Jump to content
Planeta.Ge

რევაზ ლაღიძე (1921-1981)


Recommended Posts

რევაზ ლაღიძე (1921-1981)

 

http://s51.radikal.ru/i131/0812/4e/878d4fad5f37.jpg

 

ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი, შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

 

1939 წელს თბილისის IV სამუსიკო სასწავლებლის (ვიოლინოს განხრით) დამთავრების შემდეგ, რევაზ ლაღიძე უკრავდა ვიოლინოზე სიმფონიურ ორკესტრში, 1948 წელს კი დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (პროფესორ ა. ბალანჩივაძის საკომპოზიციო კლასი).

 

ლაღიძე სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ნაწარმოებების ავტორია. მას ეკუთვნის ოპერა "ლელა", მუსიკალური კომედიები: "მეგობრები" და "კომბლე", სიმფონიური პოემა "სამშობლოსათვის", რამდენიმე საგუნდო სიმღერა-კანტატა, საფორტეპიანო და ჩელოს პიესები. ის წერდა მუსიკას სპექტაკლებისა და კინოფილმებისათვის: "საბუდარელი ჭაბუკი", "ნინო", "ხევისბერი გოჩა", "ყვავილი თოვლზე", "გლახის ნაამბობი", "ხევსურული ბალადა", "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", "შეწყვეტილი სიმღერა" და სხვა.

 

ლაღიძე ნაყოფიერად მუშაობდა სიმღერის ჟანრში. მისი სიმღერები იშვიათი მელოდიურობითა და გულწრფელობით გამოირჩევა. დღემდე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მისი ნაწარმოები "სიმღერა თბილისზე".

 

აღსანიშნავია, რომ რევაზ ლაღიძე ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას, იყო პუშკინის სახელობის თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის მუსიკის კათედრის გამგე, 1964 წლიდან კი - კონსერვატორიის კამერული ანსამბლის პედაგოგი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...