Jump to content
Planeta.Ge

ამათმა ბაქიაობამ მ... ტვინი.


Recommended Posts

ირაკლი ბათიაშვილი - ნურავინ ჩათვლის, რომ 25 ნოემბერს ხალხს შევკრებთ, შემდეგ კი, ეკლესიაში წავიყვანთ ან სახლში გავუშვებთ

წარმომადგენლობითი სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფის წევრის, ირაკლი ბათიაშვილის განცხადებით, ნურავინ ჩათვლის, რომ 25 ნოემბერს ხალხს შეკრებენ, შემდეგ კი, ეკლესიაში წაიყვანენ ან სახლში გაუშვებენ.

 

ირაკლი ბათიაშვილმა განაცხადა, რომ "ისინი დაიწყებენ და საქმეს ბოლომდე მიიყვანენ".

 

როგორც ბათიაშვილმა მცხეთის კულტურის სახლში მიმდინარე შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ხალხს მიხეილ სააკაშვილი ტყუილის, ილუზიების, ვირტუალურ სივრცეში აცხოვრებს.

 

"სააკაშვილი ამბობს, რომ ვიგებთ ომს, ამ დროს მთელი ცხინვალი დამწვარი ჯარისკაცებით არის ავსებული. მთელი აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დავკარგეთ. ახლა იქ სხვა ვითარებაა, ვიდრე ადრე იყო. რუსეთმა ფაქტიურად ანექსია დაიწყო. სანამ სააკაშვილი იქნება, დაკარგულ ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ", - განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა და აღნიშნა, რომ ხალხშიც არის გარკვეული პრობლემა, როდესაც სააკაშვილი ამდენი წელი მართავს ქვეყანას.

 

"ჩვენი უბედურება ისაა, როგორ შეიძლება მატყუარა, მშიშარა ადამიანი ამდენი ხანი თავს გვეჯდეს. აცხადებს, რომ თითქმის იაპონიას გავუსწარით ეკონომიკური მდგომარეობით, ამ დროს კი ხალხი ნაგავში იქექება. ჩვენი სირცხვილია, რომ ასეთი ადამიანი ამდენი ხანი თავზე გვაზის", - განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.

 

მცხეთის კულტურის სახლში წარმომადგენლობითი სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფის წევრთა შეხვედრა-კონფერენცია გრძელდება. კონფერენციას ესწრებიან ნინო ბურჯანაძე და ეკა ბესელიაც.

 

 

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/politika/27314-irakli-bathiashvili-nuravin-chathvlis-rom-25-noembers-khalkhs-shevkrebth-shemdeg-ki-eklesiashi-tsaviyvanth-an-sakhlshi-gavushvebth.html#ixzz1367YVeum

 

 

 

რას იბრიქებიან არ იცით? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ირაკლი ბათიაშვილი - ნურავინ ჩათვლის, რომ 25 ნოემბერს ხალხს შევკრებთ, შემდეგ კი, ეკლესიაში წავიყვანთ ან სახლში გავუშვებთ

არ მომწონს მაგათი ბაქიაობა... აი ძალიან არ მომწონს

 

იმიტომ რომ სოციალური ფონი უკიდურესად მძიმეა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ქართული პარტიის" ლიდერები სოზარ სუბარი და კოკა გუნცაძე დღეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელებს შეხვდნენ .

შეხვედრა საზოგადოებრივ დარბაზ ~ჯაზუში~ გაიმართა. Pპარტიის ლიდერებმა სამოქალაქო საზოგადოების წევრებს სამოქმედო გეგმები გააცნეს.

~ქართული პარტია~ მზად არის ითანამშრომლოს ყველასთან, ვისთვისაც მთავარი მიზანი არსებული ხელისუფლების შეცვლაა~, - განაცხადა სოზარ სუბარმა და აღნიშნა, რომ ახალი პოლიტიკური გუნდი ~სააკაშვილის რეჟიმის~ შეცვლაში უკომპრომისო იქნება.

მისი თქმით, ერთი შეხედვით ჩანს, რომ ~ქართული პარტიის~ წევრები ერთმანეთთან შეუთავსებლები არიან, მაგრამ ისინი ერთიანი არიან მთავარ საკითხში - ~ქვეყანა უნდა გადარჩეს სააკაშვილისგან~.

პარტიის დამფუძნებელ ყრილობამდე, რომელიც 24 ნოემბერსაა დაგეგმილი, ~ქართული პარტიის~ ლიდერები მსგავს შეხვედრებს პერმანენტულად გამართავენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ მომწონს მაგათი ბაქიაობა... აი ძალიან არ მომწონს

სოზარ სუბარი

 

 

ეს გონიერი კაცი მეგონა და მაგარი შეცდომა დაუშვა მაგათთან რომ გაიჩითა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ის ვერ გავიგე, აგერ უკვე მესამე წელია მაინცდამაინც ამ აცივებას რას ელოდებიან? რას დაყინეს ეს საწყალი ხალხი?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ქართული პარტიის" ლიდერები სოზარ სუბარი და კოკა გუნცაძე დღეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელებს შეხვდნენ .

