მდა Posted December 16, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2008 ივანე მაჩაბელი (1854-1898) http://s45.radikal.ru/i109/0812/35/40317a19e1c6.jpg ქართველი მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, ქართველ "სამოციანელთა" წარმომადგენელი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე, ახალი ქართული სალიტერატურო ენის ერთ-ერთი ფუძემდებელი. დაიბადა 1854 წელს სოფელ თამარაშენში გაღარიბებული თავადის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება ოჯახშივე მიიღო. 1863 წლიდან კი თბილისის გიმნაზიაში სწავლობდა. იმ დროს ქართული ენა იდევნებოდა, მაგრამ ცნობილი მწერალი და პედაგოგი პეტრე უმიკაშვილი მოსწავლეებს ქართული ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს აგროვებინებდა და მხატვრულ თარგმანში ავარჯიშებდა. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე, ამავე დროს, საფუძვლიანად შეისწავლა უცხო ენები. იყო პეტერბურგის დრამატული წრის ერთ-ერთი დამაარსებელი. 1873 წელს მაჩაბელი დაუახლოვდა ქართული სათავადაზნაურო ბანკის საქმეებზე პეტერბურგში ჩასულ ილია ჭავჭავაძეს, 1874 წელს მასთან ერთად თარგმნა შექსპირის "მეფე ლირი", რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. 1874-77 წლებში სწავლობს ჯერ გერმანიაში, შემდეგ პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში. 1879 წელს ბრუნდება საქართველოში და ამავე წელს აქვეყნებს თავის ლექსებს, კრიტიკულ-პუბლიცისტურ წერილებსა და თარგმანებს. მონაწილე იყო ყველა იმ საზოგადოებრივი წამოწყებისა, რომელსაც ილია ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდა. 1888 წელს მისი რედაქტორობით გამოიცა "ვეფხისტყაოსანი". დიდი დახმარება გაუწია პოემის ილუსტრატორს, უნგრელ მხატვარს მ. ზიჩის, აგრეთვე მარჯორი უორდროპსა და პოემის სხვა უცხოელ მთარგმნელებს. მანვე რუსი კომპოზიტორის, მ. იპოლიტოვ-ივანოვის თხოვნით დაწერა ლიბრეტო ოპერა "ვეფხისტყაოსნისათვის". 1879 წლიდან ჯერ იყო "ივერიის" თანამშრომელი, შემდეგ - რედაქტორი. 1883-85 წლებში იგი რედაქტორობდა გაზეთ "დროებას". მნიშვნელოვანია მისი მთარგმნელობითი მოღვაწეობა, რითაც გაამდიდრა ქართული თეატრის რეპერტუარი. კერძოდ, თარგმნა მოლიერის "ეჭვით ავადმყოფი", გადმოაკეთა პიესები: "ადვოკატი მელაძე", "ორ ცეცხლ შუა" და სხვა. შექსპირის ტრაგედიების ბრწყინვალე თარგმანებმა მაჩაბელს ღირსეული ადგილი დაუმკვიდრა ქართული ლიტერატურის ისტორიაში. მძიმედ დასნეულებული 1898 წლის 26 ივნისს გამთენიისას შინიდან გავიდა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.