Jump to content
Planeta.Ge

მერაბ მამარდაშვილი (1930-1990)


Recommended Posts

მერაბ მამარდაშვილი (1930-1990)

 

http://s56.radikal.ru/i153/0812/33/1a80d9cd7576.jpg

 

ქართველი ფილოსოფოსი, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მერაბ მამარდაშვილი დაიბადა 1930 წელს ქ. გორში. დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. იქვე დაიწყო სამეცნიერო მოღვაწეობა. 1968-1987 წლებში იყო პოპულარული ჟურნალის "ვოპროსი ფილოსოფიი"-ს მთავარი რედაქტორის მოადგილე, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მოსკოვის ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. მოსკოვში მას "ქართველ სოკრატეს" ეძახდნენ.

 

1987-1990 წლებში მოღვაწეობდა თბილისში. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის განყოფილების გამგე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა გერმანიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში. განიცდიდა გერმანული ფილოსოფიის, განსაკუთრებით, ემანუილ კანტის გავლენას. მუშაობდა აღქმის რაციონალისტურ თეორიაზე. მნიშვნელოვანია მისი წვლილი მეცნიერების ფილოსოფიაშიც. გამოქვეყნებული აქვს მარსელ პრუსტის შემოქმედების კვლევები.

 

გარდაიცვალა 1990 წელს.

 

2001 წლის მაისში თბილისში გაიხსნა მამარდაშვილის ბიუსტი, რომლის ავტორია ერნსტ ნეიზვესტნი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...