მდა Posted December 16, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2008 მეფე მირიანი და დედოფალი ნანა (IV საუკუნე) http://s42.radikal.ru/i098/0812/61/f66a398c1237.jpg მირიანი ქართლში მეოთხე საუკუნის დასაწყისში მეფობდა. მას ცოლად ჰყავდა პონტოელი მთავარსარდლის ასული ნანა. სწორედ მირიანის მეფობის დროს გამოჩნდა ქართლში კაბადოკიელი ქალწული ნინო, რომელიც ხალხს ქრისტეს სჯულს უქადაგებდა და მრავალ სასწაულს აღასრულებდა. ერთხელ ნანა დედოფალი დასნეულდა და წმინდა ნინოს ლოცვამ იგი უეჭველი სიკვდილისაგან იხსნა, რის შემდეგაც ნანა დედოფალმა აღიარა ქრისტეს სარწმუნოების ჭეშმარიტება. დედოფლის განკურნების შემდეგ მირიან მეფეც დაინტერესდა ქრისტიანული სარწმუნოებით. ერთხელ მირიანი სანადიროდ წავიდა თხოთის მთაზე. ნადირობისას მზე დაბნელდა და მის ირგვლივ უკუნი ჩამოწვა. მირიანმა კერპებს შესთხოვა დახმარება, მაგრამ რომ არ განათდა, მაშინ მეფემ "ნინოს ღმერთს" შეავედრა თავი და მოხდა სასწაული: განათდა, მზე გამობრწყინდა. მცხეთაში დაბრუნებული მეფე ნინოს ეახლა, მისი რჩევით საბერძნეთის იმპერატორ კონსტანტინესთან ელჩები წარავლინა და ნათლისღების აღსასრულებლად სამღვდელობის გამოგზავნა სთხოვა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.