Jump to content
Planeta.Ge

ზუბალაშვილები


Recommended Posts

ზუბალაშვილები

 

იაკობ ზუბალაშვილი (1792-1864)

კონსტანტინე იაკობის ძე (1828-1901)

ლევანი (1853-1914)

სტეფანე (1860-1904)

პეტრე (1862-1903)

იაკობი (1876-1941)

 

მრეწველთა, სოვდაგართა, ქველმოქმედთა და მეცენატთა ცნობილი გვარი. იხსენიებიან XVII საუკუნიდან. გიორგი და რომანოზი განთქმული მესტამბეები და მწიგნობრები იყვნენ ვახტანგ VI-ის და ერეკლე II-ის კარზე.

 

იაკობ ზუნბალაშვილმა 1837 წელს თბილისში დააარსა პირველი შაქრის ქარხანა. იმავე წელს ააგო სასტუმრო, ახლანდელი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, რომელიც საჩუქრად გადასცა ქალაქს.

 

1843 წელს მრეწველმა იაკობ ზუბალაშვილმა თბილისში დიდი ქარვასლა ააშენა, რომელშიც 10 სავაჭრო მაღაზია, საწყობები, ღვინის სარდაფები და 71 სასტუმრო ოთახი იყო.

 

კონსტანტინემ და მისმა ვაჟებმა დიდი წვლილი შეიტანეს ქვეყნისა და მისი დედაქალაქის კეთილდღეობაში. თბილისის მომავალი უნივერსიტეტის შენობის აგებისათვის დიდი თანხა გაიღეს. მათ სახელს უკავშირდება "სახალხო სახლისა" და ბიბლიოთეკა-სამკითხველოს აგება. 1908 წელს ქალაქის გამგეობამ საჩუქრად მიიღო აღნიშნული შენობები (ახლანდელი მარჯანიშვილის თეატრი). ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცეს მნიშვნელოვანი ქონება. მათი დახმარებით მრავალ ნიჭიერ ახალგაზრდას გზა გაეხსნა უმაღლესი განათლების მისაღებად უცხოეთში. ზუბალაშვილებმა ააშენეს თბილისის მუსიკალური სკოლის შენობა (ახლანდელი ნიჭიერ ბავშვთა სამუსიკო გიმნაზია), უპოვართა სახლი მოხუცთათვის (ახლანდელი ბავშვთა I მუნიციპალური საავადმყოფო). მათი დახმარებით აშენდა არაერთი კათოლიკური ეკლესია და გაიხსნა ქართული სკოლები. ზუბალაშვილები აფინანსებდნენ გაზეთ "ივერიისა" და ჟურნალ "ჯეჯილის" გამოცემებს.

 

სტეფანეს აშენებულია ბათუმის კათოლიკური ეკლესია, ლევანისა და იაკობის უმდიდრესი კოლექციები დაცულია მოსკოვისა და პარიზის მუზეუმებში. ქვეყნის წინაშე დიდი დამსახურების აღსანიშნავად თბილისის ერობამ ძმებს - ლევანს, სტეფანეს (სიკვდილის შემდეგ), პეტრეს და იაკობს 1913 წლის 1 მაისს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა და დიპლომი გადასცა.

 

თბილისში არის ძმები ზუბალაშვილების ქუჩა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 years later...
  • 4 months later...

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...