მდა Posted December 16, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2008 აჰმედ მელაშვილი (1922-1980) http://s42.radikal.ru/i097/0812/54/29fcf143f304.jpg აჰმედ ოზქან (მელაშვილი) - ქართველი მოღვაწე თურქეთში, რომლის მოღვაწეობა მიმართული იყო თურქეთის ქართველობაში ეროვნული თვითშეგნების გაღვიძებისკენ. ჟურნალ "ჩვენებურის" დამაარსებელი. აჰმედ ოზქანი დაიბადა სოფელ ბალიქესირში, ქართველ მაჰმადიან ემიგრანტთა ("მუჰაჯირთა") ოჯახში. დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ, 1962 წელს დაამთავრა სტამბოლის უნივერსიტეტის არქიტექტურული ფაკულტეტი და დასახლდა თურქეთის პატარა ქართულ სოფელ ჰაირიეში, სადაც ტურისტული საზოგადოება დააარსა. შემდეგ არქიტექტორადაც მუშაობდა, თუმცა მისი მთავარი საქმიანობა მაინც ადგილობრივ ქართულ თემებში - "ჩვენებურებში" ქართული იდეოლოგიის პოპულარიზაცია იყო. მის წიგნს საქართველოზე "გურჯისტან" (1968) დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თურქეთის მთავრობამ წიგნი აკრძალა. საქმე სასამართლომდე მივიდა, მაგრამ ოზქანი გაამართლეს. ამის შემდეგ, 1970-იან წლებში მან ორჯერ იმოგზაურა საქართველოში. თურქეთში დაბრუნების შემდეგ იგი თარგმნიდა და აქვეყნებდა ქართველ კლასიკოსთა ნაწარმოებებს. წერდა სტატიებს, რომლებიც თურქეთის ქართველობაში ეროვნულ სულისკვეთებას აღვივებდა. 1972 წელს დააარსა ჟურნალი "ჩვენებური", სადაც აგრეთვე აქვეყნებდა სტატიებს საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ. ეს ჟურნალი დღემდე რჩება თურქეთში ქართული სათვისტომოს მოღვაწეობის ყველაზე კულტურულ პერიოდულ გამოცემად. აჰმედ მელაშვილს ხშირად თურქეთის ქართველების "ილია ჭავჭავაძესაც" უწოდებდნენ. 1980 წელს 5 ივლისს ქალაქ ბურსაში, ოზქანი თურქული ულტრა - ნაციონალისტური დაჯგუფების "რუხი მგლების" აქტივისტებმა მოკლეს. ოზქანის საქმიანობას მისი შვილი - იბერია მელაშვილი ჩაუდგა სათავეში. აჰმედ ოზქანი (მელაშვილი) სოფელ ჰაირიეში განისვენებს. მის საფლავს ამშვენებს წარწერა თურქულ და ქართულ ენაზე: "მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის". http://s55.radikal.ru/i147/0812/d9/e09ebf94d132.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.