georgekh13 Posted October 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 20, 2010 დემოკრატია ისაა, თუ ის წაგებული 40 პროცენტის ინტერესები დაცული იქნება მოგებული პარტიის მიერ...დემოკრატია უმცირესობის ინტერესების დაცვას ნიშნავს ძირითადად... ბუშმა სულ რამდენიმე ათასი ხმით მოიგო მეორედ არჩევნები (გორს რომ მოუგო)... თითქმის 50-50-ზე გაიყო ხმები... მერე, ამერიკაში არის დემოკრატია?მე მგონი კი...რა თქმა უნდა იდეალური არაფერია... ჩერჩილმაც თქვა ეს, როგორც ზემოთგამომსვლელმა ამხანაგმა აღნიშნა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted October 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 20, 2010 asesino_141 მარტივი პასუხი აქვს შენს მიერ დასმულ კითხვას, დემოკრატია არ არის იდელაური წყობა, უბრალოდ ჯერჯერობით ჩვენთვის ცნობილ წყობილებებს ყველას სჯობს. იდეალური იქნება მთავრობის საერთოდ არქონა და აბსოლუტური თავისუფლება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ განვითარების ჯერ კიდევ დაბალ საფეხურზე ვიმყოფებით, ზოგი ამას ცუდად გამოიყენებს და მოახდენს მასზე უფრო სუსტის ჩაგვრას, კრიმიალს ვერ გააჩერებ და ასე შემდეგ, ამიტომ ვთანხმდებით გარკვეული თავისუფლებების დათმობაზე და ვქირაობთ მთავრობას, რომ მოახდინოს რეგულირება იმ დარგების რომელთაც თავისუფალ ცურვაში გაშვება არ შეიძლება. სააკას მთავრობაც, რომ დაგვიცვას იმიტომ დავიქირავეთ, თუმცა უზურპაცია მოახდინეს ხელისუფლების და იმის მაგივრად, რომ სამართალდამცავებმა საზოგადოება დაიცვან, მათ შორის მთავრობისგანაც, საზოგადოებისგან იცავენ მთავრობას. ამიტომ ვამბობ, რომ სააკას მთავრობის ქონას საერთოდ უმთავრობო ქვეყანაში ცხოვრება მირჩევნია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted October 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 20, 2010 ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ღრმადაა დარწმუნებული, რომ თუ პოლიტიკური არჩევნები კანონის დაურღვევლად ჩატარდება, მაშინ ჩვენზე ბედნიერი ხალხი ამ ქვეყანაზე არ მოიძებნება. ესაა პრობლემის ცალმხრივი განხილვა. უფრო ნათლად _ ვთქვათ, საზოგადოებამ გადაწყვიტა კანონის სრული დაცვით ჩაატაროს არჩევნები _ შეარჩიოს ჯგუფი, რომელიც დალაშქრავს ევერესტს და ამით ასახელებს სამშობლოს. თუ ამ კანონიერი არჩევნებით შერჩეული ჯგუფი არ ფლობს ამ მიზნის შესასრულებლად საჭირო ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, გონივრულ და პროფესიულ პოტენციალს, მაშინ ყოველგვარი არჩევნები აზრს კარგავს იმიტომ, რომ ბუნებრივი კანონზომიერებისათვის მნიშვნელობა არა აქვს წესიერადაა ჩატარებული არჩევნები, თუ არაწესიერად. არჩევნების როგორი წესითაც უნდა შეარჩიოთ ჯგუფი, ის ევერესტს დაპყრობის ნაცვლად მიეყინება, თუ მას არა აქვს გააზრებული ბუნების ის კანონზომიერება, რომლის გარეშეც 8848 მეტრის სიმაღლის დალაშქვრის