planetanews Posted October 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 21, 2010 ჩვენს ქვეყანაში ყველაფერს ძალოვნები რომ წყვეტენ, ვხედავთ და შევეჩვიეთ; აღარ გვიკვირს, რომ სასამართლო პოლიტიკისა და პროკურატურის შემადგენელი ნაწილია და სიმართლეზე თვალს ხუჭავს; ვხედავთ, შევეჩვიეთ და აღარ გვიკვირს, თუკი ვინმე უდანაშაულო პიროვნებას, “ნაცმოძრაობის” წარმომადგენელთა ინტერესებიდან გამომდინარე, საპყრობილეში მოათავსებენ. გაზიარება[ლადო ქირია. 19:35 21-10-2010]http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TMBdy-abgnI/AAAAAAAAEI4/jNcdH1u2iQ4/s200/PATRUL.gifდღეს საქართველოში ჩვეულებრივი მოვლენაა: ბიზნესის დატერორება, ადამიანის უფლებათა ფეხქვეშ გათელვა, პირდაპირ ქუჩებში ახალგაზრდების ხოცვა-ჟლეტა, მოსმენ-დასმენის ინსტიტუტის ფაქტობრივი დაკანონება, ქვეყანაში საყოველთაო შიშისა და სასოწრკვეთილების დანერგვა. ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით “საქართველო და მსოფლიოს” თავის მოსაზრებას უზიარებს პიროვნება (ვინაობის გამხელა არ ისურვა), რომელმაც რამდენიმე ათეული წელი იმუშავა სამართალდამცავ ორგანოებში მაღალ თანამდებობებზე:ზამთარში დამშეულ მგელთა ხროვა რომ გამოვა საშოვარზე, ისეა დღეს პოლიცია, უფრო მეტად - საპატრულო პოლიცია. აგედევნებიან, გითვალთვალებენ, იქნებ, რაიმე შეცდომა დაუშვა ავტომანქანით მოძრაობის დროს და დაჯარიმებისთვის საბაბი იშოვონ. თუნდაც უმნიშვნელო დარღვევის დროს მგლებივით დაგესევიან; სიტყვას ვერ შეუბრუნებ, რადგან ვითარებას დაძაბავენ, გაართულებენ და შეიძლება საპატიმროშიც აღმოჩნდე.ახლა ბევრს ლაპარაკობენ, პოლიციამ ხალხის ნდობა მოიპოვაო. სიცრუეა, მათ მიმართ მხოლოდ შიში და ზიზღი იგრძნობა. ისინი პატივისცემით მხოლოდ მათივე ოჯახის წევრებსა და ახლობლებში სარგებლობენ. პოლიცია ვერ იტანს ქუჩაში თავმოყრილ ახალგაზრდებს, მით უმეტეს, თუკი რომელიმე მათგანი ნასამართლევია ან პირობითი სასჯელი აქვს. ზუგდიდში მათ ქუჩებში გამოსვლა ეკრძალებათ. პერიოდულად, “პროფილაქტიკისთვის”, ასეთ პირებს ოჯახებში უვარდებიან, მიჰყავთ იძულებით ნარკოლოგიურ შემოწმებაზე. თუ ვინმემ პრეტენზია გამოთქვა ან გამოესარჩლა, პოლიციის მუშაკისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდება გარანტირებული გაქვს. თავს ვერ გაიმართლებს, მოწმეები ხომ ისევ პოლიციელები არიან?! იქით უნდა ეხვეწო და მადლობა უნდა გადაუხადო, აღკვეთის ღონისძიებად “გირაო” თუ გაგიფორმეს და საბოლოოდ საპროცესო გარიგებას დაგაჯერეს. ჩვენთან პოლიციელებს ნარკოტიკულ საშუალებათა ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირთა გამოვლენა “ცოტა სხვანაირად” ესმით და ამისთვის თავისებურ ხერხს იყენებენ; მაგალითად, მოიყვანენ პიროვნებას, რამდენიმე საათს ამყოფებენ სამმართველოში ან პოლიციის განყოფილებაში, შემდეგ კი მოწყურებულს წყალს მიაწოდებენ, ამ წყალში კი ნარკოტიკია გარეული. დაკავებული დალევს ამ წყალს, 1-2 საათის შემდეგ წაიყვანენ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე და ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტიც სახეზეა. მე შენ გეტყვი და დაამტკიცებ შენს სიმართლეს. სწორედ ამის გამო არ მიჰყავთ პიროვნება დაკავებისთანავე შემოწმებაზე, აჩერებენ რამდენიმე საათს, წყურვილმა რომ შეაწუხოს. პოლიციის ეს მეთოდი ცნობილი გახდა და ყველა ცდილობს, არ დალიოს პოლიციის მუშაკის მიერ მოწოდებული წყალი. ამიტომ საჭირო გახდა სხვა ხერხის გამოძებნა და გამონახეს კიდეც. პოლიციაში მოჰყავთ დაკავებული, ძალის გამოყენებით გაუკეთებენ ნარკოტიკს ნემსით (ეს მეტწილად ხდება საღამოობით). დაკავებულს არ აძლევენ თავის ადვოკატთან და ახლობლებთან შეხვედრის უფლებას. დაკავებული რამდენიმე საათის განმავლობაში იზოლირებულია, შემდეგ კი მიჰყავთ შემოწმებაზე. ამასობაში გადის 5-6 საათი და, რომც მოინდომო, ნემსის ნაჩხვლეტს მაინც ვერ უპოვნი.