულ სიმბოლიზმთან ორგანული შერწყმა იყო. შემოქმედების პირველ წლებში გუდიაშვილის თემატიკა მოიცავდა ძველი თბილისის ბოჰემური ცხოვრების სცენებს და საქართველოს წარსულის მიერ შთაგონებილ ლეგენდებსა და სიუჟეტებს.

 

1919 წელს პარიზში გაემგზავრა და მეცადინეობდა რონსონის ე.წ. "თავისუფალ აკადემიაში", იქვე ორჯერ მოაწყო პერსონალური გამოფენა. მონაწილეობდა ბელგიასა და ამერიკაში მოწყობილ გამოფენებში. 1925 წელს პარიზში გამოვიდა წიგნი გუდიაშვილის შესახებ, მისი ნამუშევრები შეიძინეს კერძო კოლექციონერებმა, მადრიდის მუზეუმმა "პრადომ". პარიზში განთქმული "ლა რუშის" მწერალთა კოლონიაში გაიცნო ამადეო მოდილიანი. გუდიაშვილის იმდროინდელ ნამუშევრებს ნიკო ფიროსმანის გავლენა ეტყობა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მხატვრის თემატიკა გაფართოვდა.

 

1946 წელს გუდიაშვილმა ქაშვეთის ეკლესიის საკურთხეველი მოხატა, რისთვისაც კომუნისტური პარტიიდან გარიცხეს და თბილისის სამხატვრო აკადემიიდან დაითხოვეს, სადაც 1926 წლიდან ასწავლიდა.

 

1957 წელს თბილისში გაიმართა ლადო გუდიაშვილის ორმოცწლიანი შემოქმედებისადმი მიძღვნილი გამოფენა, რომელზედაც 835 ტილო გამოიფინა და განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად. შემდეგ გამოფენა მოსკოვში გადაიტანეს. გუდიაშვილი მუშაობდა როგორც ფერმწერი, გრაფიკოსი (წიგნების გაფორმება, ილუსტრაციები), თეატრისა და კინოს მხატვარი.

 

ლადო გუდიაშვილი მკაფიოდ გამოხატული ინდივიდუალობის შემოქმედია, შექმნა მხატვრულ სახეთა მდიდარი სამყარო. მისი ნახატები ხან სადღესასწაულო, ამაღლებულ "ზღაპრულ" განწყობილებას ქმნის, ხან ფსიქოლოგიურად ღრმასა და დრამატულს, ხან თეატრალურ სანახაობას წარმოგვიდგენს, ხან - გროტესკულს. მისდამი მიძღვნილი მრავალი ალბომი და წიგნია გამოცემული საქართველოში, რუსეთსა და უცხოეთში.

 

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...