მცდელობა, უბრალოდ, თვითმკვლელობაა. დავიმახსოვროთ _ არჩევნები საშუალებაა და საშუალების მიზნად გამოცხადება, უბრალოდ, ინფანტილიზმია ამას თქვენ გიმალავენ. კენეტ ჯოზეფ ეროუ (Kენნეტჰ ჟოსეპჰ Aრროწ ლაბ. 1921წ. ნიუ-იორკი) ამერიკელი ეკონომისტი, 1972 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში (წონასწორობისა და კეთილდღეობის საერთო თეორია), კოლუმბიის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი, მუშაობდა ჩიკაგოს, სტენფორდის და ჰარვარდის უნივერსიტეტებში. საერთაშორისო ეკონომიკური ასოციაციის პრეზიდენტი (1983-86), ამერიკის ეკონომიკური ასოციაციის პრეზიდენტი 1973წ., დაჯილდოვებულია ჯონ ბეიტს კლარკის მედლით 1957წ., ჯონ კომონსის პრემიის ლაურეატი 1973წ.ძირითადი ნამუშევრები: “საზოგადოებრივა არჩევანი და ინდივიდუალური უპირატესობანი”; “ნარკვევები წრფივ და არაწრფივ პროგრამირებაში”; “ეკონომიკის არსის შემეცნება პრაქტიკის მეშვეობით”.ეროუს წონასწორობისა და კეთილდღეობის საერთო თეორია ჩვენ სამყაროში შევიდა, როგორც სენსაციური აღმოჩენა და წერტილი დაუსვა ოცნებებს იდეალური დემოკრატიის შესახებ. მას გამოყოფილი აქვს ხუთი მკაცრი აუცილებელი პირობა რაციონალური დემოკრატიული არჩევნებისათვის, როგორც ამომრჩეველთა ნების გამოვლენის მექანიზმი. 1. ყველა მოქალაქეს არ ანიჭება მოქალაქეობა;2. ყველა მოქალაქეს არ აქვს უფლება მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება;3. ყველა მოქალაქეს, რომელსაც აქვს ხმის მიცემის უფლება არ აქვს ულება იყაროს კენჭი;4. ერთი და იგივე კრიტერიების მნიშვნელობა სხვადასხვა ადამიანებში ყოველთვის იქნება სხვადასხვა, ისევე როგორც გათვითცნობიერება ამ კრიტერიებისადმი კანდიდატების შევაბამისობის თაობაზე. აქედან გამომდინარეობს ამომრჩეველთა უთანასწორო კომპეტენტურობა მათი ხმათა “წონის” ტოლობის დროს;5. დემოკრატიული პრინციპები უნდა გავრცელდეს საზოგადოებრივი ურთიერთობების მხოლოდ მცირე ნაწილზე და მხოლოდ გარკვეული დროით განსაკუთრებულ შემთხვევებში.. დანარჩენში უპირატესობა უნდა მიენიჭოს დიქტატურას, აშკარას ან ირიბს. რეალური დემოკრატია ითვალისწინებს არა მარტო თანაბარ უფლებებს, არამედ არათანაბარ საშუალებას საზოგადოებრივი ცხოვრების დიდ ნაწილში. ყველაზე მართებულ საარჩევნო სისტემას ყველაზე დემოკრატიულ საზოგადოებაშიც ძალუძს მიიყვანოს მარტო იმ სიტუაციამდე, სადაც ამომრჩეველთა არჩევანი თანასწორად არის გადაწილებული, ასეთი მდგომარეობის შექმნა შეუძლებელია დემოკრატიული ხერხებით, ხოლო დიქტატორული საშუალებების გამოყენება დაუშვებელია. ანუ ეროუ მათემატიკურად ამტკიცებს, რომ რეალური დემოკრატია არ შეიძლება იყოს სრული.