მდა Posted December 17, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 17, 2008 პავლე ინგოროყვა (1893-1983) http://i030.radikal.ru/0812/98/a777e8bc7356.jpg ქართველი ლიტერატურათმცოდნე. დაიბადა ქ. ფოთში. 1912-15 წლებში სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, იყო საქართველოს მწერალთა კავშირის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი. 1924-25 წლებში რედაქტორობდა ჟურალ "კავკასიონს". 1928 წელს დააარსა გამომცემლობა "ქართული წიგნი". 1929-39 წლებში განაგებდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებას, იყო "დიდი ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის" რედაქციის განყოფილების გამგე. პავლე ინგოროყვას პირველი ნაშრომი "ძველ-ქართული სასულიერო პოეზია VIII-X სს, წ. I, ტექსტები" (1913) ქართული სასულიერო პოეზიის ძეგლთა შესწავლისა და გამოცემის ერთ-ერთი პირველი ცდაა. 1914 წლიდან მისი გამოკვლევები იბეჭდება სამეცნიერო კრებულებსა და პერიოდულ გამოცემებში. მის ფუნდამენტურ ნაშრომში "გიორგი მერჩულე" (1954) ფაქტობრივად განხილულია V-X საუკუნეების მთელი ქართული სასულიერო პოეზია, გამოვლენილი და გამოქვეყნებულია მანამდე უცნობი პოეტ-ჰიმნოგრაფების თხზულებანი. ინგოროყვამ ორჯერ გამოსცა "ვეფხისტყაოსანი" (1953, 1971). ავტორია მონოგრაფიებისა: "რუსთაველიანა" (1926) და "რუსთაველიანას ეპილოგი" (1963). მასვე ეკუთვნის მონოგრაფიები "ნიკოლოზ ბარათაშვილი" (1938), "აკაკი წერეთელი" (1940), "ილია ჭავჭავაძე" (1951). გამოსცა ი. ჭავჭავაძის თხზულებათა სრული კრებული, ვ. ორბელიანის, ნ. ბარათაშვილის, ა. წერეთლის თხზულებანი. მისივე რედაქტორობით გამოიცა გ. მერჩულეს "ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა", "ჩვენი საუნჯის" VI ტომი. თანარედაქტორია "შაჰ-ნამეს" II ტომის, "ვისრამიანის" და "ქილილა და დამანას" გამოცემებისა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.