მდა Posted December 16, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2008 ბიძინა მაზიაშვილი (1928-2004) http://i027.radikal.ru/0812/39/afca5e97a553.jpg ქართველი ძიუდოისტი, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, საბჭოთა კავშირის ნაკრების მწვრთნელი, მიწვეული იყო იაპონიაში, რათა მათთვის ესწავლებინა ქართული ჭიდაობის ელემენტები. დაიბადა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში, შემდეგ თბილისში გადმოვიდა და იქ გააგრძელა ასპარეზობა. ქართველი მოჭიდავეები ძიუდოისტთა შეჯიბრებაში პირველად გამოვიდნენ 1957 წელს, როცა სსრკ და უნგრეთის გუნდების ამხანაგური შეხვედრა გაიმართა. მაშინ საბჭოთა კავშირში ძიუდოს სპორტული ჯგუფები ჯერ კიდევ არ იყო და ნაკრებში სამბისტები შეიყვანეს, მათ შორის - ბიძინა მაზიაშვილიც იყო. ქართული ჭიდაობიდან მოსულ ფალავნებს ეიოლებოდათ იაპონური ჭიდაობის დაუფლება. ბიძინა მაზიაშვილმა სწრაფად აუღო ალღო ახალ საქმეს და ჯერ თბილისში, მერე კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ძიუდოს ათობით ჯგუფი ჩამოაყალიბა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.