შეხვედრა საზოგადოებრივ დარბაზ ~ჯაზუში~ გაიმართა. Pპარტიის ლიდერებმა სამოქალაქო საზოგადოების წევრებს სამოქმედო გეგმები გააცნეს.

~ქართული პარტია~ მზად არის ითანამშრომლოს ყველასთან, ვისთვისაც მთავარი მიზანი არსებული ხელისუფლების შეცვლაა~, - განაცხადა სოზარ სუბარმა და აღნიშნა, რომ ახალი პოლიტიკური გუნდი ~სააკაშვილის რეჟიმის~ შეცვლაში უკომპრომისო იქნება.

მისი თქმით, ერთი შეხედვით ჩანს, რომ ~ქართული პარტიის~ წევრები ერთმანეთთან შეუთავსებლები არიან, მაგრამ ისინი ერთიანი არიან მთავარ საკითხში - ~ქვეყანა უნდა გადარჩეს სააკაშვილისგან~.

პარტიის დამფუძნებელ ყრილობამდე, რომელიც 24 ნოემბერსაა დაგეგმილი, ~ქართული პარტიის~ ლიდერები მსგავს შეხვედრებს პერმანენტულად გამართავენ.

არასწორი ფორმულაა, სააკაშვილის მოშორებას სისხლის დაღვრა სჭირდება, კი ბატონო,

მაგრამ მერე ოქრუაშვილი და ნაგაიდელი დამაჯდეს თავზე? პაშლი ანი ნა.

არის ერთი არჩევანი, ეროვნული ფორუმი დანარჩენებს ვუცხადებ უნდობლობას

 

მე ის ვერ გავიგე, აგერ უკვე მესამე წელია მაინცდამაინც ამ აცივებას რას ელოდებიან? რას დაყინეს ეს საწყალი ხალხი?

ადამიანს ვისაც სიცივე უქმნის დისკომფორტს, რევოლუციასაც ვერ მოახდენს

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ირაკლი ბათიაშვილი - ნურავინ ჩათვლის, რომ 25 ნოემბერს ხალხს შევკრებთ, შემდეგ კი, ეკლესიაში წავიყვანთ ან სახლში გავუშვებთ

დაიწყო ამან "ვილკების" ყრა...ბოლოს ეგეც პირჯვრისწერით დაასრულებს

http://i009.radikal.ru/1010/98/2eab9371dec4.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ირაკლი ბათიაშვილი - ნურავინ ჩათვლის, რომ 25 ნოემბერს ხალხს შევკრებთ, შემდეგ კი, ეკლესიაში წავიყვანთ ან სახლში გავუშვებთ

ჯერ შეკრიბე და მერე იბლატავე..

 

მე ვერ ვიხსენებ ქვეყანას სადაც ამდენი წურბელა ერთად წოვს და ანგრევს საკუთარ სამშობლოს..

ეს ეხება არა მარტო ბათიაშვილს და ნაცებს..არანედ უკლებლივ მთელ პოლიტიკურ სპექტრს,საერთოდ ყველას..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ვერ ვიხსენებ ქვეყანას სადაც ამდენი წურბელა ერთად წოვს და ანგრევს საკუთარ სამშობლოს..

ეს ეხება არა მარტო ბათიაშვილს და ნაცებს..არანედ უკლებლივ მთელ პოლიტიკურ სპექტრს,საერთოდ ყველას..

 

 

ეგრე და რომ ვამბობ ადვილი სამართავი ნაროდი ვართ მეთქი,რას ამბობ არა გრცხვენიაო? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

 

 

რას იბრიქებიან არ იცით? :)

 

"ჩქიმი პაკაზუხა" ამას მაინც ამატებდნენ ამ სიტყვებს ჰა :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

 

არ იცი ის კაცი რაზე მოხსნეს? ქართულის არ ცოდნაზე და ოპოზიციაში იყოო. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Achiko1972

მე ის ვერ გავიგე, აგერ უკვე მესამე წელია მაინცდამაინც ამ აცივებას რას ელოდებიან? რას დაყინეს ეს საწყალი ხალხი?

 

 

საერთოდ, გვიანი შემოდგომაა რევოლუციების საუკეთესო დრო - ამას გუმანით ხვდებიდნენ ბოლშევიკები 1917-ში და მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნობით 2003-ში ვარდების რევოლუციის ამერიკელი სპონსორები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

 

არ იცი ის კაცი რაზე მოხსნეს? ქართულის არ ცოდნაზე და ოპოზიციაში იყოო. :givi:

 

პარტია რომ შექმნა იმაზე.

ცირკია რა ეს ქვეყანა :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ეგრე და რომ ვამბობ ადვილი სამართავი ნაროდი ვართ მეთქი,რას ამბობ არა გრცხვენიაო?

რაც მთავარია შენ ხომ არ გრცხვენია.. :givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პარტია რომ შექმნა იმაზე.

ცირკია რა ეს ქვეყანა

 

 

ეგ იქით იყოს და ვეროჩკას მე მგონი წითელს უნთებს მიშიკო.დღეს შენიშვნა მიუცია,თავში არ აგივარდესო.მოსწყინდა უკვე. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...