მდა Posted December 17, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 17, 2008 რევაზ ინანიშვილი (1926-1991) http://s57.radikal.ru/i156/0812/90/e8531e830300.jpg ქართველი მწერალი. მისი შემოქმედებისათვის დამახასიათებელია დიდი ჰუმანიზმი, ადამიანისადმი სიყვარული და პატივისცემა. დაიბადა სოფელ ხაშმში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი. 1960 წლიდან მუშაობდა საბავშვო გამომცემლობა "ნაკადულში", 1989 წლიდან გარდაცვალებამდე - საბავშვო ჟურნალ "დილას" რედაქტორად. 1950 წელს ალმანახ "პირველ სხივში" გამოაქვეყნა პირველი მოთხრობა "სახსოვარი", ხოლო 1953 წელს გამოვიდა მისი კრებული "პირველი მოთხრობები". 1977 წელს მიიღო რუსთაველის სახელობის პრემია საბავშვო კრებულისათვის "შორი თეთრი მწვერვალი". მისი შემოქმედებისათვის დამახასიათებელია დიდი ჰუმანიზმი, ადამიანისადმი სიყვარული და პატივისცემა. ინანიშვილის ნაწარმოებები მშობლიური კახური იუმორითაა გაჯერებული, მისი გმირები თანამედროვე ქართული სოფლის ცხოვრებიდან აღებული რეალური პერსონაჟები არიან, ასევე რეალური ყოფითა და პრობლემებით. მათ ცხოვრებას მწერალი საოცარი მგრძნობელობით, სისადავითა და იშვიათი ოსტატობით გადმოსცემს. რევაზ ინანიშვილის სცენარების მიხედვით გადაღებულია ფილმები: "არდადეგები", "დაბრუნებული ღიმილი", "ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება", "ფერმა მთაში", "ზაფხული სოფლად", "პასტორალი" (თანაავტორი ო. იოსელიანი), "ნატვრის ხე" (გ. ლეონიძის წიგნის მიხედვით, თანაავტორი: თ. აბულაძე), "ქვიშანი დარჩებიანო" (თანაავტორი გ. შენგელაია). მწერლის მოთხრობები თარგმნილია რუსულ, ესტონურ, სომხურ, უკრაინულ, ლიტვურ, უნგრულ ენებზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.