Jump to content
Planeta.Ge

ბენედიქტე (ძაგული) მაღლაკელიძე (1907-1974)


Recommended Posts

ბენედიქტე (ძაგული) მაღლაკელიძე (1907-1974)

 

http://s41.radikal.ru/i091/0812/e8/29a7e61b4aea.jpg

 

თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ძაგული მაღლაკელიძე ვანო სარაჯიშვილის რეკომენდაციით თბილისის კონსერვატორიის ვოკალის ჯგუფში ჩარიცხეს, თუმცა მესამე კურსიდან მან სწავლას თავი დაანება და მეგობრებთან ერთად მულტფილმების სტუდია დააარსა. აქ ის დაუმეგობრდა ლადო გუდიაშვილს, რომელიც მულტფილმებისთვის პერსონაჟებს ხატავდა. სტუდიაში რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ მან სამედიცინო ინსტიტუტში ჩააბარა.

 

მეორე მსოფლიო ომის დროს ძაგული სამხედრო სამსახურს სამხედრო ჰოსპიტალში გადიოდა, თუმცა მალე ომში წავიდა და მძიმედ დაიჭრა. მკურნალობის შემდეგ ის კვლავ სამხედრო ჰოსპიტალში დაბრუნდა, სადაც ქირურგად განაგრძო მუშაობა, ომის დამთავრების შემდეგ კი საგარეჯოს რაიონის მთავარ ქირურგად გადაიყვანეს.

 

სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა მის მიერ პრეპარატ "კამელინზე" მუშაობის დაწყება. თაფლის სასწაულმოქმედი თვისებები მან შემთხვევით აღმოაჩინა, როცა მედიკამენტების უქონლობის გამო მუცელში დაჭრილ პაციენტს ჭრილობა თაფლით ამოუვსო და ნაწილობრივ გაუკერა. ჭრილობა მოსალოდნელზე ადრე შეხორცდა და პაციენტი სრულიად ჯანმრთელი გაეწერა, ექიმი კი სერიოზულად დაინტერესდა თაფლის სამკურნალო თვისებებით და მის შემცველ პრეპარატზე დაიწყო აქტიური მუშაობა. ამასთან დაკავშირებით ძაგული მაღლაკელიძე თბილისში, სისხლის გადასხმის ინსტიტუტში გადმოიყვანეს მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე. ამავდროულად ის ქირურგიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი იყო და უშუალოდ კ. ერისთავის ხელმძღვანელობით მუშაობდა. თავდაპირველად "კამელინით" ცხოველებზე ჩატარდა ცდები და წარმატებული ექსპერიმენტის შემდეგ პრეპარატით უკვე ადამიანებს მკურნალობდნენ, მისი მეშვეობით კიბოს დამარცხების მრავალი შემთხვევაა დაფიქსირებული.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...