პოლიციის სამმართველოებსა და განყოფილებებში მოულოდნელი შემოწმება რომ ჩაატარონ, დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას აღმოაჩენენ. პოლიციის ყველა სამმართველოსა და განყოფილებაში ჰყავთ სპეციალურად ასეთი სამუშაოების შემსრულებელი გამომძიებლები და ოპერატიული მუშაკები. მართლაც, რაც ბოლო პერიოდში ხდება, უკვე მეტისმეტია. ზუგდიდელები: მალანია, ჭანტურია, აკობია, კუკავა და სხვები ასეთი თავხედი და აღვირახსნილი პოლიციელების გამო უკანონოდ არიან დაკავებულნი და შესაძლებელია მხოლოდ კოლოსალური თანხის გადახდის შემდეგ დაუბრუნდნენ მშობლიურ კერას, წინააღმდეგ შემთხვევაში 7-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. პოლიციელები განსაკუთრებით ნადირობენ იმ ახალგაზრდებზე, რომელთა მშობლები საზღვარგარეთ იმყოფებიან. პროკურატურა კი წაყრუებას არჩევს, რადგან გირაოსა და საპროცესო შეთანხმების დროს მიღებული თანხები საკმაოდ სოლიდურია."საქართველო და მსოფლიო"http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted October 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2010 ზუგდიდში მართლაც რომ.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2010 ჩაგდებაზე ფრიდრიხას ვკითხოთ,სცოდნია რა როგორ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 23, 2010 (edited) planetanewsსაპატრულო პოლიცია. აგედევნებიან, გითვალთვალებენ, იქნებ, რაიმე შეცდომა დაუშვა ავტომანქანით მოძრაობის დროს ცაცკალი მძღოლები "შემთხვევით" წითელზე თუ გაიარეს ან "პროწივზე" წავიდნენ, ამისთვის როგორ უნდა აჯარიმებდნენ http://s16.rimg.info/ed1a2bdc716d7d9b5a16f3a6a12a3728.gif ძალის გამოყენებით გაუკეთებენ ნარკოტიკს ნემსით (ეს მეტწილად ხდება საღამოობით). დაკავებულს არ აძლევენ თავის ადვოკატთან და ახლობლებთან შეხვედრის უფლებას. დაკავებული რამდენიმე საათის განმავლობაში იზოლირებულია, შემდეგ კი მიჰყავთ შემოწმებაზე. ამასობაში გადის 5-6 საათი და, რომც მოინდომო, ნემსის ნაჩხვლეტს მაინც ვერ უპოვნიეხლა ვინმე თუ მეტყვის, რომ ამის დამწერი ბრიყვი არაა დავიგინები იცოდე, დავიგინები © რადიო 105 Edited October 23, 2010 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 23, 2010 (edited) ---------------------- Edited October 23, 2010 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted October 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 23, 2010 ჩვენთან პოლიციელებს ნარკოტიკულ საშუალებათა ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირთა გამოვლენა “ცოტა სხვანაირად” ესმით და ამისთვის თავისებურ ხერხს იყენებენ; მაგალითად, მოიყვანენ პიროვნებას, რამდენიმე საათს ამყოფებენ სამმართველოში ან პოლიციის განყოფილებაში, შემდეგ კი მოწყურებულს წყალს მიაწოდებენ, ამ წყალში კი ნარკოტიკია გარეული. დაკავებული დალევს ამ წყალს, 1-2 საათის შემდეგ წაიყვანენ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე და ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტიც სახეზეა. მე შენ გეტყვი და დაამტკიცებ შენს სიმართლეს. სწორედ ამის გამო არ მიჰყავთ პიროვნება დაკავებისთანავე შემოწმებაზე, აჩერებენ რამდენიმე საათს, წყურვილმა რომ შეაწუხოს. პოლიციის ეს მეთოდი ცნობილი გახდა და ყველა ცდილობს, არ დალიოს პოლიციის მუშაკის მიერ მოწოდებული წყალი. ამიტომ საჭირო გახდა სხვა ხერხის გამოძებნა და გამონახეს კიდეც. პოლიციაში მოჰყავთ დაკავებული, ძალის გამოყენებით გაუკეთებენ ნარკოტიკს ნემსით (ეს მეტწილად ხდება საღამოობით). დაკავებულს არ აძლევენ თავის ადვოკატთან და ახლობლებთან შეხვედრის უფლებას. დაკავებული რამდენიმე საათის განმავლობაში იზოლირებულია, შემდეგ კი მიჰყავთ შემოწმებაზე. ამასობაში გადის 5-6 საათი და, რომც მოინდომო, ნემსის ნაჩხვლეტს მაინც ვერ უპოვნი.