Jump to content
Planeta.Ge

რომელი ბიზნესის გაკეთება შეიძლება საქართველოში?


Recommended Posts

ისეთზე გეკითხებით რომელშიც არ ჩაგეწილებიან ჩინოვნიკები და არ აგახევენ საბოლოოდ?. :)

 

 

წავედი და ხვალისთვის პასუხები დამახვედრეთ. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

რომელი ბიზნესის გაკეთება შეიძლება საქართველოში?

 

კაცი გამოძახებით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კაცი გამოძახებით.

 

 

იმდენი მეტრაკეა საქართველოს მთავრობაში,აგახევენ მაგ ბიზნესს თავის კაცებიანად.სხვა თქვი. :givi:

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისეთზე გეკითხებით რომელშიც არ ჩაგეწილებიან ჩინოვნიკები და არ აგახევენ საბოლოოდ?. :)

 

 

წავედი და ხვალისთვის პასუხები დამახვედრეთ. :givi:

მიაკითხე ელიავას ბაზრობას და ნახავ :yes:

წილის ახევას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი თუკი იცი მუშაობა და ყველაფერი ისეა აწყობილი რომ პიროვნების ფაქტორი აღარაფერს წყვეტს,

ძირითადად კი ბიზნესი, მითუმეტეს საშუალო და წვრილი მოითხოვს ძალიან დიდ შრომას, რომც აგახიოს ჩინოვნიკმა ვერ ამუშავებს,

არის ისეთი სახის ბიზნესი რომელსაც ვერ გაეკარები, ესაა ნავთობის და კვების პროდუქტების იმპორტი, ხოლო ტანსაცმელი თუ ტექნიკა შEმოზიდე რამდენიც გინდა

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუკი ხელობა გეხერხება ეგ. წოდებული ცეხები ანუ საამქროები+ პროფილაქტიკები,

 

მეტალო პლასტიკატის კარ ფანჯარა, ავეჯის დამზადება, რკინის კარები -აივანი, რეშოტკები,

გამათბობელი სისტემების დამონტაჟება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისეთზე გეკითხებით რომელშიც არ ჩაგეწილებიან ჩინოვნიკები და არ აგახევენ საბოლოოდ?. :)

 

 

წავედი და ხვალისთვის პასუხები დამახვედრეთ. :givi:

 

ალბათ პარლამენტარობა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ისეთზე გეკითხებით რომელშიც არ ჩაგეწილებიან ჩინოვნიკები და არ აგახევენ საბოლოოდ?.

წლიური ბრუნვა მილიონს თუ არ აღემატება

 

არ უნდა გაეკარო ნავთობს, შაქარს, ზეთს ...

 

არ უნდა გახსნა კარგ ადგილას რესტორანი...ძვირიან მიწაზე ანუ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

 

წლიური ბრუნვა მილიონს თუ არ აღემატება

 

არ უნდა გაეკარო ნავთობს, შაქარს, ზეთს ...

 

არ უნდა გახსნა კარგ ადგილას რესტორანი...ძვირიან მიწაზე ანუ...

:) ენგრეა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ხელოსნობა სავარაუდოდ ნებისმიერი გაქაჩავს საქართველოში თუ კარგი ხელოსანი ხარ. დაწყებული მესაათიდან ვიდრე შენს ხელობამდე. მამაჩემს მაგალითად მთელი ცხოვრება რკინასთან ჰქონდა შეხება, მუშაც იყო თავიდან, დირექტორიც და ყოველთვის ჰქონდა სამუშაო რკინის კონსტრუქციებზე. (მაგალითად ნახევარი და ყველაზე რთული ჯეოსელის ანძები მამაჩემის დადგმულია) შემდეგ გარემოებათა გამო დირექტორობიდან ჩვეულებრივ დურგლამდე ჩამოქვეითდა და ახლა 68 წლის კაცი საქართველოს პირობებში საკმაოდ ნორმალურად ანაზღაურებადი ძალიან მოთხოვნადი დურგალია მშენებლობებზე. ნებისმიერი მშნებლობის დამთავრების შემდეგ მინიმუმ 5 არჩევანი აქვს სამუშაოსი.

 

პირადად მე ვგეგმავ თანამედროვე სათბურების მოშენებას თუ დავბრუნდი საერთოდ საქართველოში. მაგრამ ამისათვის სერიოზული ტვინკაპიტალი მჭირდება და მატერიალური სადღაც 50K დასაწყისისთვის, რომელიც ჯერ არ მაქვს (მიწა მაქვსმ ხოლოდ). მაქვს კიდევ სხვა აზრებიც, მაგრამ ამისაკენ ვიხრები ყველაზე მეტად.

 

ჩემმა მტერმა იმუშავა მთელი ცხოვრება სხვისთვის, თუნდაც დირექტორად და თუნდაც ევროპა-ამერიკაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იცი რას ვიტყვი, ყველაზე კარგი არის, როცა ბინები გაქვს და აქირავებ. სხვა დანარჩენი კი, თუ ნაცი არ ხარ ან მათთან დაახლოებული პირი, გერხის და ბიზნესი ჯოჯოხეთად გექცევა..
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

ბინების გაქირავება არის ყველაზე დებილი ბიზნესი მსოფლიოში :givi:

 

გარდა ამისა რამდენი ბინა უნდა გქონდეს, რომ კარგი შემოსავალი მიიღო? ბარემ ბანკში ჩადე და პროცენტები მიიღე...

 

 

მერე ჰა, გააქირავე და იფხანე კვერცხები, უინტერესოა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

 

ერთადერთი რისი ბიზნესიც შეგიძლია მართლა გააკეთო არის ის, რომ მაღაზია გახსნა, ოღონდ ერთი პირობით - ამათი შემოტანილი საქონელი უნდა დადო და ყიდე რამდენიც გინდა, თუ გინდა მილიონები აკეთე.

შენი რამის შემოტანა თუ გინდა ჯერ ხო გააჩნია რა შემოგაქვს, მაგალითად ბენზინს, სიგარეტს, შაქარს, მარილს და ეგეთ რაღაცეებს არ შემოგატანინებენ და სხვა რამე, რასაც შემოგატანინებენ თუ იმდენი გაყიდე რო იმის შემოტანილს დიდ კონკურენციას ვერ უწევ, ანუ ვთქვათ მაქსიმუმ 5000-10 000 გაქ თვეში მოგება თავიდან არ მოგაქცევენ ყურადღებას და მერე ესე წელიწადში 2-ჯერ რეგულარულად შეგაწუხებენ, როგორც მაგალითად კიდობანს, პასაჟს და ლილოს მოვაჭრეებს აწუხებენ...P.S. გაითვალისწინე, რომ პატარა ხალტურების გარეშე წაგებაზე მოგიწევს მუშაობა, ანუ პატარა გაუფორმებელი რაღაცეების გაყიდვა მოგიწევს. დიდი ფულის კეთება თუ დაიწყე ეგრევე ყურადღებას მიიპყრობ, დაგლუქავენ ერთ ნახევარ წელიწადში, დიდ მაყუთებს აგახევენ და მაგის მერე მოგთხოვენ მინიმუმ 51% წილს, არადა დაგიჭერთ და დაგხურავთო გეტყვიან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...