შეუძლებელია ვიპოვოთ მეთოდი, რომელიც აკმაყოფილებს ეროუს ყველა აქსიომას და არ იყოს დიქტატორული. კ. ეროუმ მათემატიკური მეთოდით დაადგინა რომ:1. არჩევანი უნდა იქნეს განსაზღვრული იმავე სისტემაში, სადაც ის არის ფორმულირებული (ჰომოგენურობის აქსიომა), ანუ თუ ჩვენ ვირჩევთ პრეზიდენტს, უნდა ავირჩიოთ ის რომელიც ჩვენი აზრით უკეთ მართავს ქვეყანას და არა ის, რომელიც უკეთ გამოიყურება ან უფრო გონებამახვილია სხვაზე.2. არჩევანი უნდა იყოს დამოკიდებული ამომრჩეველთა ინდივიდუალურ სურვილზე თუ ვის ანიჭებს უპირატესობას, გარდა ამისა უნდა იყოს უნივერსალური, ანუ გასცეს პასუხი საზოგადოების წევრების ნებისმიერი არჩევანის შემთხვევაში (უნივერსალურობის აქსიომა), ეს გულისხმობს, რომ თუ ამომრჩეველთა ნაწილის სიმპათიები იცვლება, საზოგადოებრივმა არჩევანმა უნდა გაითვალისწინოს ცვლილებები და გვეხმარება თავიდან ავიცილოთ ჩაკეტილი ციკლები.3. თუ კენჭისყრის დროს ყველა მიეცა პეტრეს არჩეული უნდა იყოს პეტრე და არა პავლეს (ერთხმიანობის აქსიომა), რომელსაც ხმა არავინ მისცა.და ბოლოს, არჩევანი არ უნდა იყოს დამოკიდებული იმ ალტერნატივებისაგან, რომლებიც არ მონაწილეობენ არჩევნებში, ანუ თუ ამომრჩევლებმა უნდა მიანიჭონ უპირატესობა არჩევნებში მონაწილე ალტერნატივებს და არა ზეწოლის ქვეშ (დამოუკიდებლობის აქსიომა), ეს გულისხმობს, რომ თუ საჭიროა გაკეთდეს არჩევანი პეტრესა და პავლეს შორის კენჭისყრაში მონაწილე ხელმძღვანელობს იმით თუ რომელ კანდიდატს ანიჭებს უპირატესობას და არა იმით, რომ ხმას მისცემდა ივანეს თუ ის იქნებოდა ერთერთი ალტერნატივა. თუ გავერკვევით საფუძვლიანად, ეროუს აქსიომები თავისთავად არის დიქტატორული კენჭისყრის მეთოდები შეზღუდვები, როგორც კანდიდატთა რიცხოვნობაზე, ასევე მათი კვალიფიკაციაზე დიქტატორულია. დემოკრატიული პრინციპებით არჩეული პარლამენტი, სრულიად დიქტატორულად ამკვიდრებს კანონებს და არც ეკითხება ამომრჩევლების ნებას. თავის არსში ეს ნიშნავს, რომ აუცილებელია დემოკრატიის მცნების არსის გადახედვა. ცნობილია, რომ მიზანშეწონილია სამუდამო მოსამართლეების ინსტიტუტეს არსებობა სრულიად დიქტატორული უფლებამოსილებით, იმ გააზრებით, რომ პოლიტიკურმა კონიუნქტურამ ვერ მოახდინოს გავლენა მათ პროფესიონალიზმზე. მაგრამ სხვა სახელმწიფო მოხელეებმა არ უნდა გამოავლინონ თავისი პროფესიონალიზმი დამოუკიდებლად? ჩნდება შეკითხვა, სინამდვილეში არჩევითი დემოკრატია არის ხალხის ხელისუფლება? სავსებით ცხადია, რომ ხელისუფლება ეკუთვნის მას, ვისაც ეკუთვნის, ხოლო პირველობისათვის პრეტენდენტები კამათის დროს კი ხალხს იყენებენ როგორც ერთ-ერთს არგუმენტებიდან. არ ჩავღრმავდეთ პოლიტიკაში, თუმცა თავისთავად საკითხი – სრული პოლიტიკაა. თუ განვიხილავთ ამ პრობლემის არსს, ვნახავთ, რომ სინამდვილეში ეროუს თეორემა არის “ბურედანის ვირი”ს (“ბურედანის ვირი” ფილოსოფიური პარადოქსი ცნობილია არისტოტელეს შრომებიდან, სადაც დასმულია საკითხი, თუ როგორ შესწევს უნარი ვირს, ორი ერთნაირი შეთავაზებული თივის ზვინისაგან გააკეთოს რაციონალური არჩევანი) გაფართოებული და გართულებული ვარიანტი, რომელსაც აბსტრაქტულ ფორმაში არ აქვს პასუხი და ისე არის ფორმულირებული, რომ არ ჰქონდეს პასუხი თუ A=B მაშინ B=A. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted October 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 20, 2010 პოლიტიკურ-სამართლებრივმა ისტორიამ გვაჩვენა, რომ დემოკრატია, როგორც სახელმწიფო მმართველობის ფორმა, თავის თავში რაღაც დეფექტს შეიცავს, რომელიც ხელს უშლის საზოგადოების სრულყოფილ განვითარებას. დეფექტის ეს სიმძიმე ჩვენ საკუთარ სხეულზე შევიგრძენით. პოლიტიკურ-სამართლებრივი ისტორიის ზედაპირულმა გადახედვამაც აჩვენა, რომ დემოკრატიისადმი უარყოფითი დამოკიდებულება ჯერ კიდევ ანტიკური დროიდან ჩნდება.კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ჰერაკლიტეს აზრი: კანონის ფორმირებისა და დამკვიდრებისათვის სულაც არ არის საჭირო საყოველთაო თანხმობა და სახალხო კრება: მთავარია კანონის თანხვედრა ლოგოსთან, ბუნების კანონზომიერებასთან, რომელსაც მოაზროვნე ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი შეწვდება. სოკრატეს აზრით, დემოკრატიული პრინციპები არასრულფასოვანია. ის ღრმად არის დარწმუნებული, რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფო იღუპება, რადგან მართვის სადავეს ხელში იგდებენ ისინი “ . . . რომელნიც არჩეულნი არიან ცნობილი, გავლენიანი პირების მიერ”. . . და ისინი . . . “ვინც ძალაუფლება ჩაიგდო ხელში კენჭისყრით, ძალადობით ან სიცრუით. . . “ პლატონის აზრით _ დემოკრატია, თუ მასში რაღაც არ არის განზავებული, თუ არ ივსება რაღაცით, მაშინ ის თავისუფლებით აუცილებლად თვრება და მისგან მისივე საწინააღმდეგო წარმოიქმნება. არისტოტელეც მკაცრად აკრიტიკებს უკიდურეს დემოკრატიას, სადაც უმაღლესი ძალაუფლება ეკუთვნის დემოსს და აქედან ყველა სიმახინჯე გამომდინარეობს. პოლიბიუსის აზრით, დემოკრატიის დროს, ბრბო თანდათან ეჩვევა სხვის ხარჯზე მათხოვრული ლუკმის მიღებას და უბადრუკ ცხოვრებას, ენდობა ყველას, ვინც ოდესმე რამეს მიუგდებს. ამით სარგებლობს ნებისმიერი თავხედი დემაგოგი, აფერისტი, ხოლო თვით ბრბოს სახელმწიფო საქმეები, პოლიტიკა აღარ აინტერესებს. შესაბამისად, დემოკრატიაში დევს ისეთი რამ, რაც მის თვითგადაგვარებას განაპირობებს. ამ შემთხვევაში “სახელმწიფო უკეთილშობილესი, სახალხო მმართველობით ინიღბება, რეალურად კი სახელმწიფო ხდება ყველაზე ცუდი, როგორიც შეიძლება იყოს ის საერთოდ”.მარკუს ტულიუს ციცერონისთვის: “ხალხი არ არის ადამიანთა ნებისმიერი ნაკრები, ნებისმიერი სახით, არამედ ეს არის მრავალ ადამიანთა ერთობა, რომლებიც ერთმანეთთან საერთო საზოგადოებრივი ინტერესებით არიან დაკავშირებულნი და სამართლებრივ საკითხებზე არიან შეთანხმებულნი”. არჩევანის შემთხვევაში მისთვის მისაღებია მონარქიული წყობა, დემოკრატიას კი მიიჩნევს ყველაზე არასრულყოფილად, რადგან “როდესაც ყველაფერს ხალხი წყვეტს, რაოდენ სამართლიანი და ზომიერიც უნდა იყოს ის, მაინც თვით თანაბრობაა აქ არასამართლიანი, რადგან ამ დროს საზოგადოებაში არ არის გათვალისწინებული იერარქია (გონებრივი, ზნეობრივი)”. ედმუნდ ბიორკი _ იმ შემთხვევაშიც კი, თუ პოლიტიკური ხელისუფლება ორგანიზდება ისე, როგორც თქვენ გნებავთ, მისი აღსრულება თვით ძალაუფლების მქონე პირთა ნებაზე იქნება დამოკიდებული. კანონის სარგებლიანობა და პოტენცია დამოკიდებულია იმ მინისტრებზე, რომლებმაც ის უნდა აღასრულონ და ნახავთ, რომ ყველა სიკეთე ქაღალდზე რჩება და “ცოცხალ, ქმედით, ეფექტურ კონსტიტუციას” ვერ მიიღებთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 20, 2010 პოლიტიკურ-სამართლებრივმა ისტორიამ გვაჩვენა, რომ დემოკრატია, როგორც სახელმწიფო მმართველობის ფორმა, თავის თავში რაღაც დეფექტს შეიცავს, რომელიც ხელს უშლის საზოგადოების სრულყოფილ განვითარებასსრულყოფილი განვითარება არ არსებობს. არაფერი არაა სრულყოფილი. შესაძლებელია მხოლოდ რამდენიმე ვარიანტიდან უკეთესის არჩევა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted October 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 20, 2010 სრულყოფილი განვითარება არ არსებობს. არაფერი არაა სრულყოფილი. შესაძლებელია მხოლოდ რამდენიმე ვარიანტიდან უკეთესის არჩევა.მართალია... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted October 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 20, 2010 Saturnსრულყოფილი განვითარება არ არსებობს. არაფერი არაა სრულყოფილი. შესაძლებელია მხოლოდ რამდენიმე ვარიანტიდან უკეთესის არჩევა. ქვეყნის ბედის სამართავად ურთულესი და გადამწყვეტია უკეთესთა შორის უკეთესის ამორჩევა. “სხვანაირია მზის დიდება, სხვანაირია მთვარის დიდება და სხვანაირია ვარსკვლავთა დიდება, რადგან ვარსკვლავიც განირჩევა ვარსკვლავისგან დიდებით” (I კორ. 15. 41).სამწუხაროდ, უმრავლეს შემთხვევაში “ვარსკვლავებს” ჭაობში ეძებენ, რადგან ვარსკვლავის აღმოჩენას ცისკენ ახედვა სჭირდება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted October 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 20, 2010 georgekh13პოლიბიუსი _ დემოკრატიის დროს, ბრბო თანდათან ეჩვევა სხვის ხარჯზე მათხოვრული ლუკმის მიღებას და უბადრუკ ცხოვრებას, ენდობა ყველას, ვინც ოდესმე რაიმეს მიუგდებს. ამით სარგებლობს ნებისმიერი თავხედი, დემაგოგი, აფერისტი, ხოლო თვით ბრბოს, აღარ აინტერესებს სახელმწიფო საქმეები, პოლიტიკა. შესაბამისად, დემოკრატიაში ისეთი რამ დევს, რაც მის თვითგადაგვარებას უწყობს ხელს. ამ შემთხვევაში, “სახელმწიფოს სახალხო მმართველის უკეთილშობილესი სახელი ენიჭება, რეალურად კი, ის ხდება ყველაზე ცუდი, როგორიც შეიძლება იყოს საერთოდ სახელმწიფო”. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted October 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 20, 2010 анархия мать порядка Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.