ასეთი მავნე პრაქტიკა რომ აღმოიფხვრას უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება ნარკომანების მიმართდა მათ ისე უნდა ექცეოდნენ როგორც იევროპაში,იქ ნარკომანი აღქმული არის როგორც ავადმყოფი და სახელმწიფო ცდილობს მათ განკურნებას და არა ტერორს თუკი საკანონმდებლო ბაზა იქნება სხვანაირი ბუნებრივია რომ ასეთი სახის დანაშAულებებიც არ იქნება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 23, 2010 Siknadmoასეთი მავნე პრაქტიკა რომ აღმოიფხვრასრა პრაქტიკა კაცო, მართლა გჯერა რომ ნემსის ნაჩხვლეტი 5-6 საათის შემდეგ არ ეტყობა? ეგ ხომ მტკნარი სიცრუეა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DATA TUTASXIA Posted October 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 23, 2010 Saturn ეჰ სატურნ,სატურნ, როგორ ემსგავსები ნელ-ნელა ლევან მამალაძეს და ვიტალი ხაზარაძეს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted October 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 23, 2010 დაწყნარდით ხალხო... ისე ერთი მიკვირს, თუ გინდა, ემჩნეოდეს ნანემსარი, უკეთესი არ არის, იტყვიან თვითონ გაიკეთაო... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 23, 2010 ისე ერთი მიკვირს, თუ გინდა, ემჩნეოდეს ნანემსარი, უკეთესი არ არის, იტყვიან თვითონ გაიკეთაო...ნუ ლოგიკაში გარღვევა აქვთ და მაგდენი ვერ მოიფიქრეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted October 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 23, 2010 (edited) babuagiorgiზედმეტი მოგდის. აქედან ჩანს რომ შეურაცხადი ხარ, მაგრამ ფორუმზე ყველას მოეთხოვება უზრდელობისთვის. მოდერაციის სიტყვას ველოდები. შენ ის ყველასავის ნაცნობი ტიპი რომაა არაადეკვატური, ისეთი გახდი უკვე. რას ელოდები გამაგებინე ერთი უფროი კონკრეტულად? კომუნისტებზე ბოდიშის მოხდას?ისე თქვენგან განსხვავებიი მართლა რომ ანგელოზები იყვნენ. Edited October 23, 2010 by babuagiorgi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted October 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 23, 2010 Saturnbabuagiorgiთუ ორივე არ გაცდებით კამათის საზღვრებს , მადლიერი დაგრჩებით თუ არა მომიწევს ცოტა ხანი შეგასვენოთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 23, 2010 lasha_aloთუ ორივე არ გაცდებით კამათის საზღვრებსრატომ წაიშალა პოსტები? მე არანაირ საზღვრებს არ გადავსულვარ. მაგ წაშლით უზრდელ იუზერს საშუალება მიეცი, რომ სასჯელის გარეშე გამომძვრალიყო. მერე კიდევ ფორუმ.გე -ზე გაქვთ პრეტენზიები. იქ უზრდელობა დასჯადია ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DATA TUTASXIA Posted October 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 23, 2010 Saturn ნაკომუნისტარ ლიციმერს არ წყინს კომუნისტებზე აუგი და შენ რატომ გეწყინა? babuagiorgi ბაბუაგიორგი შსს თანამშრომლებმა უკეთ არ იციან ნანემსარი რამდენი ხანი ემჩნევა ადამიანს? შენ ასწავლი პროფესორს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 23, 2010 DATA TUTASXIAნაკომუნისტარ ლიციმერს არ წყინს კომუნისტებზე აუგი და შენ რატომ გეწყინა? ერთი კომუნისტების დედაც. ჩვენ დავამხეთ კომუნისტებიო რომ წერდა, იმასთან დაკავშირებით მივუთითე რომ შეურაცხადი და რეალობისგან მოწყვეტილი კაცის სიტყვებია ეგ. თუ შენც მასე ფიქრობ რომ ზვიადამ დაშალა საბჭოთა კავშირი?და როცა გითითებენ რომ სისულელეა (ნანემსარი რომ არ რჩება თურმე ნემსის გაკეთების შემდეგ), იქ პოზებში ჩადგომა და ხაზარაძე-მამალაძე არ უნდა გჭირდებოდეს. უნდა აღიარო რომ სისულელეა მართლა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.