Jump to content
Planeta.Ge

კიდე ერთი ომის საფრთხეაო-ბურჯანაძემ


Recommended Posts

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე რუსეთის მხრიდან კიდევ ერთი ომის შესაძლო საფრთხეებზე საუბრობს. როგორც ბურჯანაძემ დღეს, "პრაიმ თაიმის" პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, ხელისუფლებამ, შესაძლოა, ჩრდილო-კავკასიასთან სახიფათო თამაშის წამოწყებით, ქვეყანა კიდევ ერთ ომში ჩართოს , რადგან არავინ იცის, რა კონტექსტში იქნება ეს გამოყენებული.

~ყველასთვის ცნობილია, რა მძიმეა რუსეთისთვის ჩრდილო-კავკასიის თემა და ამის პროვოცირებას რომ ახდენ მუდმივად, კიდევ ერთხელ რომ მოგხვდეს იმ დათვისგან ტორი, რას შვები მერე?! ხომ იცი, რომ არავინ შემოვა აქ რუსების ტანკებისა და ჯარისკაცების შესაჩერებლად~, - განაცხადა ბურჯანაძემ მიხეილ სააკაშვილის მისამართით.

~დემოკრატიული მოძრაობის~ ლიდერის თქმით, ჩრდილო-კავკასიასთან სახიფათო ურთიერთობები ხელისუფლებას წლების განმავლობაში აქვს. როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, ამის შესახებ ხელისუფლების ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ირაკლი ოქრუაშვილმა, გასულ კვირას პირდაპირ ეთერშიც დაადასტურა, როცა ქართულ სამხედრო ბაზაზე ინგუშების მომზადებასა და ჩეჩნებისთვის ტრანზიტის გახსნაზე ისაუბრა.

 

http://new.interpressnews.ge/ge/politika/148280-nino-burjanadze-rusethis-mkhridan-kidev-erthi-omis-shesadzlo-safrthkheebze-saubrobs.html

 

პ.ს. გამუდმებული საფრთხეები20 წელიწადი... მე მგონი ფსიქიატრიც ვეღარ გვიშველის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

მემგონი ესენი ჩემს პოსტებს კითხულობენ ჩავიგდო ხმა რა ვქნააა????

არ არის ომი გამორიცხული, აბა არჩევნებით, სულ რომ იდეალურად ჩატარდეს, რუსეთი თავის კანდიდატურას ვერ მოიყვანს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რამზან კადიროვის განცხადება: "ბოევიკებს ახლა მორალური და ფინანსური მხარდამჭერი ცოტა დარჩათ. ადრე ისინი ფინანსებსა და იარაღს საქართველოს ტერიტორიიდან იღებდნენ. ასევე, საქართველოს გავლით შედიოდნენ ჩეჩნეთში ბანდიტების ჯგუფები. დღეს შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ერთადერთი წყარო, ვინც მათ ეხმარება და სადაც ისინი ემზადებიან, საქართველოა".
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რამზან კადიროვის განცხადება: "ბოევიკებს ახლა მორალური და ფინანსური მხარდამჭერი ცოტა დარჩათ. ადრე ისინი ფინანსებსა და იარაღს საქართველოს ტერიტორიიდან იღებდნენ. ასევე, საქართველოს გავლით შედიოდნენ ჩეჩნეთში ბანდიტების ჯგუფები. დღეს შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ერთადერთი წყარო, ვინც მათ ეხმარება და სადაც ისინი ემზადებიან, საქართველოა".

 

 

ამ დურაკმა ხომ გაუხსნა საზღვარი კავკასიელებს და მოვიმკით ამ საქციელსაც მალე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნებისმიერ ძალას რომელიც იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ უნდა გავუწიოთ დახმარეაბა

და ეს არ არის ტერორიზმის ბაზა

 

ამერიკის სენატი ფულს ხარჯავდა თალიბი ტერორისტების მომზადებაში და იარაღს აწვდიდა ეს თალიბები რუსებს ებრძოდნენ ავღანეთში

ამიტომ ეხლა არავინარ თქვას ტერორისტებს არ უდნა ვეხმარებოდეთ და რუსებს კიდევ უფრო გადავიმტერებთ ისედაც მტერია ხოლო ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარიას პრიცნიპით უნდა ვიმოქმედოთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

ამერიკის სენატი ფულს ხარჯავდა თალიბი ტერორისტების მომზადებაში და იარაღს აწვდიდა ეს თალიბები რუსებს ებრძოდნენ ავღანეთში

შენ "ჯენტლემენი უდაჩი" ხო გინახავს? :givi: საბავშვო ბაღიდან რომ წამოიღებენ 20 მანეთს და უზბეკი რომ ამბობს "რა ფარშივი ტიპი ვარ, ბავშვებს ფული მოვპარეო". ხოდა კრამაროვი ეუბნება "ბენზინს რომ აზავებდი ვირის შარდით მაშინ არ გრძნობდი თავს ფარშივადო?" და ეს უზბეკი პასუხობს "ტამ ბენზინ ა ტუტ ძეწი" :givi: ხოდა ეგეთი პონტია რა აქაც. ის ამერიკაა, ჩვენ - საქართველო. ის რაც შეეფერება იუპიტერს, არ შეეფერება ხარს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ამ დურაკმა ხომ გაუხსნა საზღვარი კავკასიელებს და მოვიმკით ამ საქციელსაც მალე.

