Jump to content
Planeta.Ge

ვახუშტი კოტეტიშვილი (1935-2008)


Recommended Posts

ვახუშტი კოტეტიშვილი (1935-2008)

 

http://i051.radikal.ru/0812/66/7299e6e83580.jpg

 

ქართველი ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, ფოლკლორისტი, ირანისტი, მთარგმნელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. პირველი ლექსი 1954 წელს გამოაქვეყნა, პირველი თარგმანები - 1958 წელს.

 

სამეცნიერო ნაშრომები ძირითადად სპარსულ პოეზიაზე აქვს გამოქვეყნებული, თუმცა ეკუთვნის მრავალი მონოგრაფია ლიტერატურის სხვადასხვა ჟანრში. სპარსულ პოეზიასვე ეხება მისი პოპულარული თარგმანები: ომარ ხაიამის "რობაიათი", ჯამის "ლირიკა", ჰაფეზის "ლირიკა" და სხვა. გარდა ამისა, გადმოქართულებული აქვს გერმანული, რუსული და ესპანურენოვანი ლიტერატურა.

 

ქართულ საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა მის მიერ მოწყობილი ხალხური პოეზიის საღამოები, რომლებიც XX საუკუნის 80-იან წლებში ტარდებოდა. ამ საღამოების აღდგენის მიზნით, რუსთაველის თეატრში 2008 წლის მაისში ჩატარდა ფოლკლორის საღამო "ლექსო, ნუ დაიკარგები", რომელსაც ვახუშტი კოტეტიშვილი ეთერ თათარაიძესთან ერთად უძღვებოდა და რომელზეც გადაწყდა, რომ ამ საღამოებს მისი სახელი მინიჭებოდა. გარდაცვალებამდე გამოქვეყნდა მისი მონოგრაფიული ხასიათის ნაწარმოები "ჩემი ცხოვრება". ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის ვახუშტი კოტეტიშვილს მიენიჭა ლიტერატურული პრემია "საბა", იყო აგრეთვე საფრანგეთისა და ავსტრიის ლიტერატურული პრემიების ლაურეატი. 2007 წელს ირანის სამთავრობო კომისიამ იგი ირანულიდან, ექვს საუკეთესო მთარგმნელთა შორის დაასახელა და სამთავრობო სიგელით დააჯილდოვა.

 

გარდაიცვალა 2008 წლის 7 აგვისტოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...