Jump to content
Planeta.Ge

ანა კალანდაძე (1924-2008)


Recommended Posts

ანა კალანდაძე (1924-2008)

 

http://s59.radikal.ru/i164/0812/0e/47c10390175a.jpg

 

ქართველი პოეტი, რუსთაველისა და გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიების ლაურეატი.

 

დაიბადა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში. 1946 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი. ამავე წელს გამოაქვეყნა პირველი ლექსები, ლექსების პირველი კრებული კი 1953 წელს გამოსცა. მისმა პოეზიამ მაშინვე მიიპყრო ყურადღება. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ლექსები: "თუთა", "ჟუჟუნა წვიმა მოვიდა", "ბეთანიის გზაზე". საქართველოსა და მისი ისტორიის სიყვარული პოეტმა გამოხატა ლექსებში: "შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო", "ასეთი დარი თუ იყო მაშინ", "ღრუბლები" და სხვა. ანა კალანდაძის პოეტური სტილი სისადავითა და ჰარმონიული წყობით გამოირჩევა, რომელშიც ზომიერადაა შეზავებული არქაული და თანამედროვე სასაუბრო ინტონაცია. ქართველ მკითხველში სიყვარულით სარგებლობს მისი ლექსები: "ფეხი დამადგით", "ალავერდის დიდებულ ტაძარს", "ისევ გახსენი გული ჩემი" და სხვა.

 

ანა კალანდაძის პოეტური კრებულები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა სხვადასხვა ენებზე.

 

დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...