ფაქტია, მშვენიერი საპროვოკაციო საბაბი მისცა რუსეთს მიშამ... და უბედურება ისაა რომ ნაცებში ჭკვიანი ხალხიც აღარ დარჩა, ამბობენ ბოკერიაც კი განზე გადგაო ჩუმად...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

არ არის ომი გამორიცხული, აბა არჩევნებით, სულ რომ იდეალურად ჩატარდეს, რუსეთი თავის კანდიდატურას ვერ მოიყვანს...

რუსეთი მიხოზე უკეთეს კანდიდატს საქართველოს პრეზიდენტად ვერც კი ინატრებს, ამიტომ სამხედრო ძალას გამოიყენებს მხოლოდ მაშინ როცა მიხოს შეექმნება სერიოზული პრობლემები და მხოლოდ იმ დოზით რომ მიხოს გარშემო ხალხის კონსოლიდაცია გააძლიეროს. IMHO

აი იმ შემთხვევაში თუკი ეს არ ხერხდება, მაშინ რათქმაუნდა იზრუნებს სხვა კანდიდატის მოყვანაზე.

აქედან სულაც არ გამომდინარეობს რომ მიხო რუსების კაცია, აქედან მხოლოდ ის გამომდინარეობს, რომ ამ ეტაპზე მიხო რუსებს აწყობთ.:D

 

რუსებს მიხო რომ არ აწყობდეთ მის მოსაშორებლად თავდასხმის (ტერაქტის) მოწყობაზე უარს არ იტყოდნენ, მცდელობა მაინც ექნებოდათ. როგორც მოგეხსენებათ ედიკაზე რამდენიმე (მგონი სამი) მცდელობა იყო, ეს მაშინ როცა ედიკა ცდილობდა დაბალანსებული პოლიტიკა ეწარმოებინა.

 

Saturn

ის რაც შეეფერება იუპიტერს, არ შეეფერება ხარს.

თუ, ის რისი უფლებაც აქვს იუპიტერს, ეკრძალება ხარს? :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

რუსეთი მიხოზე უკეთეს კანდიდატს საქართველოს პრეზიდენტად ვერც კი ინატრებს, ამიტომ სამხედრო ძალას გამოიყენებს მხოლოდ მაშინ როცა მიხოს შეექმნება სერიოზული პრობლემები და მხოლოდ იმ დოზით რომ მიხოს გარშემო ხალხის კონსოლიდაცია გააძლიეროს. IMHO

 

100% სიმართლე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

რუსებს მიხო რომ არ აწყობდეთ მის მოსაშორებლად თავდასხმის (ტერაქტის) მოწყობაზე უარს არ იტყოდნენ, მცდელობა მაინც ექნებოდათ. როგორც მოგეხსენებათ ედიკაზე რამდენიმე (მგონი სამი) მცდელობა იყო

მეგრელებმა რომ სცადეს მისი აფეთქება, ეგ რუსების მოწყობილი იყო?

 

თუ, ის რისი უფლებაც აქვს იუპიტერს, ეკრძალება ხარს?

მასე რუსულად ნათარგმნი ჟღერს: Что позволено Юпитеру то не позволено быку. მაგრამ ორიგინალში რა აზრიცაა ჩადებული, ის ჩემს მიერ მოყვანილ თარგმანს უფრო შეესაბამება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

მეგრელებმა რომ სცადეს მისი აფეთქება, ეგ რუსების მოწყობილი იყო?

მისი - ვისი? ედიკასი?

ედიკას ყველა აფეთქების უკან რუსების სპეცსამსახურები იდგნენ, მგონი ამაზე მიშისტებისც არ დაობენ. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

ედიკას ყველა აფეთქების უკან რუსების სპეცსამსახურები იდგნენ

მე მგონია ყველა აფეთქების უკან თვითონ ედიკა იდგა..ამის მერე იწყებოდა დაჭერები პოლიტიკური ოპონენტების..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი68

მე მგონია ყველა აფეთქების უკან თვითონ ედიკა იდგა..ამის მერე იწყებოდა დაჭერები პოლიტიკური ოპონენტების..

ხო, ჰიტლერმაც თვითონ აიფეთქა თავი და კენედიმ პროსტა ვერ მოზომა. :D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

ხო, ჰიტლერმაც თვითონ აიფეთქა თავი და კენედიმ პროსტა ვერ მოზომა

მე ჩემი აზრი დავაფიქსირე..კენედის სიტუაცია ცოტა სხვა პონტია და ისე ბევრი მიმართავდა ისტორიაში ესეთ ხერხს..ასე რომ არაფერი ახალი არ მითქვია.. :) :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...