მდა Posted December 17, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 17, 2008 გიორგი ელიავა (1892-1937) http://s44.radikal.ru/i103/0812/4c/e78301a2f83f.jpg მიკრობიოლოგი. 1912-1914 წლებში სწავლობდა ჟენევის უნივერსიტეტში. 1916 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ამავე წელს დაინიშნა კავკასიის ფრონტის ქ. ტრაპიზონის ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიის გამგედ. 1917 წელს განაგებდა საქალაქთაშორისო კავშირის თბილისის ცენტრალურ ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიას. 1918-21 და შემდგომ 1925-27 წლებში მუშაობდა პარიზში, პასტერის ინსტიტუტში. 1923 წელს მისი ინიციატივით დაარსდა თბილისის ბაქტერიოლოგიური ინსტიტუტი, რომლის დირექტორიც თვითონ იყო. 1934 წელს მისი თაოსნობით გაიხსნა შავი ჭირის საწინააღმდეგო სადგური. 1936 წელს კი დააარსა ბაქტერიოფაგის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომლის პირველი დირექტორიც თავად იყო. ელიავა იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც გამოთქვა აზრი, რომ ბაქტერიოფაგი განაპირობებს მიკრობთა ფართო ცვალებადობას. ელიავა იცავდა ბაქტერიოფაგის ცოცხალი ბუნების თეორიას, რაც შემდგომ წარმატებით დადასტურდა. დიდი მეცნიერი 1937 წელს საბჭოთა რეპრესიებს ემსხვერპლა, ის და მისი მეუღლე დახვრიტეს, ხოლო ერთადერთი ქალიშვილი შუა აზიაში გადაასახლეს. http://s55.radikal.ru/i150/0812/e6/e2d33b9f86d9.jpg http://s41.radikal.ru/i094/0812/7f/1c712a3492ea.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.